დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №99 „საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 99 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 27/02/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 04/03/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/09/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020070.11.117.006384 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/03/2004 - 30/08/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.070.11.117.006.384
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №99
2004 წლის 27 თებერვალი
ქ. თბილისი
საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესის შესახებ
„საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ„ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-19 პუნქტის ბ) ქვეპუნქტისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ„ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესი №1 და №2 დანართების მიხედვით.
2. სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის შექმნის შემდგომ ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.
3. წინამდებარე წესით განსაზღვრულ დებულებებზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
ზ. ნოღაიდელი
დანართი №1
საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალურ სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) აღრიცხვის და ხარჯვის წესი
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდებისათვის დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების – ფულადი გრანტების (შემდგომში – გრანტი) აღრიცხვის და ხარჯვის წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ„ და “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ„ საქართველოს კანონების საფუძველზე. აღნიშნული წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2. წესი განსაზღვრავს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სპეციალურ სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტის აღრიცხვის და განკარგვის მექანიზმს.
3. ამ წესის მიზნებისათვის ტერმინი “მონეტიზებული„ ნიშნავს ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის მიწოდების (ტერმინი “მიწოდება„ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად) შედეგად ამონაგებ თანხას.
მუხლი 2. გრანტის აღრიცხვა
1. გრანტების აღრიცხვისა და საჯაროობის უზ-რუნველყოფის მიზნით, საბიუჯეტო ორგანიზაციების და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტები აღირიცხება საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტების სახელმწიფო რეესტრში (შემდგომში – რეესტრი).
2. რეესტრის მონაცემებში შეიტანება გამცემი (დონორი) და მიმღები ორგანიზაციის დასახელება, ფულადი სახით მიღებული გრანტის მოცულობა, ჩამონათვალი და ღირებულება, თუ იგი სასაქონლო/ნატურალური სახითაა მიღებული.
3. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში საბიუ-ჯეტო ორგანიზაციებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის გამცემსა (დონორსა) და გრანტის მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების და რეესტრის მონაცემების საფუძველზე.
3. ყოველი საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემოსულობები და გადასახდელები ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების კლასიფიკაციაში აისახება ცალკე ხაზად.
4. საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების მიერ მიღებული გრანტები, წლიური საბიუჯეტო კანონის საფუძველზე, აღირიცხება სახელმწიფო კონსოლიდირებული ფონდის ქვეანგარიშზე (სპეციალურ ანგარიშზე).
5. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ სპეციალურ ანგარიშზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის მოცულობის მიხედვით ან საგრანტო ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ„ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.
6. 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის მიმღების განკარგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.
მუხლი 3. გრანტის განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო ხელშეკრულების და რეესტრის მონაცემების შესაბამისად დამტკიცებული “დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) შესახებ„ ხარჯთაღრიცხვის ცნობა (დანართი №2).
2. “დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) შესახებ„ ხარჯთაღრიცხვის ცნობაში გრანტი ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. წლის განმავლობაში საგრანტო ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის მიმღების მიერ ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ხარჯთაღრიცხვის ცნობით დამტკიცებული ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.
4. გრანტის გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულებისა და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ„ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. წლიური საბიუჯეტო კანონის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების გაცემა ხორციელდება საგრანტო ხელშეკრულების პირობებისა და “საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ„ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული “დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) შესახებ„ ხარჯთაღრიცხვის ცნობის საფუძველზე.
7. გრანტის მიმღების მიერ ამ წესის დარღვევის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური ვალდებულია შეაჩეროს სახსრების გაცემა.
დანართი №2
ხარჯთაღრიცხვის ცნობა
დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობების (ფულადი გრანტების) შესახებ
გრანტის მიმღები ორგანიზაციის საქართველოს ფინანსთა
ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე
–––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––
ბ.ა ბ.ა
------ ----------------------- 200 წელი ------ -------------------- 200 წელი
გრანტის მიმღების დასახელება
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
შემოსულობის (გრანტის) გამცემი(დონორი) ორგანიზაცია/პირი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ხელშეკრულების რეკვიზიტები: ნომერი, თარიღი
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეესტრის რეკვიზიტები: ნომერი, თარიღი
(ლარებში)
| 1 | გრანტის მთლიანი მოცულობა |
|
| 2 | მ.შ. ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
|
| 3 | მ.შ. მიმდინარე წლის მოცულობა |
|
| 4 | სულ მიმდინარე წლის შემოსავალი(2+3) |
|
| 5 | მუშა–მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება |
|
| 6 | დამქირავებლიდან ანარიცხები |
|
| 7 | მივლინებები |
|
| 8 | სხვა საქონელი და მომსახურება |
|
| 9 | მ.შ. კვების ხარჯები |
|
| 10 | პროცენტის გადახდა |
|
| 11 | სუბსიდიები და მიმდინარე ტრანსფერები |
|
| 12 | კაპიტალური ხარჯები |
|
| 13 | დაკრედიტება დაფარვის გამოკლებით |
|
| 14 | სულ მიმდინარე წლის ხარჯი |
|
საბიუჯეტო დეპარტამენტის გრანტების, ჰუმანიტარული და
უფროსი: ტექნიკური დახმარებების
დეპარატმენტის უფროსი:
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები