საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

  • Word
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 156, 31/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2006
სარეგისტრაციო კოდი 480040050.22.030.006964
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
174
29/12/2004
სსმ, 156, 31/12/2004
480040050.22.030.006964
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2004 - 15/03/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.040.050.22.030.006.964

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №174

2004 წლის 29 დეკემბერი

ქ. თბილისი

საზღვარგარეთ საქართველოს  დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების წესის შესახებ

„საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მოვლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ანაზღაურების მოწესრიგებასთან დაკავშირებული ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №617 ბრძანებულების საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმების გაანგარიშების წესის შესახებ” ინსტრუქცია №1 დანართის თანახმად;

ბ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმები (პროცენტებში) №2 დანართის თანახმად;

გ) ადგილსამყოფელი ქვეყნების მაკორექტირებელი კოეფიციენტები №3 დანართის თანახმად.

2. ბრძანება ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.

ს. ზურაბიშვილი

დანართი №1

ინსტრუქცია

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების ანაზღაურების ნორმებისა და გაანგარიშების წესის შესახებ

    მუხლი 1

დაფინანსების სისტემის რეგულირების კოეფიციენტების გამოანგარიშებისათვის გამოიყენება სამომხმარებლო კალათის შემდეგი ძირითადი ელემენტები:

) კვების პროდუქტები და უალკოჰოლო სასმელები;

) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო;

) ფეხსაცმელი და ტანსაცმელი;

) ბინის ქირისა და ექსპლუატაციის ხარჯები;

) ბინის ინვენტარი;

) სამედიცინო დაზღვევა;

) განათლების ხარჯები;

) სატრანსპორტო ხარჯები;

) კულტურულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ხარჯები;

) გაუთვალისწინებელი ხარჯები.

    მუხლი 2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების შემადგენელი ძირითადი ელემენტებია:

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბაზისო თანხა.

2. დაფინანსების მარეგულირებელი კოეფიციენტები:

ა) ადგილსამყოფელი ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე);

ბ) ბინის ქირის  კოეფიციენტი (დგინდება გაეროს მიერ ყოველი წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ცირკულარის საფუძველზე).

    მუხლი 3

გაეროს რეგულირების კოეფიციენტების ადაპტირების მიზნით საზღვარგარეთ საქართველოს ცალკეული დიპლომატიური დაწესებულებების დაფინანსებისათვის გამოიყენება კორექტირების შემდეგი წესები:

ა) ბალტიისპირეთის ქვეყნები და ქ. მოსკოვი

K=K1-0.25

ბ) დსთ-ის ქვეყნები

K=K1-0.5

გ) რთული პოლიტიკური, ეკონომიკური და რისკის სხვა ფაქტორების მქონე ქვეყნები

K=K1+0.25

დ) ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები

K=K1-0.25

სადაც K1 არის გაეროს დაფინანსების სისტემის რეგულირების შესაბამისი კოეფიციენტი.

    მუხლი 4

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებულ პირთა გრძელვადიანი სამუშაო მივლინების ხარჯების გაანგარიშება ხორციელდება შემდეგი წესით:

 1. სამივლინებო თანხა გაიანგარიშება ფორმულით:

D =        H x A x B   + C x Q x H x A x B

100                10000

სადაც:

H - არის საბაზისო თანხა;

A - თანამდებობრივი განაკვეთი პროცენტებში;

B- ქალაქის სიძვირის კოეფიციენტი;

C- ოჯახის წევრთა რაოდენობა;

Q - ოჯახის თითოეულ წევრზე პროცენტული დანამატი (Q = 5%);

D- პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთი.

2 . ბინის სუბსიდია გაინგარიშება ფორმულით:

T= D x E

     100

სადაც T - ქირავნობის წილია;

D – პერსონალური სამივლინებო თანხის განაკვეთია;

E - სამივლინებო თანხაში ბინის ქირის სუბსიდიის ხვედრითი წილია პროცენტებში.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ბინის ქირა (G) ნულის ტოლია, მივლინების თანხის საბოლოო განაკვეთი გაინგარიშება ფორმულით:

S = D – T

4. იმ შემთხვევაში, როდესაც G < T, მაშინ

S = D

5. იმ შემთხვევაში, როდესაც G>T, დაწესებულების ხელმძღვანელზე გაიცემა ბინის ქირის სუბსიდია სხვაობის (G - T) 80%-ის ოდენობით, დანარჩენ მოსამსახურეებზე – 50%-ის ოდენობით:

S(1)= D+4/5x(G-T) – დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე;

S(2)=D+1/2x(G-T) – დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე.

6. ბინის ქირის სუბსიდიაზე დანამატის თანხა არ უნდა აღემატებოდეს: 

ა) დიპ. დაწესებულების ხელმძღვანელზე ქირავნობის წილის 200%-ს, ანუ

4/5x(G-T)≤2 xT;

ბ) დიპ. დაწესებულების თანამშრომელზე ქირავნობის წილის 100%-ს, ანუ

1/2x(G-T) ≤T.

7. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში ორი ან მეტი ოჯახის წევრის მუშაობის შემთხვევაში, ოჯახის სხვა წევრებზე დანამატს მიიღებს ერთ-ერთი მათგანი, რომელიც უფრო მაღალანაზღაურებად თანამდებობაზეა დიპლომატიურ სამსახურში.

8. გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გაანგარიშებისას გამოიყენება საანგარიშგებო წლის დასაწყისისათვის დამტკიცებული კურსი, რომელიც მოქმედებს მომდევნო საანგარიშგებო წლის დაწყებამდე.

9. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში მომუშავე პირის მიერ ბინის შეცვლისას ან მისი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის ცვლილებისას გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება ხორციელდება განმეორებით.

10. გადაანგარიშებული გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის განმეორებითი გადაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი ცნობა სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტებით.

    მუხლი 5

1. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირი ვალდებულია სამინისტროში სამი დღის ვადაში წარმოადგინოს ინფორმაცია მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შესახებ.

2. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში როტაციის წესით სამუშაოდ მივლინებული პირის გრძელვადიანი სამუშაო მივლინების თანხის გადაანგარიშება განხორციელდება მისი ბინის ქირის ოდენობის ან ოჯახის წევრების რაოდენობის შეცვლის შემდეგ მომდევნო საანგარიშგებო თვის პირველი რიცხვიდან.

დანართი №2

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებათა ანაზღაურების ნორმები პროცენტებში ამ დაწესებულებათა  ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმასთან მიმართებაში

 

თანამდებობის დასახელება

ნორმები პროცენტებში ამ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ანაზღაურების ნორმის მიმართ

1

2

3

1

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებში, დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.

100

2

გენერალური კონსული

70

3

დესპანი, მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე

70

4

უფროსი მრჩეველი, კონსული

65

5

მრჩეველი, სამხედრო, საზღვაო და საჰაერო ატაშე, ვიცე-კონსული, საკონსულო აგენტი

60

6

პირველი მდივანი

57

7

მთავარი ბუღალტერი

55

8

მეორე მდივანი

54

9

მესამე მდივანი

51

10

ატაშე

48

11

რეფერენტი

45

12

კანცელარიის გამგე

43

13

სამეურნეო ნაწილის გამგე

41

14

მძღოლი

39

 

 

 

    

დანართი №3

 

ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი კოეფიციენტი

დაწესებულების დასახელება

ადგილსამყოფელი ქვეყნის მაკორექტირებელი  კოეფიციენტი

ბინის ქირავნობის წილი %-ში

1

2

3

4

1

საელჩო ავსტრიასა და უნგრეთში

1.496

19

2

საელჩო აზერბაიჯანში

0.894

24

3

საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში                                                                                        

1.648

26

4

საელჩო ბენილუქსის ქვეყნებში

1.461

17

5

საელჩო გერმანიაში

1.529

21

6

საელჩო დიდ ბრიტანეთში

1.676

24

7

საელჩო ეგვიპტეში

0.974

22

8

საელჩო თურქეთში

1.266

22

9

საელჩო თურქმენეთსა და ავღანეთში

1.047

13

10

საელჩო ირანში

1.117

28

11

საელჩო ისრაელში

1.359

23

12

საელჩო იტალიაში

1.493

22

13

საელჩო ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში

1.072

21

14

საელჩო რუსეთის ფედერაციაში

1.232

27

15

საელჩო საბერძნეთში

1.372

19

16

საელჩო საფრანგეთსა და იუნესკოში

1.534

23

17

საელჩო სომხეთში

0.802

20

18

საელჩო უზბეკეთში

0.786

22

19

საელჩო უკრაინაში

0.884

24

20

საელჩო ყაზახეთში

0.792

19

21

საელჩო შვეიცარიაში

1.671

26

22

ეუთოში და ვენაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა

1.496

19

23

მუდ. წარმომადგენლობა გაეროსთან

1.871

29

24

მუდ. წარმომადგენლობა ევროსაბჭოსთან

1.502

23

25

მუდ. წარმომადგენლობა ნატოსთან

1.461

17

26

გენ. საკონსულო ქ.ოდესაში

0.884

24

27

გენ. საკონსულო ქ. სტამბლში

1.266

22

28

გენ. საკონსულო ქ. ტრაპიზონში

1.266

22

29

ბულგარეთი

1.002

12

30

რუმინეთი

1.3

23

31

პოლონეთი

1.319

19

32

იორდანია, ლიბანი, სირია, ემირატები, ქუვეითი,

1.245

22

33

ჩინეთი

1.186

15

34

ჩეხეთი

1.417

14

35

 სლოვენია სლოვაკეთი,

1.374

17

36

ვატიკანი

1.493

22

37

ესპანეთი

1.461

22