დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის მიისტრის ბრძანება №20 „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | იუსტიციის სამინისტრო |
| მიღების თარიღი | 18/02/2000 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 22/02/2000 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/05/2002 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000010.01(2).004.000082 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/02/2000 - 16/05/2002)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 101.012.004.082
საქართველოს იუსტიციის მიისტრის
ბრძანება №20
2000 წლის 18 თებერვალი
ქ. თბილისი
სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ„ საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების (მკაცრი აღრიცხვის გერბიანი ბლანკების) ფორმები თანდართული ნიმუშების მიხედვით:
ა) ქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „2365U„ (ვარდისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 1.
ბ) მამობის დადგენის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „283 U„ (ცისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 2.
გ) სახელის, მამის სახელის, გვარის შეცვლის მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 mm); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „2635U „ (იასამნისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 „ ფერით (შინდისფერი). დანართი 3.
დ) განქორწინების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „4675U„ (ღია ყავისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U „ ფერით (შინდისფერი). დანართი 4.
ე) გარდაცვალების მოწმობა – შესრულებულია A5 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 200X140 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „435U„ (რუხი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 5.
ვ) შვილად აყვანის მოწმობა – შესრულებულია A4 ფორმატის ქაღალდის გამოყენებით, ორმხრივი ბეჭდვით. მოწმობა ორგვერდიანია, ზომებით 292X200 მმ (ცდომილება ±0,7 მმ); შეიცავს 7 ძირითად დამცავ ნიშანს. 1995 წლის „პანტონის„ კატალოგის მიხედვით, მოწმობის ფერია „585U„ (ღია სალათისფერი), 100%-დან 0%-მდე გრადაციით. მოწმობის დასახელება და სატიტულო გვერდზე სიტყვა „საქართველო„ შესრულებულია ამავე კატალოგის „207 U„ ფერით (შინდისფერი). დანართი 6.
2. დამტკიცდეს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების დასამზადებელი ქაღალდის ნიმუში. ქაღალდის სიმკვრივეა 140 გ/მ2. დანართი 7.
3. ამ ბრძანებით დამტკიცებული სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების მოსახლეობაზე გაცემა მოხდეს დღემდე მოქმედი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობების ამოწურვის შემდეგ.
ჯ. ხეცურიანი







უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები