საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1250
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 08/10/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 113, 15/10/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.006748
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1250
08/10/2004
სსმ, 113, 15/10/2004
010240030.22.027.006748
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/10/2004 - 10/08/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი  010.240.030.22.027.006.748

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1250

2004 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს 70 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი

 

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში (შემდგომში – ევროპის სასამართლო) სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის პრინციპების, საერთაშორისო აქტების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური ევროპის სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით – იუსტიციის სამინისტროს; ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ნაწილიდან, რომელიც გამოყოფილი აქვს იუსტიციის სამინისტროს და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

4. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რუსთაველის №30, ქ. თბილისი, 0146, საქართველო.

თავი II

სამსახურის საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 2

სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ევროპის სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ორგანიზება;

ბ) ამ მუხლის ,,ა” ქვეპუნქტში მითითებული მიზნით შექმნილი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვა, სამთავრობო და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება, სახელმწიფოს სახელით წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება;

გ) ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

დ) ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან და სამართალგამოყენებით პრაქტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა;

ე) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენციისა და მისი ოქმების, ასევე ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.

    მუხლი 3

სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ევროპის სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებსა თუ მიმართვებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადება;

ბ) ამ მუხლის ,,ა” პუნქტში მითითებული მომოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან;

გ) წინადადებების შემუშავება ამ დებულების მე-2 მუხლის ,,ბ” პუნქტში მითითებული სპეციალური საუწყებათაშორისო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით და მისი წევრების საშუალებით სამთავრობო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან სათანადო ინფორმაციისა და მასალების გამოთხოვა;

დ) ევროპის სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით საქმის მეგობრული მოგვარების თაობაზე წინადადებების შემუშავება და ამ წინადადებების წარდგენა იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილისადმი;

ე) ევროპის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადების, გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ვ) ევროპის სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ზ) წინადადებების შემუშავება ევროპის სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და მათი წარდგენა იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილისადმი;

თ) ევროპის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მიღებული ზომების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;

ი) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპული კონვენციისა და მის ოქმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

კ) ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის კონვენციისა და მისი ოქმების, ევროპის სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება;

ლ) ევროპის სასამართლოსთან, მის სამდივნოსთან, შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;

მ) ევროპის საბჭოს სამდივნოსთან, შესაბამის დეპარტამენტებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის განხორციელება;

ნ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერ-სპეციალისტებისა და ადვოკატების (ხელშეკრულებით თუ სხვა სახით) მოწვევის უზრუნველყოფა.

თავი III

სამსახურის სტრუქტურა

    მუხლი 4

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) უზრუნველყობს სახელმწიფოს წარმომადგენლობას ევროპის სასამართლოში;

ბ) ასრულებს ამ დებულებით, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით დაკისრებულ ამოცანებს;

გ) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

დ) განსაზღვრავს თანამშრომელთა შორის სამსახურებრივი ფუნქციების განაწილებას, საგნობრივ-თემატიკური კრიტერიუმებისა და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით;

ე) ხელმძღვანელობას უწევს სამსახურის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ვ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანების შესასრულებლად;

თ) ახდენს სამსახურის მიერ მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ცალკეულ შემთხვევაში ხელს აწერს მათ.

    მუხლი 5

1. სამსახურის მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურის მრჩეველი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს.

    მუხლი 6

1. სამსახურის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. სამსახურის სპეციალისტი უზრუნველყოფს სამსახურის საქმის წარმოებას, ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ცალკეულ ფუნქციებს და სამსახურის უფროსის დავალებებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7

სამსახურის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.