საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1443
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 10/08/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 10/08/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 20/09/2006
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.027.007616
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1443
10/08/2005
სსმ, 93, 10/08/2005
010240030.22.027.007616
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (10/08/2005 - 20/09/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.007.616

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1443

2005 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება.

2. ამ ბრძანების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 8 ოქტომბრის №1250 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №113, მუხ.1010).

3. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებები

    მუხლი 1

1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში – ევროპული სასამართლო) სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო აქტების, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებითა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე.

3. თავისი ამოცანების განხორციელებისას დეპარტამენტი ევროპულ სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს, ხოლო ქვეყნის შიგნით იუსტიციის სამინისტროს. დეპარტამენტი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტის იმ ნაწილიდან, რომელიც გამოყოფილი აქვს იუსტიციის სამინისტროს და ანგარიშვალდებულია იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილის წინაშე.

4. დეპარტამენტის იურიდიული მისამართია: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რუსთაველის №30, ქ. თბილისი, 0146, საქართველო.

თავი II

დეპარტამენტის საქმიანობის სფერო, ამოცანები და კომპეტენცია

    მუხლი 2

დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებულ საკითხთა ორგანიზება;

ბ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან და სხვა ორგანოებიდან სათანადო ინფორმაციის, მასალების, საქმეების, დასკვნებისა და სხვა დოკუმენტაციის დაუყოვნებლივ მიღების ორგანიზება და დამუშავება, ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით წარსადგენი შესაბამისი დოკუმენტების მომზადება;

გ) ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოთხოვნათა შესაბამისად აღსრულებისათვის აუცილებელ წინადადებათა შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა 1950 წლის ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებთან (შემდგომში – ევროპული კონვენცია), ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით წინადადებათა შემუშავება და წარდგენა; საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;

ე) ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაცია.

    მუხლი 3

დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება:

ა) ევროპული სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით სახელმწიფო მიმოხილვების, კომენტარებისა და სახელმწიფოს სახელით წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;

ბ) ამ მუხლის ,,ა” პუნქტში მითითებული მიმოხილვებისა და დოკუმენტების მომზადების მიზნით სათანადო ინფორმაციის, დოკუმენტაციის, დასკვნებისა და მასალების გამოთხოვა სახელმწიფო ორგანოებიდან, სათანადო უწყებებიდან და დაწესებულებებიდან;

გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციისა და მასალების გამოთხოვა;

დ) ევროპული სასამართლოს მიერ დარეგისტრირებულ და წარმოებაში მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით საქმის მეგობრული მორიგების წარმოება;

ე) ევროპულ სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი განაცხადების, რომელთა თაობაზეც საქართველოს მთავრობას ეცნობა, ასევე გამოტანილ გადაწყვეტილებათა და შესაბამისი დოკუმენტაციის აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ვ) ევროპული სასამართლოს მიერ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ზ) წინადადებების შემუშავება ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და მათი წარდგენა იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მოადგილისადმი;

თ) ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე გატარებული ღონისძიებების შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირების მიზნით შესაბამისი ზომების მიღება;

ი) ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება. საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ექსპერტიზა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;

კ) ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით სემინარებისა და ტრენინგების ჩატარება; ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების თარგმნა-გავრცელება და ა.შ.

ლ) ევროპულ სასამართლოსთან, მის სამდივნოსთან, შესაბამის ორგანოებთან მუდმივი კონტაქტების დამყარება;

მ) ევროპის საბჭოს სამდივნოსთან, შესაბამის დეპარტამენტებთან, კომისიებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ანალოგიურ სამსახურებთან, სახალხო დამცველის ოფისთან თანამშრომლობის განხორციელება;

ნ) სათანადო უწყებებთან და დაწესებულებებთან ურთიერთობების დამყარება, კონსულტაციისა თუ სასამართლო პროცესში მონაწილეობისათვის მეცნიერ-სპეციალისტებისა და ადვოკატების (ხელშეკრულებით თუ სხვა სახით) მოწვევის უზრუნველყოფა.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურა

    მუხლი 4

1. დეპარტამენტში არის ევროპულ სასამართლოში სამი სახელმწიფო წარმომადგენელი, რომელთაგანაც ერთ-ერთი არის დეპარტამენტის უფროსი. სამივე წარმომადგენელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრსა და კურატორ მოადგილეს. წარმომადგენელს კურატორი მოადგილის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. წარმომადგენლებს შორის ევროპულ სასამართლოში წარმოებაში მყოფ საქმეებს ანაწილებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, რომელიც კურირებს დეპარტამენტს.

3. წარმომადგენელი:

ა) წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სასამართლოში;

ბ) ასრულებს ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით დაკისრებულ ამოცანებს;

გ) ამზადებს ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოს სახელით გასაგზავნ დოკუმენტებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის საფუძველზე;

დ) ევროპულ სასამართლოში წარმოებაში მყოფ საქმეებთან დაკავშირებით შეიმუშავებს მეგობრული მორიგების წინადადებებს და იუსტიციის მინისტრის ან კურატორ მოადგილესთან შეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ წინადადებებს წარუდგენს განმცხადებელსა და ევროპულ სასამართლოს;

ე) შეიმუშავებს ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებასთან დაკავშირებულ წინადადებებს და წარუდგენს მას კურატორ მოადგილეს. ხელს უწყობს ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებათა აღსრულებას;

ვ) ხელს აწერს მის მიერ შემუშავებულ ევროპულ სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტებს;

ზ) წარადგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით;

თ) კურატორ მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე;

ი) ასრულებს კურატორი მოადგილის სხვა დავალებებს.

4. დეპარტამენტის უფროსი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე.

    მუხლი 5

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).

2. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

3. სამმართველოს უფროსი:

ა) ასრულებს ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებით და მინისტრის ბრძანებებით დაკისრებულ ამოცანებს;

ბ) ექვემდებარება დეპარტამენტის უფროსს;

გ) ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის ევროპული კონვენციის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვას;

დ) კოორდინაციას უწევს ევროპული კონვენციისა და ევროპული სასამართლო პრაქტიკის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას (ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის თარგმნა და გავრცელება, სემინარების, ტრენინგებისა და კონფერენციების ორგანიზება და ა.შ.);

ე) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტში საქმეთა წარმოებასთან დაკავშირებულ საქმიანობას და ამ მიზნით ანაწილებს უფლება-მოვალეობებს სამმართველოს თანამშრომელთა შორის;

ვ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის ტექნიკურ-ადმინისტრაციულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის სხვა დავალებებს.

    მუხლი 6

 1. დეპარტამენტის მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის მრჩეველი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და წარმომადგენლის დავალებებს.

3. დეპარტამენტის მრჩეველი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს წარმომადგენელს ევროპულ სასამართლოში მიმდინარე საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და ამ მიზნით ამზადებს ევროპულ სასამართლოში წარსადგენ დოკუმენტთა პროექტებს.

    მუხლი 7

1. სამმართველოს მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. სამმართველოს მრჩეველი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალ-კეულ დავალებებს.

3. სამმართველოს მრჩეველი:

ა) ამზადებს წინადადებებს ევროპული კონვენციის სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით არსებულ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების თაობაზე;

ბ) ამზადებს დასკვნებს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე;

გ) მონაწილეობს ევროპული კონვენციისა და პრეცედენტული სამართლის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელებაში.

    მუხლი 8

1. დეპარტამენტის სპეციალისტს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

2. დეპარტამენტის სპეციალისტი ასრულებს ამ დებულებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.

3. დეპარტამენტის სპეციალისტი ახორციელებს:

ა) დეპარტამენტის საქმის წარმოებას;

ბ) დოკუმენტების თარგმნას;

გ) ევროპულ სასამართლოში წარსადგენი სამთავრობო მიმოხილვების მომზადების მიზნით საჭირო მასალების მოძიებასა და დამუშავებას;

დ) დეპარტამენტის უფროსისა და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებს.

თავი IV

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 9

დეპარტამენტის დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.