დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1825 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 25/12/2006 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 174, 26/12/2006 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020100.22.033.009716 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/12/2006 - 23/04/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.009.716
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №1825
2006 წლის 25 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად, და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ“ ინსტრუქცია თანდართულ დანართებთან ერთად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2004 წლის 31 აგვისტოს №571 ბრძანება (სსმ III, 2004 წ., №96, მუხ. 821) ,,საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
ა. ალექსიშვილი
ინსტრუქცია
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ“
თავი I. ძირითადი დებულებები
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ინსტრუქცია განსაზღვრავს ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გამოყოფილი ასიგნებების ხარჯვის წესს.
2. სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ ხარჯების გაწევა და ვალდებულების აღება საქარ-თველოს ფინანსთა სამინისტროს წინასწარი თანხმობის გარეშე დაუშვებელია. სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას ინსტრუქციის დარღვევით წარმოქმნილ ვალდებულებებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ვალდებულება – ორგანიზაციის გასაწევი ხარჯების დაფარვაზე სახელმწიფოს მიერ პასუხისმგებლობის აღება;
ბ) საგადახდო მოთხოვნა – სახელმწიფო ხაზინაში ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა სახსრების გადახდაზე;
გ) სახსრების გადახდა – ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების ფაქტობრივი ჩამოწერა;
დ) წინასწარი გადახდა – ანგარიშსწორება ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე;
ე) წინასწარი გადახდის დამოწმება – წინასწარ გადახდილ სახსრებზე ფაქტობრივი ხარჯის გაწევის წერილობითი დადასტურება.
მუხლი 3. საბიუჯეტო სახსრების გაცემის პროცედურები
1. ორგანიზაცია ბიუჯეტით დამტკიცებული ხარ-ჯების გასაწევად სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს დოკუმენტაციას შემდეგი რიგითობით, თუ ამ ინსტრუქციით ან მოქმედი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) ვალდებულების დოკუმენტი;
ბ) საგადახდო მოთხოვნა;
გ) წინასწარი გადახდის დამოწმება (წინასწარი გადახდის შემთხვევაში);
2. ვალდებულების, საგადახდო მოთხოვნისა და დამოწმების დოკუმენტებში შეტანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორგანიზაციას.
მუხლი 4. წინასწარი გადახდა
1. წინასწარი გადახდა შესაძლებელია:
ა) მივლინების ხარჯებზე;
ბ) თუ წინასწარი გადახდა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
2. წინასწარი გადახდის დამოწმება ხორციელდება საგადახდო მოთხოვნაში გათვალისწინებულ ვადაში საგადახდო მოთხოვნაში განსაზღვრულ თანხაზე.
3. დამოწმების დოკუმენტის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა შეაჩერებს იმავე ეკონომიკური მუხლით ახალი ვალდებულებების აღებას და დამოწმების დოკუმენტის დროულად წარმოუდგენლობის შესახებ ყოველთვიურად აცნობებს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოებს;
თავი II. ვალდებულება
მუხლი 5. ვალდებულების დოკუმენტის მომზადება
1. ვალდებულების დოკუმენტს (დანართი 1) ორგანიზაცია ადგენს საქართველოს ბიუჯეტის გადასახდელე-ბის ეკონომიკური კლასიფიკაციის თითოეულ მუხლზე ნაზარდი გეგმური ასიგნებების ფარგლებში, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვაზე გაფორმებული ხელშეკრულების მონაცემების მიხედვით.
2. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე, რომლებზეც არ ვრცელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ასევე ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით გასაწევ ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მივლინების ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენ-ტის საფუძველია პრეზიდენტის განკარგულება ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. თუ ფაქტობრივი ხარჯი აღემატება წინასწარი გადახდით დაფინან-სებული ვალდებულების ოდენობას, ორგანიზაცია ფაქტობრივ ხარჯსა და ვალდებულებას შორის სხვაობაზე წარმოადგენს დამატებით ვალდებულების დოკუმენტს.
