დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №19 „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 07/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 15/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.08.009.006505 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/06/2004 - 21/06/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.505
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №19
2004 წლის 7 ივნისი
ქ. თბილისი
კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობისა და ლარზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით მიღებული ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის” თანახმად, დადგინდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების შემდეგი ნორმები:
ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 4 პროცენტი;
ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 13 პროცენტი;
გ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 9 პროცენტი;
დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 0 პროცენტი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 12 სექტემბრის №40 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 10 ივნისიდან.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები