დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-68 „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-68 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/05/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 52, 18/05/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 340010000.11.113.006490 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (18/05/2004 - 14/12/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.11.113.006.490
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-68
2004 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ
„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ” საქართველოს კანონის და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 239-ე მუხლის შესაბამისად, რესპუბლიკაში არარეგისტრირებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული აგროქიმიკატების შემოტანა-რეალიზაციის აღკვეთის, აგრეთვე აგროქიმიკატების არასწორი ტრანსპორტირების, შენახვის, გამოყენების, ვაჭრობის, უნებართვო წარმოების, შეფუთვის და მარკირების წესების დარღვევის შემთხვევაში სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე შესადგენი ოქმის თანდართული ფორმა.
2. აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურმა (ი. ცომაია) უზრუნველყოს ამ ბრძანების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში და მისი გამოქვეყნება დადგენილი წესით.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი განახორციელოს მინისტრის მოადგილემ თამაზ თხელიძემ.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
დ. შერვაშიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური
ო ქ მ ი №
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ
------------------------------------------------------------------------ „ ----------“ 200 წ.
( ოქმის შევსების ადგილი)
აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის
------------------------------------------------------------------------
( თანამდებობა, გვარი, სახელი)
------------------------------------------------------------------------
( ტერიტორია)
რომელიც ახორციელებს აგროქიმიკატებზე (შენახვა, ტრანსპორტირება, წარმოება, გამოყენება, შემოტანა, რეალიზაცია) ნორმატიული აქტების დაცვაზე კონტროლს, ხელმძღვანელობს რა „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 981 და 982 მუხლებით, შეადგინა ეს ოქმი, სახელდობრ (დარღვევის არსი, ადგილი, დრო) :
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(კანონის ან ნორმატიული აქტის დასახელება, მუხლი, ნომერი და მიღების თარიღი)
ცნობები სამართალდამრღვევზე:
გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------------------------------
დაბადების წელი და ადგილი ----------------------------------------------------------------------------
პირადობის მოწმობა № -----------------------------------, გაცემული ----------------------------------
მუშაობის ადგილი და დაკავებული თანამდებობა ------------------------------------------------
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი -----------------------------------------------------------------------
ჰქონდა თუ არა აქამდე მიღებული ადმინისტრაციული სახდელი აგროქიმიკატებზე საკანონმდებლო აქტის დარღვევის გამო ---------------------------------
(დარღვევის დრო და არსი)
სამართალდამრღვევის განმარტებანი -------------------------------------------------------------------
დარღვევის აღმომჩენი პირის მითითებანი
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ოქმს გავეცანი და მივიღე განმარტებანი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის----------------------------------- მუხლის მიხედვით ჩემი უფლება-მოვალეობის შესახებ--------------------------------------------------------------------------------
(სამართალდამრღვევის ხელმოწერა, გვარი, სახელი)
ოქმი შედგენილია მოწმეთა თანდასწრებით (საჭიროების შემთხვევაში):
-------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, სამუშაო ადგილი)
-------------------------------------------------------------------------------
( ხელმოწერები)
დამრღვევმა ოქმის ხელმოწერაზე უარი განაცხადა ----------------------------------------------
(შემდგენლის გვარი, სახელი, თანამდებობა)
ოქმის ასლი მივიღე -----------------------------------------------------------------------------------------
(დამრღვევის ხელმოწერა, თარიღი)
( ოქმის შემდგენელის აღნიშვნა თუ სამართალდამრღვევმა უარი განაცხადა)
აგროქიმიური და ნიადაგის
ნაყოფიერების სამსახური --------------------------------------------------------------------------------- (თანამდებობა, ხელმოწერა, თარიღი)
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები