„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 03/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 65, 11/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 11/05/2007
სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.313
  • Word
11
03/05/2007
სსმ, 65, 11/05/2007
220.010.080.11.004.010.313
„საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.080.11.004.010.313

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება 11

2007 წლის 3 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის      საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს  №38 დადგენილებაში ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 30-ე, 59-ე მუხლების შესასრულებლად, ამავე კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო  ადგენს:

მუხლი 1. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2003 წლის 26 აგვისტოს №38 დადგენილებით დამტკიცებულ ,,მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების გაანგარიშების და დაცვის წესში“ (სსმ III, 2003 წ., №99, მუხლი 849) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პუნქტი 4. ეროვნულ ბანკში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის შენახვა ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის ხორციელდება ეროვნული ვალუტით, ხოლო უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისათვის ხორციელდება როგორც ეროვნული ვალუტით, ასევე აშშ დოლარით. ამასთან, უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრების მინიმალურ სავალდებულო რეზერვში აშშ დოლარის წილი არ უნდა იყოს 1/8-ზე ნაკლები 2007 წლის 31 მაისისათვის. ხვედრითი წილის დათვლის მიზნით გამოყენებული იქნება 2007 წლის 21 მაისისათვის მოქმედი გაცვლითი კურსი.“.

2. მე-2 მუხლის, მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,პუნქტი 7. სარეზერვო ანგარიშებს წარმოადგენს კომერციული ბანკების სავალდებულო რეზერვების სალარე და სავალუტო ანგარიშები ეროვნულ ბანკში და კომერციული ბანკის სალარე საკორესპონდენტო ანგარიში ეროვნულ ბანკში.“.

მუხლი 2. კომერციულმა ბანკებმა, არა უგვიანეს 2007 წლის 28 მაისისა, წარუდგინონ საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტს:

1. ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესა-ბამისად საბალანსო ანგარიშებზე: 3302, 3306, 3351-3353, 3402-3408, 3452-3458, 3521-3522, 3601-3608, 3651-3658, 3801-3803, 4301, 4501-4506, 4508, 4509; 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდში ყოველ კალენდარულ დღეს რიცხული თანხების საშუალო არითმეტიკული. 

2. ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის“ შესაბამისად საბალანსო ანგარიშებზე: 3312, 3316, 3361-3363, 3412-3418, 3462-3468, 3531-3532, 3611-3618, 3661-3668, 3811-3813, 4311, 4511-4516, 4518, 4519; 2007 წლის 1 მაისიდან 2007 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდში ყოველი კალენდარუ-ლი დღისათვის რიცხული ნაშთების, გამოხატული აშშ დოლარით, საშუალო არითმეტიკული.

3. წინა პუნქტში მითითებული საბალანსო ანგარიშებზე მოზიდული უცხოური ვალუტის სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნის დასაცავად, 2007 წლის 1 ივნისს, ეროვნულ ბანკში სავალდებულო სარეზერვო მოთხოვნის ანგარიშზე საჭირო ეროვნული ვალუტის ოდენობა.

მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2007 წლის 3 მაისიდან.

თავმჯდომარე               რ. გოცირიძე