დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №36 „ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის” დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 06/06/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | გამოუქვეყნებელი, 0, 12/06/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 14/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000280.01(2).004.000274 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (12/06/2000 - 10/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.012.004.274
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №36
2000 წლის 6 ივნისი
ქ. თბილისი
“ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის” დამტკიცების შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვენლობის წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირებისათვის “წყლის შესახებ” საქართველოს კანონის 83-ე მუხლის პირველი და მეათე პუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა” თანდართული სიის მიხედვით.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს.
3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 1999 წლის 19 ივლისის N91 ბრძანება “ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის” დამტკიცების შესახებ”.
ნ. ჩხობაძე
ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა
1. ზურაბ თავართქილაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარე
2. ლევან ხარატიშვილი – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის სახაზინო საწარმო “ჰიდროინჟგეო”--ს დირექტორი, დოცენტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
3. მარიამ მაკაროვა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი
საბჭოს წევრები:
4. თეიმურაზ მდინარაძე –სააქციო საზოგადოება “საქწყალპროექტის” მთავარი ინჟინერი
5. ვახტანგ გვახარია – საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრი, ქიმიურ მეცნიერებათა კანდიდატი
6. ჯემალ დოლიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ჰიდრო-მეტეოროლოგიური ცენტრის უფროსი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი
7. ვახტანგ თევზაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი
8. გივი თუმანიშვილი – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰიდრო-გეოლოგიის, საინჟინრო გეოლოგიის და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
9. ვაჟა ჯინჭარაძე – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სამრეწველო საწარმოთა პრივატიზებისა და რესტრუქტურიზების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
10. ნატალია მაისურაძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს რეგიონული ეკონომიკის დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი
11. აკაკი ფანჩულიძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს დაცვის ინსტიტუტის დირექტორი, ტექნიკურ მეციერებათა კანდიდატი
12. თამაზ ჭოლოკავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი
13. ილია მცხვეთაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე
14. ბაადურ უკლება – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წყლის რესურსების დაცვის მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი
15. დავით ჩხეტიანი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლის ჰარმონიზაციისა და ნორმატიული აქტების ექსპერტიზის დეპარტამენტის მრჩეველი
16. ლევან კიკნაძე – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მშენებლობის, მშენინდუსტრიის და საშენ მასალათა წარმოების დეპარტამენტის, საინჟინრო ნაგებობების და კომუნიკაციების სამმართველოს უფროსი
17. ვაჟა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს რეალური სექტორის ფინანსების და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის სახელმწიფო ინვესტიციების სამმართველოს უფროსი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები