საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №321 „ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №321 „ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 321
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 25/03/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 33, 25/03/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 08/05/2006
სარეგისტრაციო კოდი 040030010.11.106.006422
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
321
25/03/2004
სსმ, 33, 25/03/2004
040030010.11.106.006422
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №321 „ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/03/2004 - 05/05/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.010.11.106.006.422

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №321

2004 წლის 25 მარტი

ქ. თბილისი

ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 2004 წლის 17 მარტის №71 მომართვის თანახმად, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და რთული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ქურთისა და ერედვის თემებში, კერძოდ, სოფლებში თამარაშენსა და ერედვში სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების შექმნა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, კერძოდ ქურთის, ერედვისა და თიღვის თემებში სამოქალაქო მდგომარეობის აქტების (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, გარდაცვალების) რეგისტრაციას ახორციელებენ ამ თემების შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ხოლო სამოქალაქო მდგომარეობის სხვა სახის რეგისტრაციას ახდენს ქ. გორის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის №2 განყოფილება, რომელიც დიდი მანძილით არის დაშორებული კონფლიქტის ზონიდან და გარკვეულ პრობლემებს უქმნის ხეობის მოსახლეობას. აღნიშნულის გათვალისწინებით,

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

შეიქმნას:

ა) სოფელ თამარაშენში – ქურთის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება;

ბ) სოფელ ერედვში – ერედვის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება.

2. განისაზღვროს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი განყოფილებების სამოქმედო ტერიტორია შემდეგი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ფარგლებით:

ა) სოფელ თამარაშენში ქურთის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისათვის – ქურთის თემის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით;

ბ) სოფელ ერედვში ერედვის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებისათვის – ერედვის თემის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრებით.

3. დამტკიცდეს ამ ბრძანებით შექმნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებებისათვის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №1);

4. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკადრო საკითხთა დეპატრამენტს (მ. კვანტრიშვილს) უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების მოსამსახურეთა დანიშვნის ორგანიზება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

5. ამ ბრძანების პირველი პუნქტის საფუძველზე შექმნილმა განყოფილებებმა უფლებამოსილება განახორციელონ 2004 წლის 29 მარტიდან;

6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ უზრუნველყოს ამ ბრძანებით შექმნილი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების ვაკანტურ თანამდებობათა საკონკურსო წესით შერჩევის ორგანიზება;

7. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს – გ. გეწაძეს;

8. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 გ. პაპუაშვილი

          დანართი 1

ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების საშტატო ნუსხა

ქურთისა და ერედვის თემების სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილებების დასახელება

საშტატო ერთეულის (თანამდებობის) დასახელება

საშტატო ერთეულის რაოდენობა

1.

სოფელ თამარაშენში – ქურთის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება

გამგე

 

კონსულტანტი

1

 

1

2.

სოფელ ერედვში – ერედვის თემის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება

გამგე

 

კონსულტანტი

1

 

1

სულ: 4 საშტატო ერთეული