საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №690 „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №690 „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 690
დოკუმენტის მიმღები იუსტიციის სამინისტრო
მიღების თარიღი 09/06/2004
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი
ძალის დაკარგვის თარიღი 13/07/2005
სარეგისტრაციო კოდი 100020010.11.106.006509
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
690
09/06/2004
ვებგვერდი
100020010.11.106.006509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №690 „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ
იუსტიციის სამინისტრო
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (02/08/2018 - 12/07/2005)

სახელმწიფო  სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.006.509

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

 ბრძანება 690

2004 წლის 9 ივნისი

 ქ. თბილისი

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის    №5 საპყრობილის შექმნის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საპყრობილეების განტვირთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული სპეცკონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე პატიმართა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (მცხეთის რაიონი) ყოფილი საჯარიმო იზოლატორის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის 5 საპყრობილე.

2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):

ა) წარმოადგინოს წინადადებები 5 საპყრობილის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;

ბ) უზრუნველყოს 5 საპყრობილეში მსჯავრდებულების გადაყვანა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მოსამსახურეებს.

4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ზ. აბაშიძეს.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი