საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 03/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 56, 07/06/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2004
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10(0).080.005330
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
94
03/06/2002
სსმ, 56, 07/06/2002
220090000.10(0).080.005330
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (07/06/2002 - 28/09/2004)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.005.330

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №94

2002 წლის 3 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ

ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდაციის დაჩქარების მიზნით „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 და 37-ე მუხლების თანახმად, ვბრძანებ:

1. ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნა განხორციელდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ან ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით.

2. ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდატორად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს საბანკო-საფინანსო სისტემაში მუშაობის გამოცდი-ლება. დაუშვებელია კონკრეტულ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირის ლიკვიდატორად დანიშვნა.

3. ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში, მისი შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის გაფორმდეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება და ლიკვიდატორის შრომის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 300 (სამასი) ლარით.

4. საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით ლიკვიდატორს თავისი ფუნქციების შესრულება შეუძლია რამდენიმე სალიკვიდაციო ბანკში.

5. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 73-ე მუხლის თანახმად ეს ბრძანება ამოქმედდეს დაუყოვნებლივ.

6. ძალადაკარგულად ჩაითვალოს ,,ლიცენზიაჩამორთმეული კომერციული ბანკების ლიკვიდატორების წარდგენისა და შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის 1999 წლის 25 მაისის №281 ბრძანება.

7. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 7 მაისის №82 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის წესის შესახებ“.

პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გ. ჯიღაური