დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნბრივი რესურსეის დაცვის მინისტრის ზოგიერთი კანონკვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1215 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/11/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 153, 14/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.023.009.5561 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.023.009.556
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №1215
2006 წლის 10 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ზოგიერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის შემდეგი ბრძანებები:
1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №63 ბრძანება „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლის ამოღების ლიცენზიის კონკურსის და აუქციონის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №64 ბრძანება „ზედაპირული წყლის ობიექტების სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოების, რეგიონალური საექსპერტო კომისიებისა და ადგილობრივი კომისიების რეგლამენტის და დაკომპლექტების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1998 წლის 7 მაისის №66 ბრძანება „ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყლისა და ნივთიერებების ამოღების ლიცენზიის მიღებისათვის განაცხადის ფორმისა და წარდგენის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1998 წლის 3 სექტემბრის №97 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების შემადგენლობის შესახებ დამტკიცების თაობაზე“;
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1999 წლის 2 აპრილის №31 ბრძანება „ზოგიერთი ადგილობრივი მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირების რეგიონალური საექსპერტო კომისიების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
6. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1999 წლის 22 ივნისის №78 ბრძანება „გარემოსდაცვითი ნებართვის მისაღებად წარსადგენი განაცხადისა და გარემოსდაცვითი ნებართვის გაფორმების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
7. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1999 წლის 3 ივნისის №65 ბრძანება „საქართველოში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოსა და რეგიონალური საექსპერტო კომისიების რეგლამენტის შესახებ“;
8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1999 წლის 2 ივლისის №82 ბრძანება „საქართველოს მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხეტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 1999 წლის 16 ნოემბრის №129 ბრძანება „ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის კონკურსისა და აუქციონის ჩატარების ვადების, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
10. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2000 წლის 6 ივნისის №36 ბრძანება „ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;
11) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2000 წლის 6 ივნისის №37 ბრძანება „სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ზედაპირული წყლის ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების საუწყებათაშორისო საექსპერტო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“;
12. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2001 წლის 30 ივლისის №56 ბრძანება „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ემბლემის დამტკიცების შესახებ“;
13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 14 იანვრის №3 ბრძანება „ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ლიცენზირების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
14. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 5 ივნისის №72 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების წესდებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ“;
15. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №73 ბრძანება „საკურორტო (წყლის ამოღების გარეშე) და სპორტული მიზნი წყლის ობიექტით ან მისი ნაწილით სპეციალური წყალსარგებლობის ლიცენზიის შესახებ დებულებისა და ლიცენზიის ფორმის დამტკიცების თაობაზე“;
16. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 6 ივნისის №74 ბრძანება „წყლის ობიექტებიდან ნივთიერებების (წყალში გახსნილი და შეტივნარებული-კოლოიდური ნივთიერებების, დატბორილი მერქნის) ამოღების ლიცენზიის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
17. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2002 წლის 15 ნოემბრის №109 ბრძანება „გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის პროცედურებით დადგენილი მეოთხე კატეგორიის საქმიანობის ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“;
18. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2003 წლის 23 დეკემბრის №139 ბრძანება „სამონადირეო მეურნეობის შექმნის, გაძღოლისა და მის ფარგლებში და სხვა ტერიტორიებზე ერთჯერადი სახელობითი ლიცენზიების გაცემის წესების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. ტყეშელაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები