საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1136
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/10/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 144, 16/10/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.033.010954
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1136
10/10/2007
სსმ, 144, 16/10/2007
010320010.22.033.010954
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (16/10/2007 - 15/02/2008)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.010.954

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №1136

2007 წლის 10 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებები (დანართები №16);

ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება“ (დანართი №7).

2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 20 სექტემბრის №219 ბრძანება;

ბ) ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ზოგიერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის 6 ივნისის №302 ბრძანება.

3. ბრძანება, გარდა ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

4. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების“ პირველი მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

ნ. გილაური

დანართი №1

სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტის

დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების შესაბამისად დამუშავება და რეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში სათანადო წესით, ინფორმატიკის დეპარტამენტთან ერთად;

ბ) ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განწერისა და მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი განაწილებების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე;

გ) ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე;

დ) წლის განმავლობაში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან გადმოცემული სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური გეგმების მაჩვენებლების ურთიერთშედარების განხორციელება ყოველთვიურად ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან;

ვ) საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების აღრიცხვა;

ზ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ქ. თბილისში განლაგებული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

თ) მომსახურე ხაზინებიდან წარმოდგენილი რეესტრებისა და დეპარტამენტში რეგისტრირებული ვალდებულებების საფუძველზე საქართველოს ფინანსთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) წარსადგენად ნაერთი ვალდებულებათა რეესტრისა და მოხსენებითი ბარათის მომზადება დადგენილი წესით;

ი) საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად ორგანიზაციიდან წარმოდგენილი ვალდებულების დამტკიცება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე;

კ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულების შესახებ ანგარიშები მომსახურე ხაზინებიდან;

ბ) მოითხოვოს მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენა;

გ) მოითხოვოს ორგანიზაციების მიერ ვალდებულების დოკუმენტში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;

დ) სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიიღოს ინფორმაცია ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვას, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განწერის სამმართველო;

ბ) ვალდებულებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების განწერის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინის ინფორმატიკის დეპარტამენტთან ერთად სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემის მონაცემთა ბაზის შედგენა და განახლება ბიუჯეტის გადასახდელების ორგანიზაციული, ფუნქციონალური და ეკონომიკური კლასიფიკაციების მიხედვით;

ბ) მხარჯავი დაწესებულებების მხრიდან დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიხედვით საბიუჯეტო ასიგნებების განაწილებების წარმოდგენის მოთხოვნა და წარმოდგენილი ინფორმაციის მიღება, შემოწმება და დამუშავება;

გ) ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტიდან სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განწერის ცვლილების თაობაზე მიღებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ცნობების დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში და დაშვება მომსახურე ხაზინებზე;

დ) ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ურთიერთშედარება ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის მონაცემებთან;

ე) საქართველოს პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან, ასევე გასული წლების დავალიანების დასაფარად გამოყოფილი თანხების აღრიცხვა.

4. ვალდებულებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების მიღება და შემოწმება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან და გეგმურ მაჩვენებლებთან;

ბ) ვალდებულებების დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

გ) ყოველდღიურად მინისტრთან წარსადგენად სახაზინო სამსახურში სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ვალდებულებების რეესტრისა და მოხსენებითი ბარათის მომზადება;

დ) ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა დავალიანებებისა და მიმდინარე გადასახდელების ჭრილში.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №2

აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;

ბ) ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდგომში – წლიური საბიუჯეტო კანონი) გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში, ცენტრალიზებული წესით გადახდების განსახორციელებლად ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან თანხების გადარიცხვა;

გ) სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება, საბანკო ამონაწერების დამუშავება და ანგარიშებზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;

დ) სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფ ორგანიზაციებზე, მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის პროექტის მომზადება საქართველოს ფინანსთა მინისტრთან (შემდგომში – მინისტრი) წარსადგენად;

ე) მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშების მიღება და განხილვა;

ვ) ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიული ფინანსური გეგმის შესრულების შესახებ მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების მიღება, განხილვა, ნაერთი ანგარიშის მომზადება მინისტრთან წარსადგენად;

ზ) სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსები და დანართი ფორმები) მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგებისას დაშვებული არსებითი შეცდომების და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

თ) ყოველდღიურად, სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო ბაზაში განთავსებული მომსახურე ხაზინების ინფორმაციების და საანგარიშსწორებო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ნაერთი ანგარიშის მომზადება;

ი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების საერთო მეთოდოლოგიის, დებულებების, ინსტრუქციების, მეთოდური მითითებების, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების, მათ შორის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ფორმების, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების ფორმების, ნორმებისა და წესების პროექტების შემუშავება;

კ) სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება;

ლ) შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) სახელმწიფო ხაზინის საანგარიშსწორებო დეპარტამენტიდან, ყოველი თვის ბოლოს გამოითხოვოს, წლიური ბიუჯეტის კანონის დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ;

ბ) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტიდან გამოითხოვოს ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდების საგეგმო მაჩვენებლებზე და გამოყოფილი ასიგნებების შესახებ, ასევე ორგანიზაციებზე გასული წლების დავალიანებების დასაფარად გამოყოფილი ასიგნებების შესახებ;

გ) ყოველი თვის ბოლოს და ასევე საჭიროების შემთხვ მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეუჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას;

დ) მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც მითითებულია საანგარიშსწორებო საბუთებში;

ე) მოითხოვოს დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისაგან საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეუჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია სამი სამმართველო:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

ბ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო;

გ) ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება;

ბ) ყოველდღიურად, სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო ბაზაში განთავსებული მომსახურე ხაზინების ინფორმაციების და საანგარიშსწორებო დეპარტამენტის მიერ მომზადებული ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების შესახებ ნაერთი ანგარიშის მომზადება;

გ) ყოველთვიურად ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულფინანსური გეგმის პროექტის და დამტკიცებულ გეგმებში ცვლილებების პროექტის მომზადება;

დ) მომსახურე ხაზინების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო ორგანიზაციებზე ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშების მიღება, განხილვა და ნაერთი ანგარიშის მომზადება;

ე) უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი ინვესტიციური პროექტების ფარგლებში ჩამორიცხული და ათვისებული კრედიტებისა და გრანტების შესახებ პროექტების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის დადგენილ ვადებში წარმოდგენაზე კონტროლი, ჩამორიცხული და ათვისებული თანხების აღრიცხვა და ანგარიშგებაში ასახვა.

4. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინაში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ კვარტალური და წლიური ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების (ბალანსი და დანართი ფორმები) დადგენილ ვადებში ჩაბარებაზე კონტროლი, მიღება, შემოწმება, ანალიზი და ანგარიშგებისას დაშვებული არსებითი შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება;

ბ) წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში, ცენტრალიზებული წესით გადახდების განსახორციელებლად თანხების გადარიცხვა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშებიდან;

გ) სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება, საბანკო ამონაწერების დამუშავება და ანგარიშებზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;

დ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე და სავალუტო ანგარიშებზე რიცხულ საბიუჯეტო სახსრებზე და დეპოზიტურ თანხებზე ყოველდღიური ოპერატიული ინფორმაციის მომზადება.

5. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდოლოგიის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების მეთოდოლოგიის და ინსტრუქციების პროექტების მომზადება, მეთოდურ მითითებებზე, სააღრიცხვო დოკუმენტების და ანგარიშგების ტიპური ფორმების და მათი შევსების წესების პროექტების შემუშავება;

ბ) დარგობრივი სამინისტროების, სხვა მხარჯავი დაწესებულებების ბუღალტრული აღრიცხვაანგარიშგებისადმი მეთოდოლოგიური ხელმძღვანელობისა და მონიტორინგის საკითხებზე წინადადებების მომზადება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №3

საოპერაციო დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საოპერაციო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების მიღება, შემოწმება, დარეგისტრირება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში, რეესტრის ჩამოყალიბება და გადაგზავნა საანგარიშსწორებო დეპარტამენტში;

ბ) წინასწარ გადახდილ სახსრებზე დამოწმების მიღება და ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სახელწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

გ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ფულადი სახსრების მოთხოვნების მიღება, დამუშავება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან;

დ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე სახელმწიფო ხაზინის სავალუტო ანგარიშებზე ოპერაციების განხორციელება, საბანკო ამონაწერების დამუშავებით ანგარიშზე განხორციელებული საბანკო ოპერაციების აღრიცხვა;

ე) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საანგარიშსწორებო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;

ვ) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გაწეულ ხარჯებზე ურთიერთშედარების განხორციელება არანაკლებ კვარტალში ერთხელ;

ზ) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ხარჯვის შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან;

თ) ყოველი მომდევნო თვის 7 რიცხვამდე საანგარიშო თვის ფულის გაცემის ოპერატიულ ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის მომზადება და წარდგენა სახაზინო სამსახურის უფროსთან.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარმოდგენა, რომლებიც მითითებულია საანგარიშსწორებო საბუთებში;

ბ) მოითხოვოს დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციებისაგან საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო ორგანიზაციის მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეუჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვაკოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) საგადახდო მოთხოვნების რეგისტრაციის სამმართველო;

ბ) საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველო.

2. საგადახდო მოთხოვნების რეგისტრაციის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი სადამფუძნებლო იურიდიული დოკუმენტაციის მიღება და ამ დოკუმენტაციასთან საანგარიშსწორებო საბუთების შესაბამისობის კონტროლი;

ბ) ფინანსურ-ოპერატიული გეგმის შედგენა;

გ) ფინანსურ-ოპერატიულ გეგმაში ცვლილებების განხორციელება;

დ) საოპერაციო დეპარტამენტის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების შემოწმება ,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ ვალდებულების აღებისა და ხარჯების გაწევის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 25 დეკემბრის №1825 ბრძანების შესაბამისად;

ე) წინასწარ გადახდილ სახსრებზე დამოწმების მიღება და ფაქტობრივი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტის შესახებ ინფორმაციის განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

ვ) ყოველი კვარტალის ბოლოს ფაქტობრივად გაწეული ხარჯის შედარება მომსახურე ორგანიზაციებთან.

3. საგადახდო მოთხოვნების რეგისტრაციის სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას.

4. საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი და რეგისტრაციის სამმართველოს ოპერატორების მიერ დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების იდენტურობის შემოწმება;

ბ) საგადახდო მოთხოვნების ელექტრონული რეესტრის შედგენა, რომელიც ეგზავნება საანგარიშსწორებო დეპარტამენტს გასანაღდებლად;

გ) ეროვნულ ბანკში გასაგზავნი, კონვერტაციისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემოწმება;

დ) ბანკიდან უკან მობრუნებული თანხების შესახებ ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის სამმართველოსთვის მიწოდება;

ე) დეპარტამენტში შემოსული და გასული წერილების რეგისტრაცია სპეციალურ ჟურნალში.

5. საგადახდო მოთხოვნების შემოწმების სამმართველოს ჰყავს უფროსი, რომელიც ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებას. ამოწმებს და პროგრამულად ამუშავებს საანგარიშსწორებო დეპარტამეტში გასაგზავნ რეესტრს და აგზავნის საანგარიშსწორებო დეპარტამენტში.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №4

საანგარიშსწორებო დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) საანგარიშსწორებო დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესებით, მომსახურე ხაზინების მიერ დღის განმავლობაში დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების რეესტრების მიღება, დამუშავება და შესაბამისი ელექტრონული საგადახდო დავალებების შექმნა;

ბ) ელექტრონული საგადახდო დავალებების საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენა გასანაღდებლად;

გ) საქართველოს ეროვნულ ბანკთან ანგარიშსწორების განხორციელება ელექტრონული საგადახდო საბუთების მეშვეობით;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკიდან მიღებული განაღდებული საგადახდო დავალებების ამონაწერების დამუშავება და მათი მომსახურე ხაზინებამდე დაყვანა;

ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ოპერატიული ფინანსური გეგმის შედგენისა და ფულადი სახსრების მართვის წესების შესაბამისად მომსახურე ხაზინების მიხედვით დამტკიცებული ყოველკვირეული ფინანსური გეგმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიური ზღვრული მოცულობების დამტკიცება და კონტროლი;

ვ) სახალმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯის მობრუნებული თანხების აღრიცხვა საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ გამოცემული წესების შესაბამისად და განთავსება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში;

ზ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ჩარიცხული გაურკვეველი თანხების აღრიცხვა და დამუშავება შემდგომი სათანადო პროცედურებისათვის;

თ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი ფულადი გრანტის სახით ჩარიცხული თანხების აღრიცხვა და დამუშავება სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში. მიზნობრივი გრანტების ფარგლებში განხორციელებული გადარიცხვების აღრიცხვა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება დადგენილი წესით;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;

კ) ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ყოველთვიური და წლიური ანგარიშების მომზადება საპროგნოზო მოცულობებთან მიმართებაში;

ლ) ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დაბრუნება, აღრიცხვა და ანგარიშგება;

მ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვა, მართვა და ანგარიშგება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

საანგარიშსწორებო დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) მოითხოვოს დოკუმენტების წარმოდგენა და პროცედურების დაცვა, რომლებიც გათვალისწინებულია ,,ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილების შესაბამისად;

ბ) მოითხოვოს მომსახურე ხაზინებიდან საანგარიშსწორებო პროცედურების სრული დაცვა, ხოლო მათი მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაუცველობის შემთხვევაში შეუჩეროს ოპერაციები და აცნობოს სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობას.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

ი) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) ანგარიშსწორების სამმართველო;

ბ) სახელმწიფო შემოსავლების სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. ანგარიშსწორების სამმართველო:

ა) საბანკო დღის განმავლობაში ახდენს მომსახურე ხაზინებიდან დარეგისტრირებული საგადახდო მოთხოვნების მიღებას დოკუმენტური და ელექტრონული რეესტრების იდენტურობის შემოწმებას. სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში დამუშავებას და საქართველოს ეროვნულ ბანკში წარსადგენი საგადახდო დავალებების რეესტრების ჩამოყალიბებას;

ბ) აღრიცხავს სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების ფულის გაცემის გეგმებს მომსახურე ხაზინების მიხედვით ყოველკვირეული მაჩვენებლებით. ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიურ ზღვრულ მოცულობებს და აკონტროლებს მათ შესრულებას ოპერატიული ფინანსური გეგმების ყოველკვირეულ და სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველდღიურ ზღვრულ მაჩვენებლებთან;

გ) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე ბიუჯეტისა და მიზნობრივი გრანტის ფარგლებში გაწეული ხარჯების მობრუნებული თანხების აღრიცხვასა და ასახვას სახელმწიფო ხაზინის საინფორმაციო სისტემაში სათანადო წესით და დაყვანას მომსახურე ხაზინებზე;

დ) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მიზნობრივი გრანტის სახით ჩარიცხული და გადარიცხულ თანხების აღრიცხვას და კონტროლს, ამზადებს ყოველთვიურ და წლიურ ანგარიშს მიზნობრივი გრანტების შესახებ.

4. სახელმწიფო შემოსავლების სამმართველო:

ა) ახდენს სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საბანკო დღის განმავლობაში განთავსებული ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვას და განაწილებას სახსრების მფლობელების მიხედვით;

ბ) ამზადებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ოპერატიულ ინფორმაციას ყოველდღიურად, კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების შესახებ ინფორმაციას – ყოველთვიურად და წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

გ) ახორციელებს შემოსავლების სამსახურის, სხვა დაწესებულებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე მობილიზებული თანხების აღრიცხვას და შესაბამისი ამონაწერებით უზრუნველყოფას;

დ) ახორციელებს ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლის დაბრუნებას სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან საქართველოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად;

ე) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი არასაგადასახდო შემოსავლის და სხვა შემოსულობის დაბრუნებას შესაბამისი ბიუჯეტის მიმდინარე შემოსავლებიდან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ვ) ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი საგადასახადო შემოსავლის, არასაგადასახადო შემოსავლის და სხვა შემოსულობის სხვა გადასახადების გადახდის ანგარიშში გადატანას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხების აღრიცხვას შესაბამის ბიუჯეტებში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №5

ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) ადმინისტრაციული დეპარტმენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინის სისტემის ფინანსური უზრუნველყოფის მიზნით წლიური ბიუჯეტის პროექტის მომზადება, სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გადაუდებელი შესყიდვების განხორციელება;

გ) სახელმწიფო ხაზინის საკადრო რესურსების მართვა, ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ორგანიზება და ჩატარება, საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზება, მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, სახელმწიფო ხაზინის მოსამსახურეთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შეგროვება, შესაბამის ორგანოებში ჩაბარების ორგანიზება;

დ) სახელმწიფო ხაზინის საქმისწარმოების ორგანიზება და წარმართვა;

ე) სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული მასალების საქმისწარმოება;

ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, დაინტერესებულ პირთა უზრუნველყოფა საჯარო ინფორმაციით;

ზ) სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინის პერიოდულად შემოწმება და წინადადებების მომზადება სახაზინო სამსახურის უფროსთან წარსადგენად;

თ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში შინაგანაწესის დაცვის კონტროლი;

ი) საარქივო საქმიანობის წარმართვა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს საანგარიშსწორებო საბუთებზე კომპეტენციის ფარგლებში;

ვ) უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის დაცვის კონტროლს;

ზ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და პასუხისმგებელია მათ სისწორეზე;

თ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 4. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) გასული წლისა და საანგარიშგებო წლის 6 თვის შედეგების ანალიზის საფუძველზე, მომავალი წლის ბიუჯეტის განაცხადის შედგენა;

ბ) სახელმწიფო ხაზინისათვის დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური განწერის ფარგლებში სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატისა და რეგიონალური ხაზინების საფინანსო გეგმის შედგენა;

გ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატისათვის გამოყოფილი სახრების მიზნობრივ ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;

დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის შრომის ანაზღაურებისა და სოციალური ანარიცხების კვარტალური განაცხადის და ვალდებულებების დოკუმენტების შედგენა;

ე) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისათვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;

ვ) სახელმწიფო ხაზინის საბუღალტრო აღრიცხვის სწორი ორგანიზაციის უზრუნველყოფა;

ზ) საბუღალტრო დოკუმენტების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;

თ) ცენტრალური აპარატისა და ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ნაერთი ბუღალტრული ანგარიშგების შედგენა;

ი) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სხვა გასაცემი თანხების დროულად დარიცხვისა და გაცემის უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის მიერ სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმების და ფაქტობრივი მაჩვენებლების, გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული ინფორმაციის მომზადება და გაგზავნა საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;

ლ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის კუთვნილი მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა;

მ) სასაწყობო მეურნეობის წარმოება და მისი ყოველთვიური ინვენტარიზაციის განხორციელება;

ნ) სახელმწიფო ხაზინის ცენტრალურ აპარატში დაშვებული ლიმიტების შესაბამისად, საწვავის მიზნობრივ ხარჯვის უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა საწყობის მეშვეობით;

ო) სასაწყობო მეურნეობის სწორად წარმართვა და საკანცელარიო საქონლის ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;

პ) სახელმწიფო ხაზინის ძირითადი საშუალებების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა;

ჟ) სახელმწიფო ხაზინის ადმინისტრაციული შენობის საექსპლუატაციო პირობების შექმნა და ეზოს მოვლა-დასუფთავების უზრუნველყოფა;

რ) სახელმწიფო ხაზინის არქივის, დოკუმენტების აღრიცხვის, მიღების და შენახვის უზრუნველყოფა დებულების შესაბამისად;

ს) სახელმწიფო ხაზინის კომუტატორის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;

ტ) სახელმწიფო ხაზინის დამხმარე პერსონალის ზედამხედველობა და კონტროლი, აგრეთვე მათი საჭირო მასალებითა და ინვენტარით უზრუნველყოფა.

4. საქმისწარმოებისა და პერსონალის მართვის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად დოკუმენტებზე მუშაობის სწორი ორგანიზება და კონტროლი, დოკუმენტების არქივში გადასაცემად მომზადების ღონისძიებების გატარების უზრუნველყოფა;

ბ) სახელმწიფო ხაზინაში შემოსული და გასული კორესპონდენციის დამუშავების, რეგისტრაციის, განაწილების და სახელმწიფო ხაზინის ხელმძღვანელობისათვის წარდგენის ორგანიზება;

გ) სახაზინო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის სათანადო რეგისტრაციის, აღრიცხვისა და შენახვის უზრუნველყოფა;

დ) გასაგზავნი კორესპონდენციების დამუშავება და დროულად გაგზავნა ადრესატებთან;

ე) სახაზინო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილეების რეზოლუციების შესაბამისად კორესპოდენციების გადაცემა ადრესატებზე;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შემუშავების, საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზების უზრუნველყოფა;

ზ) საქმის წარმოების მუშაობისათვის განკუთვნილი ბეჭედისა და სარეგისტრაციო შტამპების გამოყენება და შენახვა;

თ) საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ასლების დამოწმება ხელმოწერითა და ბეჭდით;

ი) კომპეტენციის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

კ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში, საჯარო სამსახურის კადრების მართვის სახელმწიფო პოლიტიკის გატარების უზრუნველყოფა;

ლ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში, კადრების მართვის სტრატეგიისა და ერთიანი საკადრო პოლიტიკის შემუშავება, ადამიანური რესურსების განვითარების პერმანენტული პროცესის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

მ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწესების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ;

ნ) სახელმწიფო ხაზინის დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების პროექტების მომზადებისა და გაფორმების უზრუნველყოფა;

ო) სახელმწიფო ხაზინის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოების განხორციელება;

პ) სახელმწიფო ხაზინის შინაგანაწესის პროექტის მომზადება და სახაზინო სამსახურის უფროსისათვის დასამტკიცებლად წარდგენა, მის შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;

ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისათვის მასალების მომზადება;

რ) სახელმწიფო ხაზინაში ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და სტაჟირების გავლის კონტროლის განხორციელება;

ს) მონაწილეობის მიღება სახელმწიფო ხაზინის სისტემის საჯარო მოსამსახურეთა ატესტაციების ორგანიზებაში და ატესტაციის შედეგების ასახავა მოსამსახურეთა პირად საქმეებში;

ტ) დადგენილი წესის შესაბამისად, სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა რეზერვის ერთიანი ბანკის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება, სახაზინო სამსახურის უფროსის დავალებათა შესაბამისად, მასალების მომზადება რეზერვიდან კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით;

უ) სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეებისათვის სამსახურებრივი მოწმობების გაცემა, მრავალჯერადი და ერთჯერადი საშვების გაცემა;

ფ) სახელმწიფო ხაზინის სისტემის მოსამსახურეთა შვებულებების გრაფიკის შედგენა და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.

    მუხლი 5. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №6

ინფორმატიკის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) (შემდგომში – სახელმწიფო ხაზინა) ინფორმატიკის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სახელმწიფო ხაზინის ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი მონაცემთა ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური ფუნქციონირება და მონაცემთა დაცვა;

ბ) სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფების და მომსახურე ხაზინების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მომსახურე ხაზინების უზრუნველყოფა ინფორმაციით საერთო მონაცემთა ბაზიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების გამოკვლევა და მათი დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების დადგენა, მათ საფუძველზე კომპიუტერიზაციის ტექნიკური პროექტებისა და ტექნიკური დავალებების შემუშავება;

ე) ახალი პროგრამული სისტემების შექმნა და არსებულ პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ვ) სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მომსახურე ხაზინების შემომავალი ინფორმაციის ტექნიკური ანალიზი და სისტემატიზირება;

ზ) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან გამომავალი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმების შემუშავება სახელმწიფო ხაზინის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და მომსახურე ხაზინების მოთხოვნათა მიხედვით. კომპიუტერული, სისტემური და მონაცემების შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შემუშავება;

თ) სახელმწიფო ხაზინის ვებსერვერის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ვებგვერდებზე ინფორმაციების განთავსება საერთო მონაცემთა ბაზიდან;

ი) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მონაცემების მოპოვება და ინფორმაციის ახალი, ალტერნატიული წყაროების გამოვლენა;

კ) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაცია საერთო ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში;

ლ) სასწავლო მასალის მომზადება და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ;

მ) სახელმწიფო ხაზინის დაქვემდებარებაში არსებული ქვედანაყოფების კომუნიკაციური სისტემებითა და ქსელური კავშირით უზრუნველყოფა. ქსელში ჩართული მომხმარებლების ადმინისტრირება, საერთაშორისო ქსელით (ინტერნეტი) სარგებლობით უზრუნველყოფა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უზრუნველყოფა;

ნ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ლოკალური ქსელისა და ქსელის აქსესუარების ტექნიკური მომსახურება.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

1. სახელმწიფო ხაზინაში შემავალი დეპარტამენტების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების კომპიუტერულ სისტემებში ნებისმიერი ტექნიკური ან პროგრამული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს დეპარტამენტთან.

2. სახელმწიფო ხაზინის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის კორექტულობის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს ბაზაში შეტანილი მონაცემების შესაბამისი დოკუმენტაცია.

3. დაუშვებელია დეპარტამენტთან შეთანხმების გარეშე დეპარტამენტის მიერ სახაზინო სამსახურში დანერგილი პროგარამული სისტემებისა და ტექნოლოგიების გადაცემა:

ა) სახელმწიფო ხაზინაში შემავალი დეპარტამენტებს, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინებს შორის;

ბ) სხვა იურიდიული ან ფიზიკური პირებისათვის.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სახაზინო სამსახური უფროსის წარდგინებით. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე;

გ) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

დ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებზე;

ვ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის ინვენტარისა და მასალების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

თ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას, დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა, კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

4. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

5. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ხაზინის ერთიანი მონაცემთა ბაზის და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, მისი საიმედო და ეფექტური ფუნქციონირება და მონაცემთა დაცვა;

ბ) სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებისა და მომსახურე ხაზინების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;

გ) სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებისა და მომსახურე ხაზინების უზრუნველყოფა ინფორმაციით საერთო მონაცემთა ბაზიდან მათი კომპეტენციის ფარგლებში;

დ) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ახალი ამოცანების გამოკვლევა და მათი დამუშავების მეთოდებისა და ალგორითმების დადგენა, მათ საფუძველზე კომპიუტერიზაციის ტექნიკური პროექტებისა და ტექნიკური დავალებების შემუშავება;

ე) ახალი პროგრამული სისტემების შექმნა და არსებულ პროგრამულ პროდუქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;

ვ) სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებისა და მომსახურე ხაზინების შემომავალი ინფორმაციის ტექნიკური ანალიზი და სისტემატიზირება;

ზ) ერთიანი მონაცემთა ბაზიდან გამომავალი ინფორმაციის შინაარსისა და ფორმების შემუშავება სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტებისა და მომსახურე ხაზინების მოთხოვნათა მიხედვით. კომპიუტერული, სისტემური და მონაცემების შიდა სამსახურებრივი სტანდარტების შემუშავება;

თ) სახელმწიფო ხაზინის ვებსერვერის ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ვებ გვერდებზე ინფორმაციების განთავსება საერთო მონაცემთა ბაზიდან;

ი) სახელმწიფო ხაზინის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი მონაცემების მოპოვება და ინფორმაციის ახალი, ალტერნატიული წყაროების გამოვლენა.

4. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ფუნქციებია:

ა) მომსახურე ხაზინების კომპიუტერული სისტემების ინტეგრაცია საერთო ინფორმაციულ ინფრასტრუქტურაში;

ბ) სასწავლო მასალის მომზადება და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება კომპიუტერებისა და ტელესაკომუნიკაციო სისტემათა სარგებლობის შესახებ;

გ) სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტების კომუნიკაციური სისტემებითა და ქსელური კავშირით უზრუნველყოფა. ქსელში ჩართული მომხმარებლების ადმინისტრირება, საერთაშორისო ქსელით (ინტერნეტი) სარგებლობის უზრუნველყოფა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ელექტრონული ფოსტით სარგებლობის უზრუნველყოფა;

დ) სახელმწიფო ხაზინის სისტემაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ლოკალური ქსელისა და ქსელის აქსესუარების ტექნიკური მომსახურება.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №7

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტის) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინები წარმოადგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც უზრუნველყოფენ სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვას და ანგარიშგებას.

2. რეგიონალური ხაზინები ანგარიშვალდებულნი არიან სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე.

3 ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების (შემდგომში – რეგიონალური ხაზინები) შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. რეგიონალური ხაზინების საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს წინამდებარე ტიპური დებულება, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

4. სახელმწიფო ხაზინის დაქვემდებარებაში მყოფი ხაზინებია:

ა) რეგიონალური ხაზინა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში;

ბ) რეგიონალური ხაზინა ცხინვალში;

გ) რეგიონალური ხაზინა შიდა ქართლში;

დ) რეგიონალური ხაზინა ქვემო ქართლში;

ე) რეგიონალური ხაზინა კახეთში;

ვ) რეგიონალური ხაზინა იმერეთში;

ზ) რეგიონალური ხაზინა სამეგრელო-ზემო სვანეთში;

თ) რეგიონალური ხაზინა გურიაში;

ი) რეგიონალური ხაზინა მცხეთა-მთიანეთში;

კ) რეგიონალური ხაზინა სამცხე-ჯავახეთში;

ლ) რეგიონალური ხაზინა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში;

მ) ქ. ფოთის ხაზინა.

5. რეგიონალური ხაზინები თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით, ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და წლიური საბიუჯეტო კანონით, საქართველოს კანონებით და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (სახაზინო დეპარტამენტი) დებულებითა და წინამდებარე ტიპური დებულებით.

6. რეგიონალური ხაზინების საშტატო განრიგს სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი (შემდგომში – მინისტრი). რეგიონალური ხაზინების უფროსებს და მათ მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშანავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით.

7. რეგიონალურ ხაზინებს აქვთ ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავიანთი დასახელებით, შესაბამისი ანგარიშები ბანკებში.

8. რეგიონალური ხაზინების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.

    მუხლი 2. რეგიონალური ხაზინების ფუნქციები

რეგიონალური ხაზინების ფუნქციებია:

ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება და რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების უზრუნველყოფა სათანადო დაფინანსებით, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული და სახელმწიფო ხაზინის მიერ დაშვებული კვარტალური და ყოველთვიური გეგმების შესაბამისად;

ბ) რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის ფულადი სახსრების მართვა;

გ) რეგიონში სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა და სახელმწიფო ხაზინაში წარდგენა;

დ) რეგიონალური ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ვალდებულებების მიღებაშემოწმება, დარეგისტრირება და სახელმწიფო ხაზინაში წარდგენა დასამტკიცებლად;

ე) მის მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ოპერატიული ფინანსური გეგმის შესრულების ანგარიშის შედგენა, რომელსაც წარადგენენ სახელმწიფო ხაზინაში.

    მუხლი 3. რეგიონალური ხაზინების უფლებამოსილებანი

1. ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეთანხმებით რეგიონალური ხაზინა უწევს მას ტექნიკურ მომსახურებას სახაზინო ოპერაციების, აგრეთვე ანგარიშებისა და მოხსენებების მომზადებისათვის.

2. მიაწოდოს ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს, აგრეთვე საბიუჯეტო სახსრების მიმღები ორგანიზაციების ხელმძღვანელებს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

3. მოითხოვოს მომსახურებაზე მყოფი დაწესებულებებიდან (ორგანიზაციებიდან) კვარტალური ხარჯთაღრიცხვები.

4. რეგიონალური ხაზინები საფინანსო ოპერაციებს ახორციელებენ ბიუჯეტის სახსრების მიმღები ორგანიზაციადაწესებულებების დავალებით.

    მუხლი 4. რეგიონალური ხაზინების ხელმძღვანელობა

1. რეგიონალურ ხაზინას ჰყავს უფროსი, რომელიც ორგანიზაციას უწევს რეგიონალური ხაზინის მუშაობას, პასუხისმგებელია ხაზინაზე დაკისრებული ამოცანების გადაჭრასა და ფუნქციების შესრულებაზე.

2. რეგიონალური ხაზინის უფროსი ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის.

3. რეგიონალური ხაზინის უფროსი, სახელმწიფო ხაზინის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს ხაზინის ინტერესებს სახელმწიფო ორგანოებსა და სასამართლოებში.

4. რეგიონალური ხაზინის უფროსი ხელს აწერს მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ყველა დოკუმენტებს, ხოლო ფულად საანგარიშსწორებო დოკუმენტებს მთავარ ბუღალტერთან ერთად. პასუხისმგებელია რეგიონალური ხაზინის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე.

5. რეგიონალური ხაზინის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელიც რეგიონალური ხაზინის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.

    მუხლი 5. რეგიონალური ხაზინების სტრუქტურა

1. რეგიონალური ხაზინების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მომსახურების განყოფილება;

ბ) ბუღალტერია.

2. რეგიონალური ხაზინის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

    მუხლი 6. რეგიონალური ხაზინის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

რეგიონალური ხაზინის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.