კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე

  • Word
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3/85
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურის მინისტრი
მიღების თარიღი 29/03/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 32, 05/04/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 25/04/2005
სარეგისტრაციო კოდი 450190000.11.107.005219
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3/85
29/03/2002
სსმ, 32, 05/04/2002
450190000.11.107.005219
კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს კულტურის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/04/2002 - 20/04/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 450.190.000.11.107.005.219

საქართველოს კულტურის მინისტრის

ბრძანება №3/85

2002 წლის 29 მარტი

ქ. თბილისი

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულების დამტკიცების თაობაზე

„ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის ბ.ბ. ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანდართული საკონკურსო დებულება.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ს. გოგიბერიძე

კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საკონკურსო დებულება

 

I. საექსპერტო კომისიაში საკონკურსო კინოპროექტის წარდგენის წესი

1. საექსპერტო კომისიაში კინოპროექტის განხილვის მოთხოვნა უნდა იყოს წარდგენილი პროდიუსერის მიერ.

2. ეროვნული ფილმის დაფინანსების მოთხოვნის განსახილველად პროდიუსერის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს კანონპროექტი, რომელიც შეიცავს ეროვნული ფილმის დაფინანსების თხოვნის წერილს და შემდეგ დოკუმენტებს:

ა) ფილმის სავარაუდო დასახელება;

ბ) CV განმცხადებლის შესახებ;

გ) ფილმის სინოპსისი 3 გვერდამდე;

დ) ფილმის სინოპსისი 10 გვერდამდე;

ე) ფილმის ლიტერატურული სცენარი;

ვ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა და საფინანსო გეგმა;

ზ) ფილმის გადაღებისათვის გათვალისწინებული ტექნიკური პირობები;

თ) სტუდიაში, ექსტერიერსა და ინტერირეში გადაღების კვირების სავარაუდო რიცხვი;

ი) შერჩეული სტუდიისა და ლაბორატორიის სახელები;

კ) ექსტერიერისა და ინტერიერის სავარაუდო ადგილების მითითება;

ლ) გადაღების დაწყების წინასწარი დადგენილი თარიღი;

მ) ძირითადი მსახიობებისა და ტექნიკოსების სახელები;

ნ) როლები და სამუშაოები, რომლებისთვისაც უცხოური მომსახურების გამოყენებაა გათვალისწინებული;

ო) შერჩეული თანაპროდიუსერთან ან თანაპროდიუსერებთან (თუ ეს შემთხვევაა), არსებული შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები.

3. საექსპერტო კომისიის მიერ ფილმის დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხის მისაღებად, ფილმის პროდიუსერი ვალდებულია წარუდგინოს ეროვნული კინოსცენტრის დირექტორს კომისიის მიერ მისი პროექტის ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გამოყოფილი პროცენტის (არა უმეტეს 75%) ზევით პროდიუსერის მიერ მოზიდული თანხის (არანაკლებ 25%) დამადასტურებელი დოკუმენტები.

 

II. საექსპერტო კომისიაში ფილმის დისტრიბუციის დაფინანსების მოთხოვნის წესები

4. ეროვნული ფილმის დისტრიბუტორი და პროდიუსერი დაფინანსების მისაღებად ვალდებულნი არიან წარმოადგინონ საექსპერტო კომისიაში ფილმის ერთი ასლი და წერილობითი დასაბუთება ამ ფილმის დისტრიბუციის მიზანშეწონილობის შესახებ ეროვნული ფილმის წინასწარი დისტრიბუციის შემთხვევაში დსტრიბუტორი და პროდიუსერი წარმოადგენენ საექსპერტო კომისიაში სათანადო ხელშეკრულებებს.

 

III. საექსპერტო კომისიაში ეროვნული ფილმის სცენარის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მოთხოვნის წესები

5. ეროვნული ფილმის სცენარის დამუშავებაზე დაფინანსების მოთხოვნას ავტორმა ან ავტორებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი სცენარის სინოპსისი 3 გვერდამდე და სცენარის სინოპსისი 10 გვერდამდე.

 

IV. საექსპერტო კომისიაში ეროვნული ფილმის პროექტის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მოთხოვნის წესები

6. ეროვნული ფილმის პროექტის შესაქმნელად საჭირო დაფინანსების მისაღებად პროდიუსერმა უნდა წარმოადგინოს:

1.ფილმის სავარაუდო დასახელება;

2.ფილმის სინოპსისი 3 გვერდამდე;

3. ფილმის სინოპსისი 10 გვერდამდე;

4.ეროვნული ფილმის კინოსცენარი;