4. სტუმრების მიღების, ექსტრადიციისა და ექსპედიციის, ძალოვანი სტრუქტურებისათვის როტაციის წესით საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომელთა გამგზავრებისა და მოწყობის ხარჯებისათვის, ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე დარიცხული საბანკო პროცენტის ანაზღაურებისათვის ვალდებულების აღების საფუძველია ორგა-ნიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
5. სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე სახაზინო ანგარიშებიდან იძულებით ჩამოჭრილ ან ნებაყოფლობით გადახდილ თანხებზე ვალდებულების აღების საფუძველს წარმოადგენს საინკასო დავალება თანხის ჩამოჭრის შესახებ, სააღსრულებლო ფურცელი ან სასამართლო და სხვა უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვე-ტილება თანხის დაკისრების შესახებ.
6. სახელმწიფო ვალის დაფარვისა და მომსახურების ხარჯებზე ვალდებულების საფუძველს წარმოადგენს შესაბამისი საერთაშორისო ან ქვეყნის შიგნით გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
7. ორგანიზაციის მიერ გასაწევ ხარჯებზე, რომლებიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება, ვალდებულების აღება შესაძლებელია ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.
მუხლი 6. ვალდებულების აღება კვარტალური განაცხადით
ქვემოთ ჩამოთვლილ ხარჯებზე ვალდებულების აღება ხდება კვარტალური განაცხადის (დანართი 2) ფორმით ბიუჯეტით დამტკიცებული გეგმური ასიგნებების ფარგლებში.
ა) შრომის ანაზღაურება და სოციალური ანარიცხები (მათ შორის, სუბსიდიების ეკონომიკურ კატეგორიაში გათვალისწინებული სახელფასო ვალდებულებები და მასთან დაკავშირებული გადასახადები);
ბ) სტიპენდიები;
გ) დევნილთა შემწეობები;
დ) პენსიები;
ე) კვების, უნიფორმისა და სხვა ფულადი კომპენსაციები;
ვ) ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ხარჯები (აღნიშნულ ხარჯებზე ვალდებულების დოკუმენტს თან უნდა ახლდეს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მომართვა);
ზ) ჯილდოები;
თ) სამხედრო და სპეციალური სამსახურების მო-სამსახურეთა გრძელვადიანი მივლინებისა და საველე მივლინების ხარჯები;
ი) კანონმდებლობით დადგენილი პერიოდული გასაცემლები: ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით პარტიების ორგანიზაციული და სხვა საქმიანობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ხმების შესაბამისად გამოყოფილი თანხები, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერები; ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სასწავლო გრანტის ღირებულება;
კ) ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებში გადასაცემი ტრანსფერები;
ლ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების შენახვის ხარჯები;
მ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და ამ ორგანიზაციებში გაწევრიანების ხარჯები.
მუხლი 7. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა და რეგისტრაცია
1. ორგანიზაცია მომსახურე ხაზინაში წარადგენს მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ან რეგიონალური ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არეგისტრირებს მას ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება ორგანიზაციას.
3. ამ ინსტრუქციის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებზე ვალდებულებას არეგისტრირებს სახელმწიფო ხაზინა.
4. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებზე ვალდებულებებს სახელმწიფო ხაზინა არეგისტრირებს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით.
5. დარეგისტრირებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში, ასევე ერთი ვალდებულებით გაცემული სახსრების სხვა ვალდებულების დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია.
6. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის მიერ სრულად ან ნაწილობრივ გაუქმდეს დარეგისტრირებული ვალდებულება.
თავი III. საგადახდო მოთხოვნა
მუხლი 8. საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მომზადება
ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას (დანართი 3) ადგენს სამუშაოს შესრულების შემდეგ, სადაც მიეთითება ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტი და მოთხოვნილი თანხა აღებული ვალდებულების ფარგლებში; წინასწარი გადახდის შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლად მიეთითება ,,წინასწარი გადახდა“ და წინასწარი გადახდის დამოწმების წარმოდგენის ვადა.
ერთ ვალდებულებაზე შეიძლება შედგეს რამდენიმე საგადახდო მოთხოვნა.
მიზნობრივი გრანტების სახსრებით გასაწევ ხარჯებზე ორგანიზაცია საგადახდო მოთხოვნას ადგენს ვალდებულების აღების გარეშე და მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს გადახდის წყაროს: ,,მიზნობრივი გრანტი“.
