სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ

  • Word
სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 16/10/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 104, 17/10/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 30/12/2002
სარეგისტრაციო კოდი 300280000.14(0).110.005535
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
11
16/10/2002
სსმ, 104, 17/10/2002
300280000.14(0).110.005535
სს „ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/10/2002 - 30/12/2003)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.14.011.005.535

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის

 (სემეკ) დადგენილება №11

2002 წლის 16 ოქტომბერი

ქ. თბილისი

სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის შესახებ

საქართველოს პარლამენტის ბიუროსა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის 1999 წლის 10 მაისის გაფართოებული სხდომის №196 საოქმო გადაწყვეტილების, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის  2002 წლის 12 სექტემბრის №88/1 თათბირის ოქმის, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრთან 2002 წლის 19 სექტემბერს ჩატარებული თათბირის №4/1 ოქმის, სს ზესტაფონის . ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” 2002 წლის 18 სექტემბრის №41.22.206 განაცხადის, საქართველოს საპროგნოზო ელექტრობალანსის, სს ზესტაფონის . ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნისროგორც საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირდაპირი მომხმარებლის და გადაცემა-დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატების მიერ წარმოდგენილი განაცხადების, ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების, ასევე ელექტროენერგიის ტარიფების მეთოდოლოგიის, დადგენის წესების და პროცედურების დამტკიცების შესახებსემეკის 1998 წლის 1 ივლისის №3 დადგენილების გათვალისწინებით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის ქვეპუნქტის, მე-5 მუხლის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის, 42-, 43- და 44- მუხლების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაადგინა:

    მუხლი 1. სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან (სესბი) შესასყიდი ტარიფი

სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრიდან (სესბი), 35-110-220 კილო-ვოლტი ძაბვის ქსელიდან, ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფი 1,85 აშშ ცენტის ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში (დღგ-ის ჩათვლით) გადახდის დღისთვის.

    მუხლი 2.  სს ზესტაფონის გ. ნიკოლაძის სახელობის ფეროშენადნობთა ქარხნის” ელექტროენერგიის შესასყიდი ტარიფის შემადგენელი კომპონენტები

 1. წარმოებული ელექტროენერგიის, მისი მიწოდების გადაცემა-დისპეტჩერიზაციის და ელექტროენერგეტიკული მომსახურების ტარიფები, აშშ ცენტი/კვტსთ ეკვივალენტი თანხა ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღისთვის:

 

 

 

 

 

დასახელება

დღგ-ის გარეშე

 

დღგ 20%

 

დღგ-ის ჩათვლით

 

1

2

3

4

5

1

წარმოებული ელექტროენერგია

1.142

0.228

1.37

2

სს „საქრუსენერგო

0.058

0.012

0.07

3

სს „ელექტროგადაცემა

0.192

0.038

0.23

4

შპს „ელექტროდისპეტჩერიზაცია-200

0.067

0.013

0.08

5

მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგების საფასური

 

0.042

0.008

0.05

6.

მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტი

 

0.042

0.008

0.05

 

2. მაღალი ძაბვის ელექტრულ ქსელში ელექტროენერგიის ტექნიკური დანაკარგებისა და მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულების ანგარიშსწორების კომპონენტებით მიღებული თანხა ჩაირიცხება სესბ-ის ტრანსფერტულ ანგარიშზე და აუნაზღაურდება ელექტროენერგეტიკული სექტორის შესაბამის ლიცენზიანტებს.

    მუხლი 3. დადგენილების ამოქმედების ვადა

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თავმჯდომარე     ელ. ერისთავი