საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №946 „თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №946 „თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 946
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 25/08/2003
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 26/08/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040230000.11.106.006027
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
946
25/08/2003
სსმ, 93, 26/08/2003
040230000.11.106.006027
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №946 „თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ
იუსტიციის სამინისტრო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2003 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.11.106.006.027

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 946

2003 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და განსახორციელებელი სალიკვიდაციო ღონისძიებების შესახებ

ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის სალიკვიდაციო ღონისძიებათა სრულყოფილად განხორციელების მიზნით, “სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და        მე-9 პუნქტებისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 31 დეკემბრის №544 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განხორციელდეს ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაცია. ლიკვიდაციის დღედ ჩაითვალოს ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან 31-ე დღე.

2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს /თ. დევდარიანს/ უზრუნველყოს ამ ბრძანებით ლიკვიდაციას დაქვემდებარებული ქორწინების სახლის მოსამსახურეთა გაფრთხილებისა და გათავისუფლების ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით შეიქმნას სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:  

ა) გიორგი წკრიალაშვილი – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე /კომისიის თავმჯდომარე/;

ბ) თინათინ დევდარიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

გ) კახა უშიკიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი;

დ) ზაზა მეიშვილი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობის, სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციისა და იმიგრაციის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი;

ე) მანანა ცინაძე – სამოქალაქო მდგომარეობის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი.

4. სალიკვიდაციო კომისიამ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილ პირსა და ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის დირექტორ თამარ ჯავახიშვილთან ერთად კოორდინირებულად განახორციელოს:

ა) პრესის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიისათვის მიმართვის წესისა და პირობების თაობაზე. ეს ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს ინფორმაციის გამოქვეყნების დღიდან;

     ბ) ქ. თბილისის მერიის კულტურის სამმართველოსთან არსებული ქორწინების სახლის მფლობელობაში არსებული ქონების ინვენტარიზაცია და მისი გადაცემა ახლად შექმნილი განყოფილებისათვის;

     გ) ორგანიზება და კონტროლი აღნიშნული ქორწინების სახლის საარქივო მასალების საქართველოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის არქივებისათვის გადაცემასა და ახლად შექმნილი განყოფილებისათვის იმ საქმეების გადაბარებაზე, რომელთა ადგილზე შენახვის ვადა ჯერ არ არის გასული.

5. კომისიის მუშაობისათვის საჭირო თანხები გამოიყოს სამინისტროს სპეციალური ანგარიშიდან.

6. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი წკრიალაშვილს.

7. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი