დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 728 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/08/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 86, 29/08/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/06/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 100020010.11(1).060.005473 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/08/2002 - 30/06/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.473
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №728
2002 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების დებულება
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტი) საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების (შემდგომ – საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება) დანიშნულებას, მის ფუნქციებსა და ამოცანებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.
მუხლი 2
საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სისტემაში. დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითების საფუძველზე ახორციელებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის ღონისძიებებს; ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 3
საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილება თავის საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.
თავი II. განყოფილების ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 4
1. განყოფილების ამოცანებია:
ა) დეპარტამენტის საბუღალტრო, სტატისტიკური და საფინანსო აღრიცხვა- ანგარიშგების წარმოება;
ბ) დეპარტამენტის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში საბუღალტრო, სტატისტიკური და საფინანსო აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებაზე კონტროლი;
გ) მატერიალურ ფასეულობათა დაცულობის უზრუნველყოფა;
დ) ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება.
2. განყოფილების ფუნქციებს განეკუთვნება:
ა) დეპარტამენტში, დეპარტამენტის დაქვემდებარებულ დაწესებულებებში, უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას;
ბ) ამოწმებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებს დაწესებულებებსა და წარმოებებში, ატარებს ღონისძიებებს მატერიალური ფასეულობების დაცულობის უზრუნველსაყოფად;
გ) კრებს, აანალიზებს და ზემდგომ ინსტანციებში წარადგენს საფინანსო, საბუღალტრო და სტატისტიკურ ანგარიშებს;
დ) ამზადებს მიმოხილვით წერილებს, იხილავს საფინანსო-სამეურნეო საკითხებთან დაკავშირებულ საჩივრებს და განცხადებებს.
თავი III. განყოფილების მართვა
მუხლი 5
განყოფილებას ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 7
განყოფილების უფროსი:
ა) ანხორციელებს განყოფილების საერთო ხელმძღვანელობას, გეგმავს და ორგანიზაციას უკეთებს მის მუშაობას, უზრუნველყოფს განყოფილების თანამშრომელთა შორის სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის განმტკიცებას;
ბ) პერიოდული სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშების ანალიზის საფუძველზე, ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის და მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობაზე. ატარებს ღონისძიებებს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმებებით გამოვლენილი ნაკლოვანებებისა და დარღვევების გამოსასწორებლად;
გ) უშუალოდ ხელმძღვანელობს ეკონომიკური მუშაობის ორგანიზებას; ანალიზს უკეთებს გატარებული ღონისძიებების ეკონომიურ ეფექტურობის შედეგებს;
დ) ამზადებს მიმოხილვით წერილებს, განიხილავს საჩივრებსა და განცხადებებს დაკავშირებულს საფინანსო საკითხებთან;
ე) ამზადებს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და (კურატორ) თავმჯდომარის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
თავი IV. განყოფილების მოსამსახურეები
მუხლი 8
განყოფილების მოსამსახურეებია:
ა) განყოფილების უფროსის მოადგილე;
ბ) უფროსი ფინანსისტი;
გ) ფინანსისტი;
დ) ეკონომისტი (მთავარი სპეციალისტი);
ე) ბუღალტერი (მთავარი სპეციალისტი);
ვ) ბუღალტერი (მთავარი სპეციალისტი);
ზ) ბუღალტერი;
თ) მოლარე.
მუხლი 9
განყოფილების მოსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.
მუხლი 10
განყოფილების მოსამსახურეები:
ა) ახორციელებენ განყოფილების უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით;
ბ) განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების უფროსის მოადგილე.
მუხლი 11
განყოფილების მოხელეები თავის საქმიანობას ახორციელებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12
წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები