დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №690 „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 690 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 09/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/07/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020010.11.106.006509 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (02/08/2018 - 12/07/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.006.509
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №690
2004 წლის 9 ივნისი
ქ. თბილისი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილის შექმნის შესახებ
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საპყრობილეების განტვირთვის, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და მათში განთავსებული სპეცკონტინგენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის, აგრეთვე პატიმართა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესების მიზნით, “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
1. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულების (მცხეთის რაიონი) ყოფილი საჯარიმო იზოლატორის ბაზაზე შეიქმნას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 საპყრობილე.
2. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა (შ. კოპაძე):
ა) წარმოადგინოს წინადადებები №5 საპყრობილის შექმნასთან დაკავშირებით გასატარებელი ორგანიზაციული ღონისძიებების თაობაზე;
ბ) უზრუნველყოს №5 საპყრობილეში მსჯავრდებულების გადაყვანა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. ბრძანება გაეცნოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა მოსამსახურეებს.
4. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ზ. აბაშიძეს.
5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. პაპუაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები