დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების წესდებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 72 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 05/06/2002 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 61, 17/06/2002 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/11/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.11(1).030.005344 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/06/2002 - 10/11/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.11.103.005.344
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №72
2002 წლის 5 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების წესდებებისა და საშტატო ნუსხების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სამეგრელოს, გურიის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიების თანდართული წესდებები და საშტატო ნუსხები.
2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ჩხობაძე
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა ქვემო ქართლის მხარე.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულე-ბებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი, მშენებლის ქ. №18, ს/ს „ქიმბოჭკო”.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ქვემო ქართლის რეგიონალურ სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა და წარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდე-ბელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქვემო ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 |
| 3 | სპეციალისტი | 1 |
| 4 | სპეციალისტი | 1 |
| 5 | სპეციალისტი | 1 |
| 6 | სპეციალისტი | 1 |
| 7 | სპეციალისტი | 1 |
| 8 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 8 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა სამცხე-ჯავახეთის მხარე.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, დიდიმამიშვილის ქ. №2ა.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა დაწარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქ-მიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარ-ჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| N | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 |
| 3 | სპეციალისტი | 1 |
| 4 | სპეციალისტი | 1 |
| 5 | სპეციალისტი | 1 |
| 6 | სპეციალისტი | 1 |
| 7 | სპეციალისტი | 1 |
| 8 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 8 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა კახეთის მხარე.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის I შესახვევი, ბინა №17.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კახეთის რეგიონალურ სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა და წარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კახეთის გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| N | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 |
| 3 | სპეციალისტი | 1 |
| 4 | სპეციალისტი | 1 |
| 5 | სპეციალისტი | 1 |
| 6 | სპეციალისტი | 1 |
| 7 | სპეციალისტი | 1 |
| 8 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 8 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა შიდა ქართლის მხარე.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. გორი, ტინისხიდის ქ. №1.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის შიდა ქართლის რეგიონალურ სამმართველოსა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ხაშურის საქალაქო სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა და წარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგა-რიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შიდა ქართლის გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 |
| 3 | სპეციალისტი | 1 |
| 4 | სპეციალისტი | 1 |
| 5 | სპეციალისტი | 1 |
| 6 | სპეციალისტი | 1 |
| 7 | სპეციალისტი | 1 |
| 8 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 8 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა გურიის მხარე.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონ-მდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანა-დო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. ოზურგეთი, მ. კოსტავას ქ. №39.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის გურიის რეგიონალურ სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი;
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი;
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა და წარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარ-ჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორცი-ელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გურიის გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 |
| 3 | სპეციალისტი | 1 |
| 4 | სპეციალისტი | 1 |
| 5 | სპეციალისტი | 1 |
| 6 | სპეციალისტი | 1 |
| 7 | სპეციალისტი | 1 |
| 8 | სპეციალისტი | 1 |
|
| სულ | 8 |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორიის
წ ე ს დ ე ბ ა
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორია (შემდგომში – ლაბორატორია) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 აგვისტოს №333 ბრძანებულებით.
2. ლაბორატორიის სამოქმედო ზონაა: სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მხარე, ქ. ფოთი.
3. თავისი მიზნების მისაღწევად ლაბორატორიას აქვს საკუთარი ქონება, რომელსაც განაგებს და მოიხმარს დანიშნულებისამებრ. მას უფლება აქვს მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში თავისი სახელით დადოს გარიგებები, იკისროს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში. ლაბორატორია თავისი ვალდებულებებისათვის პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
4. ლაბორატორია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით.
5. ლაბორატორიას აქვს ბეჭედი ლაბორატორიის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშები ბანკში.
6. ლაბორატორიის იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, კედიას ქ. №5, მე-3 სართული.
მუხლი 2. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციები
1. ლაბორატორიის მიზნები, ამოცანები და ფუნქციებია:
ა) გარემოს დაბინძურების დონის (მათ შორის რადიაციული ზემოქმედების დონის) დადგენის მიზნით ლაბორატორიული საქმიანობის განხორციელება;
ბ) გარემოში მავნე ნივთიერებათა მუდმივი და ავარიული (ზალპური) ემისიის დონეების განსაზღვრის მიზნით ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება;
გ) მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა ლაბორატორიული სამუშაოების შესრულება;
დ) გარემოს დამაბინძურებელი წყაროების შესახებ მონაცემთა ბანკის შექმნა.
მუხლი 3. ლაბორატორიის უფლება-მოვალეობანი
დასახული ამოცანების და ფუნქციების შესრულების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორია უფლებამოსილია:
ა) ჩაატაროს დამოუკიდებელი ლაბორატორიული სამუშაოები და ლაბორატორიული ანალიზის დასკვნები გადასცეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალურ სამმართველოს და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ფოთის საქალაქო სამმართველოს;
ბ) გაუწიოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ფასიანი მომსახურება ფიზიკურ და იურიდიულ პირებს;
გ) დადგენილი წესით გააფორმოს ხელშეკრულებები იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან და სხვა დაწესებულებებთან.
დ) დადგენილი წესით განსაზღვროს ლაბორატორიის სახსრების ხარჯვის კონკრეტული მიმართულებანი.
ე) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4. ლაბორატორიის მართვა და წარმომადგენლობა
1. ლაბორატორიას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი.
2. დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ლაბორატორიას და აწესრიგებს ლაბორატორიის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებებისა და სხვა იმ ნორმატიული აქტების მოთხოვნების შესრულებისათვის, რომელიც განეკუთვნება ლაბორატორიის საქმიანობის სფეროს;
გ) ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ლაბორატორიის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
დ) ახორციელებს ზედამხედველობას ლაბორატორიის თანამშრომლების საქმიანობაზე;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ლაბორატორიის მუშაკებს;
ვ) მოქმედებს ლაბორატორიის სახელით, წარმოადგენს მის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობებში;
ზ) გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს აბარებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს;
თ) დებს ხელშეკრულებებს, გამოსცემს ინდივიდუ-ალურ სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ლაბორატორიის მუშაკთათვის.
3. ლაბორატორიამ მხოლოდ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, როგორც სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
გ) თავდებობა – (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით);
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასების ფონდის განსაზღვრა;
ე) საერთო ხარჯების ხარჯთანუსხის შედგენა და დამტკიცება;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 5. ლაბორატორიის საქმიანობის კონტროლი
ლაბორატორიის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
მუხლი 6. ლაბორატორიის დაფინანსება
ლაბორატორიის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
მუხლი 7. ლაბორატორიის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ლაბორატორია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს.
2. ლაბორატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8. წესდებაში ცვლილებების შეტანა
წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 9. ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია
ლაბორატორიის საქმიანობის შეწყვეტა, ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამეგრელოს გარემოს დაცვის ლაბორატორიის საშტატო ნუსხა
| № | თანამდებობის დასახელება | საშტატო ერთეულის რაოდენობა | |
| 1 | ლაბორატორიის დირექტორი | 1 | |
| 2 | მთავარი ბუღალტერი სპეციალისტი | 1 | |
| 3 | სპეციალისტი | 1 | |
| 4 | სპეციალისტი | 1 | |
| 5 | სპეციალისტი | 1 | |
| 6 | სპეციალისტი | 1 | |
| 7 | სპეციალისტი | 1 | |
| 8 | სპეციალისტი | 1 | |
|
| სულ | 8 | |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები