დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ" | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-224 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 173, 25/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.22.032.009.702 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.009.702
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-224
2006 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
ზოგიერთი ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 16 სექტემბრის №2-216 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის ქალაქის (რაიონის) სახელმწიფო ვეტერინარული ინსპექციის ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;
ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 3 აგვისტოს №2-181 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტ ,,საქმინხილწყალთან“ არსებული წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებაზე საუწყებათაშორისო ექსპერტთა საბჭოს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და ცენტრალური სადეგუსტაციო კომისიის დებულებების დამტკიცების თაობაზე“;
გ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 ივლისის №2-172 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექციის და მისი ტერიტორიული ორგანოების ტიპური დებულებების დამტკიცების შესახებ“;
დ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 20 ივნისის №2-152 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“;
ე) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 21 აპრილის №2-108 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“;
ვ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2004 წლის 11 მაისის №2-68 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახურის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ზ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის 14 ნოემბრის №2-288 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ კვების მრეწველობის დარგებში გასაცემი სალიცენზიო და სანებართვო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“;
თ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსთის მინისტრის 2003 წლის 31 ოქტომბრის №2-280 ბრძანება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის უფლებამოსილების გადაცემის შესახებ“;
ი) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 19 ივნისის №2-88 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“;
კ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 31 მაისის №2-82 ბრძანება „საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული ლაბორატორიული გამოცდების (ტესტირების) მომსახურების ტარიფის დამტკიცების შესახებ“;
ლ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 30 ნოემბრის №2-196 ბრძანება ,,სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების შესახებ“;
მ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 17 თებერვლის №2-13 ბრძანება „სოფლის მეურნეობის პროდუქციის (ნედლეულის) ხარისხის /უსაფრთხოების/ კონტროლის განხორციელების ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებათა შესახებ“;
ნ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000წლის 14 ნოემბრის №2-261 ბრძანება ,,საქართველოში პესტიციდების (მცენარეთა დაცვის საშუალებების და ზრდის რეგულატორების) სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტი-ზის და რეგისტრაციის დებულების“ დამტკიცების შესახებ“;
ო) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 9 თებერვლის №2-17 ბრძანება „საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრის – ,,საქჯიშ-ცენტრის“ შექმნის შესახებ“;
პ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 9 თებერვლის №2-18 ბრძანება „საქართველოს მცენარეთა ჯიშების სელექციონერთა უფლებების დაცვის ცენტრში – ,,საქჯიშ-ცენტრში“ წარდგენილი მცენარის ჯიშის სამართლებრივი დაცვის და გასავრცელებლად დაშვების საფასურის გადახდის წესის შესახებ“;
ჟ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №2-260 ბრძანება „ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ფაქტზე მცენარეთა დაცვის სამსახურის მიერ შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
რ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 თებერვლის №2-13 ბრძანება „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს უკანონო წარმოებაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დამტკიცების შესახებ“;
ს) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 15 თებერვლის №2-14 ბრძანება „კვების პროდუქტებისა და თამბაქოს წარმოების სფეროში გასაცემი სალიცენზიო მოწმობების ფორმების დამტკიცების შესახებ“;
ტ) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2005 წლის 17 აგვისტოს №2-191 ბრძანება ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტის მუდმივმოქმედი ვეტერინარულ საქმეთა საბჭოს და ბიოლოგიურ-ფარმაკოლოგიური საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“;
უ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2003 წლის პირველი დეკემბრის №2-295 ბრძანება ,,სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“;
ფ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2001 წლის 14 ნოემბრის №2-188 ბრძანება ,,სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შესადგენი ოქმის ფორმის დამტკიცების შესახებ“;
ქ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2000 წლის 23 მარტის №2-40 ბრძანება ,,მარცვლეულისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის საქმიანობის შემდგომი გაუმჯობესებისათვის საჭირო ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“;
ღ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 1998 წლის 21 სექტემბერის №2-407 ბრძანება ,,სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომ-სახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ“;
ყ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის 2002 წლის 13 სექტემბრის №2-124 ბრძანება ,,კვების პროდუქტების ექსპერტიზის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პ. ცისკარიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები