„მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის N1–1/840 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1-1/1788
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 14/09/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/09/2012
ძალაში შესვლის თარიღი 17/09/2012
სარეგისტრაციო კოდი 370030000.22.024.016219
  • Word
1-1/1788
14/09/2012
ვებგვერდი, 14/09/2012
370030000.22.024.016219
„მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის N1–1/840 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/1788

2012 წლის 14 სექტემბერი

ქ. თბილისი

„მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის №1–1/840 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 მუხლი 1. „მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 6 ივნისის №1–1/840 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 09/06/2011, 370030000.22.024.016081) დამტკიცებულ მესამე პირების მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ინიციირების წესსა და პირობებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. მესამე პირი (რწმუნებული, შუამავალი) წარმოადგენს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან პირთა გაერთიანებას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მსურველ პირთა მოძიებას და პრივატიზების ინიციირების გზით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების ხელშეწყობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან“ (შემდგომში – ქონების სააგენტო) გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“.

2. მე -2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მესამე პირს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, იჯარით გაუცემელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ინიციირების მიზნით უფლება აქვს განცხადებით მიმართოს ქონების სააგენტოს ან ქონების სააგენტოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედ აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოს.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2012 წლის 17 სექტემბრიდან.

ვ. ქობალია