დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 12/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 103, 17/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 15/06/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010040.09.109.006073 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2003 - 07/06/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.09.109.006.073
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №40
2003 წლის 12 სექტემბერი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, მონეტარული ფონისა და საბანკო სისტემის ფუნქციონირებაში მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:
ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 9 პროცენტი;
ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13 პროცენტი;
ვ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 4 პროცენტი;
გ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში მოთავსებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემცირების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 4 ივლისის №30 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 20 სექტემბრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო თავმჯდომარის მ/შ ი. კალულია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები