დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 81 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/03/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 19, 05/03/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/05/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.11.106.005174 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/03/2002 - 05/05/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.11.106.005.174
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №81
2002 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილების შექმნისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს 1998 წლის 15 ოქტომბრის კანონის მე-9 მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. შეიქმნას ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება, რომელიც უზრუნველყოფს დაბადებისა და ქორწინების რეგისტრაციისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული პირობების დაცვას.
2. დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №1).
3. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპარტამენტს (თ. დევდარიანს) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების მოსამსახურეთა დანიშვნის ორგანიზება.
4. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება განთავსებულ იქნეს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის მე-2 მ/რ, კორპ. 3.
5. ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებულმა განყოფილებამ უფლებამოსილება განახორციელოს 2002 წლის 26 მარტიდან.
6. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებამ საქმიანობა განახორციელოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ტიპიური დებულების საფუძველზე.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ახლად შექმნილი განყოფილების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით შერჩევის ორგანიზება.
8. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს ირინე იმერლიშვილს.
9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საფუძველი: ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2001 წლის 14 დეკემბრის №4-05/526 წერილი.
რ. გილიგაშვილი
დანართი 1
| № | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სპეციალიზებული განყოფილების დასახელება | საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1. | ქ. თბილისის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №1 სპეციალიზებული განყოფილება | განყოფილების გამგე
კონსულტანტი | 1
1 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები