დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №947 „ ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 947 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 25/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040200010.11.106.006028 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.200.010.11.106.006.028
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №947
2003 წლის 25 აგვისტო
ქ. თბილისი
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას;
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა /დანართი №1/;
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს /თ. დევდარიანს/ კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მომსახურეთა დანიშვნის ორგანიზება;
4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. №4;
5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილების განხორციელება დაიწყოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 31-ე დღეს;
6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპური დებულების საფუძველზე;
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო- საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით დაკომპლექტების ორგანიზება;
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გ. წკრიალაშვილს;
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
დანართი №1
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილების საშტატო ნუსხა
| № | სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება | საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1.
| ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 სპეციალიზებული განყოფილება | გამგე
კონსულტანტი
| 1
1
სულ: 2 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები