აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

  • Word
აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 707
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 02/11/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 130, 12/11/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 200120000.22.033.006798
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
707
02/11/2004
სსმ, 130, 12/11/2004
200120000.22.033.006798
აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/11/2004 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  200.120.000.22.033.006.798

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №707

2004 წლის 2 ნოემბერი

ქ. თბილისი

აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემის შესახებ

,,მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშგების ფორმებისა და დოკუმენტების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების საქმეში სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 26 ივლისის №321 ბრძანებულების თანახმად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს აქციზური მარკებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა №1 დანართის შესაბამისად.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე დაბეჭდილ აქციზურ მარკებს შეუნარჩუნდეს იურიდიული ძალა სამომხმარებლო ბაზარზე და ფინანსთა სამინისტრომ ამ ბრძანებით დამტკიცებული აქციზური მარკების გაცემა განახორციელოს ეტაპობრივად, თითოეული პროდუქციის სახეობაზე არსებული აქციზური მარკების მარაგის ამოწურვის შემდეგ.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 ზ. ნოღაიდელი

 

 დანართი №1

აქციზური მარკების ფერებისა და მათზე დატანილი ნუმერაციის განმსაზღვრელი სისტემა

    მუხლი 1. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

1. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე დატანილია შემდეგი სიტყვიერი აღნიშვნები:

ა) პროდუქციის სახეობის დასახელება (არაყი, შუშხუნა ღვინო, ნატურალური ღვინო);

ბ) პროდუქციის წარმომავლობის დასახელება (ადგილობრივი, იმპორტი).

2. პროდუქციის სახეობის მიხედვით განსაზღვრული ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკებს აქვთ შემდეგი ფონური ფერი:

ა) იისფერი – აქციზური მარკა, რომელზეც არსებობს სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ (არაყი, შუშხუნა ღვინო, ნატურალური ღვინო);

ბ) წითელი – აქციზური მარკა, რომელზეც არ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით დატანილი სიტყვიერი აღნიშვნა პროდუქციის სახეობის შესახებ.

3. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასო-ნიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.

4. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის სერიის აღმნიშვნელ პირველ ასოს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ა – არაყი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220860.

ბ) შ – შუშხუნა ღვინო, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220410; 220421 100; 220429 100.

გ) ნ – ნატურალური ღვინო, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 2204.

დ) ბ – ბრენდი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220820.

ე) ლ – ლიქიორი, სასაქონლო ნომენკლატურის კოდი 220870, ხოლო მეორე ასო იცვლება რაოდენობის შევსების შესაბამისად.

5. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე არსებული ლიტრაჟის მაჩვენებელის ციფრობრივი აღნიშვნებია:

ა) არაყი – აა – 0,051ლ – 0.1ლ

  0,101ლ – 0.2ლ

  0,201ლ – 0.250ლ

  0,251ლ – 0.3ლ

  0,301ლ – 0.4ლ

 0,401ლ – 0.5ლ

  0,501ლ – 0.7ლ

  0,701ლ – 1ლ

  1ლ – 2ლ

  2,001ლ – 10ლ

ბ) შუშხუნა ღვინო – შა – 0,051ლ – 0.7ლ

   0,701ლ – 0.75ლ

გ) ნატურალური ღვინო – ნა – 0,051ლ – 0.7ლ

  0,701ლ – 0.75ლ

  0,751ლ – 10ლ

დ) სხვა დანარჩენი – ბა – 0,051ლ – 0.2ლ

  0,201ლ – 0.3ლ

  0,301ლ – 0,5ლ

  0,501ლ – 0,75ლ

 – ლა – 0,051ლ – 0.2ლ

  0,201ლ – 0.3ლ

  0,301ლ – 0,5ლ

 0,501ლ – 0,75ლ

6. ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკების ერთმანეთისაგან განმასხვავებელი ნიშანია მათზე არსებული სიტყვიერი მითითება – ,,ადგილობრივი”/,,იმპორტი”.

7. ალკოჰოლიანი სასმელებისათვის განკუთვნილ აქციზურ მარკაზე მარკის მოდელის აღმნიშვნელი ლათინური ანბანის ასოებია:

ა) ადგილობრივი წარმოების პროდუქციისათვის:

H – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;

G – კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით;

F – ეთილის სპირტი, არაყი;

E – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი;

ბ) იმპორტის შემთხვევაში:

M – ლიქიორი და ტკბილი ნაყენები, სხვა სპირტიანი სასმელები;

L – კონიაკი, ბრენდი, ვისკი, ჯინი და ღვინის ნაყენი, რომი და ტაფია, სპირტიანი სასმელები, რომლებიც მიღებულია ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით;

K – ეთილის სპირტი, არაყი;

J – ცქრიალა და შუშხუნა ღვინოები (მათ შორის შამპანური), შემაგრებული ღვინოები, ვერმუტი და სხვა ნატურალური ღვინოები, რომლებსაც დამატებული აქვთ მცენარეული ან არომატული ექსტრატები, ყურძნის ნატურალური ღვინოები, სხვა დადუღებული სასმელები (ვაშლის სიდრი, პერი, თაფლის სასმელები), დადუღებული სასმელების ნარევი და დადუღებული სასმელებისა და უალკოჰოლო სასმელების ნარევი.

8. იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე-სუბიექტის მიერ წარმოდგენილი განაცხადითა და სპეციფიკის შესაბამისად მოთხოვნილი აქციზური მარკების გაცემა ვერ ხერხდება ტარის მოცულობის აღმნიშვნელი ლათინური ანბანის ასოს შეუსაბამობის გამო (იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი ლიტრაჟის მიხედვით აქციზური მარკები არ გაგვაჩნია), აქციზური მარკები უნდა გაიცეს განაცხადში აღნიშნულ ტარის მოცულობასთან ყველაზე მეტად მიახლოვებული ლიტრაჟის მაჩვენებლით.

    მუხლი 2. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

1. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების ნუმერაცია განისაზღვრება სერიის აღმნიშვნელი ქართული ანბანის ორი ასონიშნითა და რვაციფრიანი რიგითი ნომრით.

2. ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) ცისფერი – ადგილობრივი თამბაქო (ფილტრიანი);

ბ) მუქი წითელი – ადგილობრივი თამბაქო (უფილტრო).

3. იმპორტული თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) წითელი – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი);

ბ) ლურჯი – იმპორტული თამბაქო (უფილტრო);

4. თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების სერიის აღმნიშვნელ ასოებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აა – იმპორტული თამბაქო (ფილტრიანი);

ბ) უა – იმპორტული თამბაქო (უფილტრო).

    მუხლი 3. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკები

1. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია:

ა) მწვანე – ადგილობრივი;

ბ) ლურჯი – იმპორტული.

2. ლუდისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ციფრობრივი აღნიშვნა და ნუმერაცია განისაზღვრება ლიტრაჟის მაჩვენებელი ციფრობრივი აღნიშვნით, სერიის მაჩვენებლი ლათინური ანბანის ორი ასონიშნითა და შვიდციფრიანი რიგითი ნომრით:

ა) ადგილობრივი ლუდისათვის:

0,33 ლ – AA

0,5 ლ – BA, BB

1,0 ლ – CA

1,5 ლ – DA

2,250ლ – EA

სერიის მაჩვენებელი ლათინური ანბანის ორი ასონიშანი იცვლება ანბანური წესით.

ბ) იმპორტული ლუდისათვის:

0,3 ლ – IA

0,5 ლ – IB

1,5 ლ – IC

პირველი ლათინური ანბანის ასონიშანი უცვლელია და აღნიშნავს იმპორტს, ხოლო მეორე იცვლება ანბანური წესით.