დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის დადგენილება №56 „ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 56 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისია |
| მიღების თარიღი | 05/04/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ფასიანი ქაღალდების კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 42, 11/04/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 240090000.12.005.007232 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (11/04/2005 - 31/08/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.12.005.007.232
საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის
დადგენილება №56
2005 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ,,სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნის შესასრულებლად, ამავე კანონის მე-6 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის, ასევე ,,ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტების შესაბამისად, კომისია ადგენს:
1. დამტკიცდეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებადი მონაწილეების (საფონდო ბირჟა, ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი, საბროკერო კომპანია, ბროკერი), აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის სალიცენზიო მოწმობების ფორმები თანდართული სახით.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 3 დეკემბრის №2 დადგენილება ,,საბროკერო კომპანიის, ბროკერების, საფონდო ბირჟის, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზიის ფორმების ნიმუშების დამტკიცების შესახებ” (სსმ III, №66, 1999 წ., მუხ. 1029);
ბ) საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიის 1999 წლის 9 დეკემბრის №3 დადგენილება ,,ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზიის ფორმის ნიმუშის დამტკიცების შესახებ” (სსმ III, №68, 1999 წ., მუხ. 1057).
3. წინამდებარე დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჯიბუტი







უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები