საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №2 საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №2 საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
მიღების თარიღი 03/12/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 66(73), 13/12/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 11/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(3).003.000979
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2
03/12/1999
სსმ, 66(73), 13/12/1999
000000090.01(3).003.000979
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №2 საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (13/12/1999 - 05/04/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.979                      

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

1999 წლის 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის , ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზირების ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ

„სამეწარმოე საქმიანობის ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონის (თავი 1; მუხლი 4, პუნქტი - ე; მუხლი 5, პუნქტი 2) და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის (თავი V) მოთხოვნათა შესაბამისად:

1. დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის, ბროკერის, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიების ფორმის თანდართული ნიმუში.

2. წინამდებარე დადგენიბა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის წევრი, თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                ვ. სტურუა

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია საბროკერო კომპანიის ლიცენზია № 0000

მიეცა (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და საფირმო სახელწოდება)

სახელმწიფო რეგისტრაციის № 000000000

ნ ი მ უ შ ი„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელს ენიჭება უფლება:

· პირდაპირი კონსულტაციები გაუწიოს ინვესტორებს. . .ინვესტიციებთან დაკავშირებით, მათ შორის, ფასიანი ქაღალდების ფასის, ფასიან ქაღალდებში ინვესტიციების განხორციელების, ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვისა და მათთან დაკავშირებულ უცხოური ვალუტის გარიგებებში;

· კონსულტაცია გაუწიოს ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისა და ინვესტიციების მოზიდვის თაობაზე;

· მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება არაგარანტირებულ საფუძველზე;

· მიიღოს და გადასცეს კლიენტის დავალებები ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით, განახორციელოს კლიენტების სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება მათივე ინტერესებისათვის;

· მართოს კლიენტების საინვესტიციო პორტფელები და ფასიანი ქაღალდებით ოპერაციებისათვის გამოყოფილი სახსრები;

· აწარმოოს კლიენტების საინვესტიციო სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების შენახვა და აღრიცხვა, აგრეთვე ფასიანი ქაღალდების ნომინალური მფლობელის მომსახურება;

· განახორციელოს საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდებით გარიგება თავისივე ინტერესებისათვის;

· მოამზადოს და განახორციელოს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების განთავსება გარანტირებულ საფუძველზე;

· ასესხოს კლიენტებს და ისესხოს მათგან ფასიანი ქაღალდები, აგრეთვე გამოიყეოს საკუთარი სახსრები კლიენტებისათვის ფასიანი ქაღალდების შესაძენად, მიიღოს მონაწილეობა კომისიის წესებით განსაზღვრულ "მოკლე გაყიდვებში".

ლიცენზიის გამცემი ორგანო პასუხისმგებელი არ არის ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე.

ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზიის მოქმედება ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ბეჭდის გარეშე ლიცენზიას ძალა არ აქვს.

ლიცენზია გაიცა: (ლიცენზიის გაცემის თარიღი)

ბ. ა.                                                 საქართველოს ფასიანი ქაღალდების

                                           ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

ბროკერის ლიცენზია № 0000

მიეცა                                              (ფიზიკური პირის სახელი და გვარი)

მოქალაქის პირადი № 00000000000 მოქალაქის პირადობის მოწმობა №ა0000000

ნ ი მ უ შ ი„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელს ენიჭება მისი დამქირავებელი საბროკერო კომპანიის სახელით:

· ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვის უფლება

· ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობაზე კონსულტაციების უფლება

· საინვესტიციო პორტფელის მართვის უფლება

ლიცენზიის გამცემი ორგანო პასუხისმგებელი არ არის ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე.

ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზიის მოქმედება ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ბეჭდის გარეშე ლიცენზიის ძალა არ აქვს.

ლიცენზია გაიცა: (ლიცენზიის გაცემის თარიღი)

ბ. ა.                                     საქართველოს ფასიანი ქაღალდების

                               ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია

საფონდო ბირჟის ლიცენზია № 0000

მიეცა                      (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი

                               ფორმა და საფირმო სახელწოდება)

                               სახელმწიფო რეგისტრაციის № 000000000

ნ ი მ უ შ ი„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელს ენიჭება:

·საქართველოში ფასიანი ქაღალდებით მეორადი საჯარო ვაჭრობის ორგანიზაციების უფლება

ლიცენზიის გამცემი ორგანო პასუხისმგებელი არ არის ლიცენზიის მფლობელის საქმიანობის შედეგებზე.

ლიცენზიის გამცემ ორგანოს შეუძლია შეაჩეროს ან გააუქმოს მის მიერ გაცემული ლიცენზიის მოქმედება ლიცენზიის მფლობელის მიერ მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში.

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის ბეჭდის გარეშე ლიცენზიის ძალა არ აქვს.

ლიცენზია გაიცა: (ლიცენზიის გაცემის თარიღი)

ბ. ა.                                     საქართველოს ფასიანი ქაღალდების

                               ეროვნული კომისიის თავმჯდომარე

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისია ფასიანი ქაღალდების რეგისტრაციის ლიცენზია № 0000

მიეცა

                               (იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი

                               ფორმა და საფირმო სახელწოდება)

                               სახელმწიფო რეგისტრაციის № 000000000

ნ ი მ უ შ ი„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზიის მფლობელს ენიჭება:

· საქართველოში ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და მასსა და ემტიტენტს შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულების უფლება