სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომსახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

  • Word
სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომსახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2-407
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
მიღების თარიღი 21/09/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 1, 01/10/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 25/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).003.000370
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
2-407
21/09/1998
სსმ, 1, 01/10/1998
000000090.01(2).003.000370
სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომსახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ
საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (01/10/1998 - 14/12/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.370

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის

ბრძანება  №2-407

1998 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი   

სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომსახურების გადასახდელისაგან განთავისუფლების შესახებ

რიგი ფიზიკური პირისა და მეწარმის, ასევე საქართველოს ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციის მიერ გამოითქვა უკმაყოფილება "საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციის ფასიანი მომსახურების ტარიფებისა და მისი გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მიერ 1997 წლის 19 ივნისის №2-166 ბრძანებით დამტკიცებული ფიტოსანიტარული კარანტინის მომსახურებისა და სატრანზიტო ტარიფების მიმართ.

"საქართველოს ეკონომიკის შემდგომი წინსვლისა და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 აგვისტოს №482 ბრძანებულების შესასრულებლად ვბრძანებ:

1. ფიზიკური პირების, მეწარმეებისა და ექსპედიტორთა ეროვნული ასოციაციის ინტერესებიდან გამომდინარე, მცენარეთა დაცვის სამსახურმა და მასში შემავალმა ფიტოსანიტარული კარანტინის სახელმწიფო ინსპექციამ შეაჩეროს სატრანზიტო ტვირთების საკარანტინო მომსახურების გადასახდელების ამოღება, გარდა მათი სერტიფიცირების საფასურისა.

2. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მცენარეთა დაცვის სამსახურმა (ზ. ლიპარტია) იურიდიული და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოსთან (ი. ლომთათიძე) ერთად უზრუნველყოს ბრძანების რეგისტრაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში.

3. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ადამინისტრაციულმა დეპარტამენტმა (თ. ლოლაძე) უზრუნველყოს ბრძანების პრესაში გამოქვეყნება.

4. ბრძანება ძალაში შევიდეს მისი პრესაში გამოქვებნებისთანავე.

5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე განახორციელოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვ. გვარჯალაძემ.

ბ. გულუა