მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1-1/840
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110606027, 09/06/2011
სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016081
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1-1/840
06/06/2011
ვებგვერდი, 110606027, 09/06/2011
370030000.22.024.016081
მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2011 - 14/09/2012)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ

ბრძანება №1-1/840

2011 წლის 6 ივნისი

ქ. თბილისი

მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-8 პუნქტინორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1733 ბრძანება.

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვ. ქობალია

მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიცირების წესი და პირობები

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესი და პირობები (შემდგომში – წესი და პირობები) შემუშავებულია „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და არეგულირებს მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესსა და პირობებს.

 2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მსურველ პირთა მოძიებას და პრივატიზების ინიციირების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ხელშეწყობას. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან (შემდგომში – სამინისტრო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

3. დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციატორ მესამე პირს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებით შეიძლება მიენიჭოს საჯარო რეესტრში მიწის სახელმწიფოს საკუთრებად პირველადი რეგისტრაციის უფლებამოსილება.

4.  მესამე პირებს, რომლებიც განახორციელებენ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებას, მიეცემათ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების შედეგად მიღებული საპრივატიზებო საფასურის ის ოდენობა, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი ხელშეკრულებით.

    მუხლი 2. პრივატიზების ინიცირების წესი

1. მესამე პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიცირების მიზნით უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სამინისტროს, მის ტერიტორიულ ორგანოს ან სამინისტროს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.

2. მესამე პირი განაცხადის პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოში წარდგენით გამოხატავს ქონების პრივატიზების ინტერესს და პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგენს შესაბამის განცხადებას, რომელშიც მოცემულია ინფორმაცია გასაყიდი ობიექტის თაობაზე და მესამე პირის მიერ შემოთავაზებული ობიექტის გონივრული ფასი. პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო განაცხადის მიღებიდან 10 დღის ვადაში აფასებს მესამე პირის მიერ შემოთავაზებული ობიექტის ფასის გონივრულობას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელიც ეცნობება მესამე პირს.

3. შეთავაზებული ფასის არაგონივრულად მიჩნევის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო დადგენილ ვადაში ალტერნატიულ ფასს სთავაზობს მესამე პირს, რომელიც უფლებამოსილია 10 დღის ვადაში, პოტენციურ მყიდველთან, საპრივატიზებო ქონების შესყიდვის ფასისა და პირობების შეთანხმების შემდეგ, თანხმობა განაცხადოს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანოს მიერ შეთავაზებულ გონივრულ ფასზე.

4. შემოთავაზებული ფასის გონივრულად მიჩნევის შემთხვევაში, პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო, დადგენილ ვადაში, დადებით პასუხს აცნობებს მესამე პირს.

    მუხლი 3. ინიცირების პირობები

 აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის პრივატიზების ინიციირებისას მესამე პირები ვალდებულნი არიან:

ა) შეარჩიონ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ნაკვეთები) და საჭიროების შემთხვევაში დაყონ ოპტიმალური ზომის (არანაკლებ 3-ჰექტარიან) ნაკვეთებად. ეს შეზღუდვა არ მოქმედებს, თუ ნაკვეთის ფართობი 3 ჰექტარზე ნაკლებია;

ბ) დაამზადონ შერჩეული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) დეტალური აზომვითი საკადასტრო ნახაზი (ნახაზები), აგრეთვე მოიკვლიონ ინფორმაცია მისი (მათი) კატეგორიისა და ხარისხის თაობაზე;

გ) პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოს წარუდგინონ განცხადება აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ნაკვეთების) პრივატიზების ინტერესის გამოხატვის შესახებ.