,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“

  • Word
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 826
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/10/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 159, 04/11/2008
ძალაში შესვლის თარიღი 05/11/2008
ძალის დაკარგვის თარიღი 16/11/2009
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.334
  • Word
826
31/10/2008
სსმ, 159, 04/11/2008
010.320.010.22.033.012.334
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.334

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №826

2008 წლის 31 ოქტომბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების (დეპარტამენტების) დებულებების, ქ. ფოთისა და რეგიონალური ხაზინების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1136 ბრძანებაში (სსმ III, 16.10.07, №144, მუხლი 1606) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

1. ბრძანებით დამტკიცებული ,,საანგარიშსწორებო დეპარტამენტის დებულების“ (დანართი №4) მე-2 მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი) სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი;“.

2. ბრძანებას დაემატოს დანართი №42  თანდართული რედაქციით.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 5 ნოემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი     ნ. გილაური

 

დანართი №42

სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტის დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სახაზინო სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის და სახაზინო სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახაზინო სამსახურის დებულებებით და წინამდებარე დებულებით.

    მუხლი 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:

ა) მონაწილეობის მიღება ბიუჯეტის დეფიციტის ზღვრული ოდენობის შევსების წყაროების განსაზღვრაში სახელმწიფო ვალის ფორმირების ხარჯზე;

ბ) საშინაო წყაროებიდან სახელმწიფოს მიერ მისაღები სასესხო რესურსების მოცულობის დაგეგმვა და განსაზღვრა;

გ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

დ) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;

ე) სახელმწიფო საშინაო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ წინადადებათა მომზადება;

ვ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;

თ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;

კ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ლ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

მ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

 ნ) ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა.

    მუხლი 3. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი

დეპარტამენტი უფლებამოსილია:

ა) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების შესრულების შესახებ;

ბ) გამოითხოვოს სახაზინო სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტებიდან ხაზინის ანგარიშებზე რიცხული ფულადი სახსრების ნაშთებზე და კვარტალური განწერით დამტკიცებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების შესახებ ოპერატიულ მაჩვენებლებზე ინფორმაციები;

გ) გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებიდან სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოებისათვის საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

დ) მოითხოვოს და მიიღოს სამინისტროებიდან, უწყებებიდან, საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახელმწიფო შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხების აღებასთან, სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციასა და სავალო პრეტენზიებთან დაკავშირებით მუშაობისთვის საჭირო ინფორმაციები და დოკუმენტები;

ე) გამოითხოვოს საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხებით, სასესხო ხელშეკრულების შესაბამისად სახსრების გამოყენების და განთავსების შესახებ ინფორმაცია;

ვ) გამოითხოვოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების შესახებ ინფორმაცია;

ზ) მიიღოს ყოველკვარტალურად სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან სრული ინფორმაცია სესხის სახსრების ხარჯვისა და მათი დაბრუნების შესახებ.

    მუხლი 4. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

2. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სახაზინო სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

3. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

4. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას;

ბ) ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტის მუშაობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის და ახდენს მათი მუშაობის კოორდინაციას;

დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების, მატერიალური წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) ანგარიშვალდებულია სახაზინო სამსახურის უფროსის წინაშე დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში;

ბ) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

გ) დეპარტამენტის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.

6. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ სამმართველოს უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახაზინო სამსახურის უფროსი.

7. დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალი სამმართველოს უფროსები ხელმძღვანელობენ სამმართველოს, უშუალოდ ემორჩილებიან დეპარტამენტის უფროსსა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე, ასრულებენ მათ დავალებებს და ამ დებულებით სტრუქტურული ერთეულებისათვის განსაზღვრულ ამოცანებსა და ფუნქციებს.

    მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტის შემადგენლობაშია ორი სამმართველო:

ა) სახელმწიფო საშინაო ვალის მართვის სამმართველო;

ბ) სესხების მართვისა და მონიტორინგის სამმართველო.

2. სამმართველოს მუშაობას ხელმძღვანელობს, კოორდინაციას უწევს და სამმართველოს თანამშრომლებს შორის სამუშაოს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.

3. სესხების მართვისა და მონიტორინგის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) სახელმწიფოს შიდა და საგარეო საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების ერთიანი რეესტრის წარმოება;

ბ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებთან და ორგანიზაციებთან გასაფორმებელი სესხის ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების მართვა;

დ) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე გაცემული სესხების რესტრუქტურიზაციის, სასესხო დავალიანების დაზუსტების, სასესხო დავალიანების გარკვეული ოდენობის პატიების, სასესხო დავალიანების უიმედოდ აღიარებისა და ჩამოწერის თაობაზე საკითხის განხილვის მიზნით ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიისათვის“ შესაბამისი მასალებისა და ინფორმაციის მომზადება;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღებ საწარმოებსა და ორგანიზაციებს შორის სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის თაობაზე დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების მონიტორინგი;

ზ) ,,გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასესხო დავალიანებათა მქონე სახელმწიფოს შიდა საკრედიტო რესურსების ხარჯზე სესხის მიმღები საწარმოებისა და ორგანიზაციების მიმართ დაწყებულ გაკოტრებისა და რეაბილიტაციის პროცესებში მონაწილეობა.

4. სახელმწიფო საშინაო ვალის მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) არსებული კანონმდებლობის შესაბამისად წარმოქმნილი სახელმწიფო სავალო ვალდებულებების სახელმწიფო საშინაო ვალისათვის მიკუთვნების მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და წინადადებების შემუშავება მისი დაფარვის წესის შესახებ;

ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო საშინაო ვალის ოდენობის განსაზღვრა და აღრიცხვა;

გ) სახელმწიფო საშინაო ვალის რესტრუქტურიზაციის, დაფარვის წესისა და დაფარვის გრაფიკის შედგენის შესახებ წინადადებების მომზადება;

დ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიის ყოველწლიური გეგმის შემუშავება;

ე) სახელმწიფო საშინაო ვალის რეესტრის წარმოება;

ვ) სხვადასხვავადიანი სახელმწიფო საშინაო სასესხო ვალდებულებების (სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების) გამოშვების, მიმოქცევისა და დაფარვის ძირითადი პირობების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) სახელმწიფო საშინაო ვალის ფორმირების, მათ შორის სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებასთან დაკავშირებული ურთიერთპრეტენზიების საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება.

    მუხლი 6. დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

დეპარტამენტის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.