დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 26/08/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 99, 06/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.08.009.006037 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/09/2003 - 03/05/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 222.090.000.08.009.006.037
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
2003 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის თანდართული წესი.
2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2001 წლის 10 იანვრის №1 დადგენილება „მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ”;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 12 ივნისის №134 ბრძანება „საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე მინიმალური გასაშუალებული ნაშთის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ”.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2003 წლის 20 სექტემბრიდან.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები