დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე მინიმალური გასაშუალებული ნაშთის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 134 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 12/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 59, 20/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.10.008.005887 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/06/2003 - 26/08/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.887
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №134
2003 წლის 12 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე მინიმალური გასაშუალებული ნაშთის შენახვის წესის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 59-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, აგრეთვე ამავე კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნათა შესასრულებლად და ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე მინიმალური გასაშუალებული ნაშთის შენახვის თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მეთხუთმეტე დღეს.
ი. მანაგაძე
საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე მინიმალური გასაშუალოებული ნაშთის შენახვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემის ლიკვიდობის მართვის გაუმჯობესების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი (შემდგომში – ეროვნული ბანკი ) ადგენს კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშზე მინიმალური გასაშუალოებული ნაშთის შენახვის წესს.
2. საქართველოში მოქმედი ყველა რეზიდენტი კომერციული ბანკი და არარეზიდენტი კომერციული ბანკის ფილიალი (შემდგომში – ბანკი) ვალდებულია საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნული ვალუტით დეკადურად დაიცვას მინიმალური გასაშუალოებული ნაშთი დადგენილი ნორმით.
3. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე შესანახი გასაშუალოებული ნაშთის მინიმალური ნორმა განისაზღვრება მოზიდულ სახსრებთან პროცენტული თანაფარდობით, რომელსაც ადგენს ეროვნული ბანკის საბჭო ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე.
მუხლი 2. გასაშუალოებული ნაშთის გამოანგარიშება
1. დეკადის განმავლობაში საკორესპონდენტო ანგარიშის საშუალო ნაშთი გამოიანგარიშება როგორც ეროვნულ ბანკში არსებული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ეროვნული ვალუტით) დეკადის ყოველი კალენდარული დღის ბოლოს არსებული ნაშთების არითმეტიკული საშუალო.
2. ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე გასაშუალოებული მინიმალური ნაშთის გაანგარიშება წარმოებს დეკადურად ბანკის მიერ მოზიდული სახსრებიდან ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ განსაზღვრული ნორმის შესაბამისად.
3. ბანკი ვალდებულია ყოველი დეკადის ბოლო დღის მდგომარეობით მოზიდული სახსრებიდან გამოიანგარიშოს მინიმალური გასაშუალოებული ნაშთის ოდენობა, რომელიც დაექვემდებარება ეროვნულ ბანკში მის საკორესპონდენტო ანგარიშზე (ეროვნული ვალუტით) გასაშუალოებულ შენახვას მომდევნო დეკადის (რეგულირების პერიოდი) განმავლობაში.
მუხლი 3. გასაშუალოებული ნაშთის დაცვის კონტროლი და სანქციები
1. ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველო აკონტროლებს ბანკების მიერ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას, რასაც ყოველი დეკადის ბოლოს აცნობებს მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს.
2. ბანკის მიერ საკორესპონდენტო ანგარიშზე მინიმალური გასაშუალოებული ნაშთის შენახვის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მის მიმართ გამოიყენებს საჯარიმო სანქციებს.
3. თუ რეგულირების პერიოდის ბოლოს ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე მინიმალური გასაშუალოებული ნაშთი სავალდებულო ოდენობაზე ნაკლებია, მაშინ ეროვნულ ბანკს შეუძლია გადაახდევინოს ბანკს ჯარიმა ერთჯერადად დანაკლისი თანხის 1%-ის ოდენობით შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით, ამასთან არ დაარიცხოს პროცენტი სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე დეპონირებულ თანხას იმ თვეში, რომელიც მოიცავს აღნიშნულ დეკადას.
4. თუ საჯარიმო სანქციამ არ გამოიღო შედეგი, ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გამოიყენოს სხვა სახის სანქციები, კერძოდ: ბანკის პასუხისმგებელ პირებს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება, მოითხოვოს პასუხისმგებელი პირების გათავისუფლება თანამდებობიდან ან ბანკს გაუუქმოს საბანკო ლიცენზია.
5. განსაკუთრებულ შემთხვევებში, ცალკეული კომერციული ბანკის დროებითი ფინანსური სიძნელეებისას, ლიკვიდური სახსრების მწვავე უკმარისობის აღმოფხვრის მიზნით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეუძლია ბანკი გაათავისუფლოს საჯარიმო სანქციების შეფარდებისაგან ზედამხედველობისა და რეგულირების სამმართველოს წინადადების საფუძველზე, მაკროეკონომიკურ გამოკვლევათა და მონეტარული პოლიტიკის სამმართველოს თანხმობით, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის კომისიის გადაწყვეტილებით, მის მიერ განსაზღვრული ვადებით და პირობებით ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, რომელიც გამოიცემა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულების სახით.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები