დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №89 „სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 89 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 16/02/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 21/02/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.22.033.007094 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/02/2005 - 31/10/2005)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.007.094
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №89
2005 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლისა და საქართველოს საბაჟო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 3 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.
2. გადასახდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საბაჟო ორგანოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 0,5 პროცენტი ჩაირიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.
3. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 2 აპრილის №226 ბრძანება.
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები