დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 627 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 30/06/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 30/06/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/09/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.11.106.005.916 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.916
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №627
2003 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანებით (სსმ III, 2001 წ., №132, მუხ. 945) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის:
ა) ,,გ” და ,,ო” ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) ,,თ” ქვეპუნქტში სიტყვა ,,სამსახური” შეიცვალოს სიტყვით ,,განყოფილება”.
2. მე-6 მუხლის:
ა) პირველ პუნქტში სიტყვები ,,უსაფრთხოებისა და რეჟიმის სამსახურების” შეიცვალოს სიტყვებით ,,უსაფრთხოების სამსახურის”;
ბ) მე-3 პუნქტში სიტყვები ,,სოციალურ სამსახურს” შეიცვალოს სიტყვებით ,,სოციალურ განყოფილებას”;
გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და წარმოების დარგში საერთო ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს საერთო სამსახურს.”.
3. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. შტაბის შემადგენლობაში შედის სამორიგეო. შტაბი თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.”;
ბ) მე-2 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტში სიტყვა ,,კომენდატურისა” შეიცვალოს სიტყვით ,,სამორიგეოსა”;
4. მე-8 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1” ქვეპუნქტი:
,,ბ1) სარეჟიმო;”.
5. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-10 მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს ,,გ” ქვეპუნქტი.
7. მე-12 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საერთო სამსახურის შემადგენლობაშია შემდეგი განყოფილებები:
ა) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და მსჯავრდებულთა და პატიმართა შრომითი რეაბილიტაციის;
ბ) საფინანსო-სააღრიცხვო.”;
ბ) მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას, აკონტროლებს საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობას სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში, საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;”.
8. მე-14 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვა ,,სამსახური” შეიცვალოს სიტყვით ,,განყოფილება”.
9. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სარეჟიმო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №720 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 782) და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2002 წლის 22 აგვისტოს №728 ბრძანება (სსმ III, 2002 წ., №86, მუხ. 789).
მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
რ. გილიგაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები