„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში” დამატების შეტანის შესახებ"

  • Word
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში” დამატების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 209
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 28/09/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 108, 30/09/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 10/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 220090000.10.008.006714
  • Word
209
28/09/2004
სსმ, 108, 30/09/2004
220090000.10.008.006714
„საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში” დამატების შეტანის შესახებ"
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.10.008.006.714

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №209

2004 წლის 28 სექტემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის  №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში” დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2003 წლის 11 ივლისის №159 ბრძანებით დამტკიცებულ „კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესში” (სსმ III, 2003 წ., №74, მუხ. 675) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება:

მე-8 მუხლს დაემატოს მე-9 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ლიკვიდატორის კვალიფიკაციის კრიტერიუმები   

1. ლიკვიდატორის კანდიდატურას შეარჩევს ეროვნული ბანკი ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.

2. ბანკის სალიკვიდაციო საქმის ეფექტიანად წარმართვისათვის ბანკის ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო საქმიანობის წარმოებისათვის საჭირო სათანადო კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება.

3. ლიკვიდატორად დასანიშნ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ერთ-ერთი ისეთი სპეციალობით, როგორიცაა ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, ბუღალტერია ან სამართალმცოდნეობა.

4. ლიკვიდატორს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება, რისთვისაც მას უნდა ჰქონდეს საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 3 წლის სტაჟი.

5. ერთი და იგივე პირი შეიძლება დაინიშნოს ლიკვიდატორად რამდენიმე ბანკში.

6. ლიკვიდატორად არ უნდა დაინიშნოს პირი, რომელზეც ვრცელდება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტითა და 37-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვები.

7. დანიშვნის დღიდან ეროვნულ ბანკსა და ლიკვიდატორს შორის ფორმდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.

8. შრომით ხელშეკრულებაში გასათვალისწინებელი ლიკვიდატორის ხელფასის ოდენობა განისაზღვრება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებით.“.

    მუხლი 2.

ძალდაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2002 წლის 3 ივნისის №94 ბრძანება „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზიაჩამორთმეულ კომერციულ ბანკებში ლიკვიდატორების დანიშვნის შესახებ“.

    მუხლი 3.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრეზიდენტის მოვალეობის

შემსრულებელი       ი. ვახტანგიშვილი