მუხლი 9. სახელმწიფო ხაზინის მიერ საგადახდო მოთხოვნის რეგისტრაცია
1. ორგანიზაცია მომსახურე ხაზინას წარუდგენს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც მომსახურე ხაზინა დაარეგისტრირებს აღებული ვალდებულების და დამტკიცებული ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის ფარგლებში.
2. არასრულად ან/და არასწორად შევსებული საგადახდო მოთხოვნა არ რეგისტრირდება და უბრუნდება ორგანიზაციას.
მუხლი 10. გაუნაღდებელი საგადახდო მოთხოვნების დავალიანებაში ასახვა
1. წლის განმავლობაში გაწეულ ფაქტობრივ ხარჯებზე საგადახდო მოთხოვნებს სახელმწიფო ხაზინა იღებს მომავალი წლის 10 იანვრამდე.
2. გაუნაღდებელი საგადახდო მოთხოვნები აისახება დავალიანებაში და დაიფარება დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.
თავი IV. სახსრების გადახდა და მობრუნებების მართვა
მუხლი 11. სახსრების გადახდა
1. მომსახურე ხაზინა დარეგისტრირებულ საგადახდო მოთხოვნებს გზავნის საანგარიშსწორებო ცენტრში.
2. საანგარიშსწორებო ცენტრი ფულის გაცემის ყოველდღიური ოპერატიული ფინანსური გეგმის ფარგლებში აყალიბებს ელექტრონულ საგადახდო დავალებებს და გასანაღდებლად გზავნის ეროვნულ ბანკში.
3. განაღდებული ხარჯების შესახებ სახაზინო ამონაწერს ორგანიზაცია იღებს მომსახურე ხაზინაში.
მუხლი 12. მობრუნებული ხარჯების მართვა
1. ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიმდინარე წელს გადახდილი თანხის მობრუნებისას შესაბამისი თანხით მცირდება საკასო ხარჯი და საგადახდო მოთხოვნა.
2. წინა წლებში გადახდილი თანხის მობრუნება ხდება ბიუჯეტის შემოსულობებში წინა წელს გამოუ-ყენებელი და დაბრუნებული საბიუჯეტო ხარჯის დაბრუნების კოდზე
.
თავი V. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების აღრიცხვა-ანგარიშგება
მუხლი 13. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების აღრიცხვა-ანგარიშგება
,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადასახდელების შესრულების აღრიცხვას სახელმწიფო ხაზინა ახდენს დანართი 4-ის მიხედვით და წარუდგენს ფინანსთა სამინისტროს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
მუხლი 14. დონორთა მიერ გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით გაწეული ხარჯების ანგარიშგებაში ასახვა
1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრების შესახებ (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) ვალდებულების, საგადახდო მოთხოვნისა და საკასო ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში ასახვის საფუძველს წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ დადგენილი ფორმით (დანართი 5) წარმოდგენილი წერილობითი ინფორმაცია პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ, რომელიც წარედგინება სახელმწიფო ხაზინას საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 დღის ვადაში.
2. მიზნობრივი ფულადი (მათ შორის მონეტიზებული სასაქონლო) გრანტების, რომელთა ხარჯვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სახსრებით გაწეული საკასო ხარჯის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში გატარება ხორციელდება ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულების ასახვით.
თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 15. 2003 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი დავალიანების დაფარვა
2003 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილი, ორგანიზაციის საბალანსო მონაცემების შესაბამისად რიცხული დავალიანების დაფარვა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროს თანხმობით.
დანართი № 1
ვალდებულების დოკუმენტი
1. ვალდებულების დოკუმენტი N-------------
2. სახაზინო კოდი ________
3. საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________
4. დამატებითი დოკუმენტი _______________________________N _______________
5. მომწოდებელი (საიდენტიფიკაციო კოდი) ________________________________
6. მომწოდებელი (დასახელება) _________________________________________
თანხა ლარებში
| ნაწილი I: ივსება საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ | ნაწილი II: ივსება ხაზინის მიერ | ||
| ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი | მომსახურების სახე | წარდგენილი ვალდებულება | რეგისტრირებული ვალდებულება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
_______________________________ _______________________________________
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების
დეპარტამენტის უფროსი
______________ ________________________________
პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის
სამმართველოს უფროსი
თარიღი /---/------/-------/ ___________________
პასუხისმგებელი შემსრულებელი
ბ.ა. თარიღი /---/------/-------/
შტ.ა.
დანართი №2
კვარტალური განაცხადი
20.......... წლის …...... კვარტალი
ვალდებულება N --------
სახაზინო კოდი ________
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ______________________
თანხა ლარებში
| ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლი | მათ შორის | სულ | ||||
|
| I | II | III | IV |
| |
|
| 1 |
|
|
|
| 2 |
| 1 | შრომის ანაზღაურება |
|
|
|
|
|
|
| ხელფასი |
|
|
|
|
|
|
| პრემია |
|
|
|
|
|
|
| დანამატი |
|
|
|
|
|
|
| დახმარება |
|
|
|
|
|
| 2 | დამქირავებლიდან ანარიცხები |
|
|
|
|
|
|
| სოციალური გადასახადი |
|
|
|
|
|
| 3 | მივლინებები |
|
|
|
|
|
| 4 | სხვა საქონელი და მომსახურება |
|
|
|
|
|
|
| სხვა ხარჯები |
|
|
|
|
|
| 5 | სუბსიდიები |
|
|
|
|
|
| 6 | სუბვებციები |
|
|
|
|
|
| 7 | მიმდინარე ტრანსფერტები |
|
|
|
|
|
|
| სულ |
|
|
|
|
|
შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------------------
--------------------------------------------------------------------------------------------------------
__________________________________ ____________________________________
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების დეპარტამენტის უფროსი
___________________ ____________________________________
პასუხისმგებელი პირი ვალდებულებების რეგისტრაციისა და აღრიცხვის
სამმართველოს უფროსი
თარიღი /---/------/-------/ ___________________
პასუხისმგებელი შემსრულებელი
ბ.ა. თარიღი /---/------/-------/
შტ.ა.
დანართი №3
საგადახდო მოთხოვნა N
| სახაზინო კოდი |
| დასახელება |
| |||
| ვალდებულების N |
| მოთხოვნის საფუძველი |
|
| ||
| ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის კოდი |
| თანხა ლარებში |
| თანხა სიტყვით |
| |
| საბიუჯეტო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი |
| |||||
| დასახელება |
| |||||
| მომწოდებლის საიდენტიფიკაციო კოდი |
| |||||
| დასახელება |
| |||||
| მომწოდებლის ბანკის კოდი |
| |||||
| დასახელება |
| |||||
| ანგარიშის ნომერი |
| საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი |
| |||
| გადახდის დანიშნულება |
| |||||
__________________________________ ________________________________________
საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის
უფროსი
____________________________ ________________________________
პასუხისმგებელი პირი სამმართველოს უფროსი
თარიღი ----------------------------- _____________________________
პასუხისმგებელი შემსრულებელი
ბ.ა.
თარიღი ----------------------------- ბ.ა.
დანართი №4
სახაზინო სამსახურის ანგარიშგება საანგარიშო პერიოდში
გაწეულ ხარჯებსა და გადასახდელებზე
თანხა ლარებში
| დასახე ლება | საანგარიშო პერიოდის დაზუსტებული გეგმა | ვალდებუ ლება | რესურსი (3-4) | საგადახდო მოთხოვნა | საკასო ხარჯი | დავალია ნება (6-7) |
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
დანართი № 5
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით
განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ფარგლებში
20...... წლის 1 . . . . . . დან . . . . . . . მდე ათვისებულ თანხებზე
| 1 | სსიპ-ის დასახელება |
|
| 2 | საიდენტიფიკაციო კოდი |
|
| 3 | სახაზინო კოდი |
|
| 4 | საკრედიტო (საგრანტო) ხელშეკრულების რეკვიზიტები |
|
| 5 | პროექტის დასახელება |
|
| 6 | დონორის მიერ საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ჩარიცხვის ვალუტაში |
|
| 7 | დონორის მიერ საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული თანხა ლარებში |
|
| 8 | სსიპ-ის მიერ საანგარიშო თვეში გაწეული საკასო ხარჯი ლარებში |
|
| 9 | საკასო ხარჯის თანხა ლარებში სიტყვით |
|
ხელმძღვანელი ბ.ა.
პასუხისმგებელი პირი
თარიღი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები