დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1825 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 383 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/04/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 60, 30/04/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/12/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190.020.100.22.033.010.256 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.020.100.22.033.010.256
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №383
2007 წლის 23 აპრილი
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1825 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1825 ბრძანებით (სსმ III, 26.12.2006. №174, მუხ. 2364) დამტკიცებული ინსტრუქციის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებზე ვალდებულებებს სახელმწიფო ხაზინა არეგისტრირებს ფინანსთა მინისტრთან შეთანხმებით, გარდა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვალდებულებებისა, რომელთაც სახაზინო სამსახური არეგისტრირებს ავტომატურ რეჟიმში.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. ალექსიშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები