დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №22 ,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 22 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო |
| მიღების თარიღი | 21/06/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 64, 25/06/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/05/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010000.08.009.006534 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.000.08.009.006.534
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №22
2004 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური ვითარების, ფინანსურ ბაზრებზე არსებული მდგომარეობისა და ლარის მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, ,,საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-8, 30-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
,,კომერციული ბანკების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში შესანახი მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2004 წლის 7 ივნისის №19 დადგენილებაში (საკანონმდებლო მაცნე III, №61, 15.06.2004წ., მუხლი 533) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ა) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 0 პროცენტი;”.
2. პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვისათვის – 11 პროცენტი;”.
3. პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) ეროვნული ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი;”.
4. პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,დ) უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური გასაშუალებული რეზერვისათვის – 2 პროცენტი.”.
5. პირველ პუნქტს დაემატოს 11 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. მიმდინარე წლის ივნისის მესამე დეკადის განმავლობაში კომერციული ბანკებისათვის უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე ზედმეტად რიცხული თანხის საკორესპონდენტო ანგარიშზე დაბრუნებამდე, საკორესპონდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის გაანგარიშებაში ჩაითვალოს უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების მინიმალური სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე რიცხული თანხები, უცხოური ვალუტით საშუალო მოზიდული სახსრების 2%-ის ოდენობით.”.
6. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2004 წლის 21 ივნისიდან.
ი. მანაგაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები