ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე

  • Word
ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1769
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 20/12/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 22/12/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/10/2007
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.009692
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1769
20/12/2006
სსმ, 172, 22/12/2006
230210000.22.033.009692
ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/12/2006 - 31/01/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.009.692

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1769

2006 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშიდან საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტის განსაზღვრის თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხ­ლის, საქართველოს საბაჟო კოდექსის 215-ე მუხ­ლისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებუ­ლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენი­ლებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძა­ნებ:

1. გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფისათვის საგადასახადო ორგა­ნოების მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლე­ბიდან ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხების 1,5 პროცენტი ჩაი­რიცხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახ­დილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.

2. გადასახდელის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების უზრუნველყოფი­სათვის საბაჟო ორგანოე­ბის მიერ ადმინისტრირებადი შემოსავლებიდან ბიუ­ჯე­ტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე ფაქტობ­რივად ჩარიცხული თანხების 0,1 პროცენტი ჩაირიც­ხოს საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახ­დილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშზე.

3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარ­გულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო ხაზინის ბიუჯე­ტის შემოსულობათა ერთიანი ანგარიშის გადასახადის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარი­შებზე ჩასარიცხი თანხის პროცენტული მაჩვენებლის განსაზ­ღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინის­ტრის 2005 წლის 16 თებერვლის №89 ბრძანება.

4. ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

ა. ალექსიშვილი