დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 09/01/2002 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 4, 15/01/2002 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 23/10/2003 |
სარეგისტრაციო კოდი | 330130000.11.116.005118 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/01/2002 - 17/10/2003)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.118
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის
ბრძანება №1
2002 წლის 9 იანვარი
ქ. თბილისი
განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ
,,არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ,,განსაკუთებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალი”.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. ჩხენკელი
განსაკუთრებული მნიშვნელობის და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტების ჩამონათვალი
ა) მაგისტრალური ნავთობსადენები, გაზსადენები და წყალსადენები;
ბ) მაგისტრალური საავტომობილო გზები (I და II კატეგორია) და რკინიგზის სადგურები (50 და მეტი ადგილით);
გ) მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები (35 კვტ და მეტი) და ქვესადგურები (110 კვტ. და მეტი);
დ) ჰიდროელექტროსადგურები და თბოელექტროსადგურები (1000 კვტ. და მეტი);
ე) რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ახალი მშენებლობები;
ვ) ტელე და კავშირგაბმულობის ანძები;
ზ) წყალსაცავები და სამელიორაციო სისტემები;
თ) რეგიონალური და საქალაქო გამწმენდი ნაგებობები;
ი) საწარმოები, რომლებიც იყენებენ რადიოაქტიურ ან ტოქსიკურ ნივთიერებებს;
კ) ობიექტები, რომელთა ღირებულება აღემატება 5 მლნ აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
დოკუმენტის კომენტარები