საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №96 თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

  • Word
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №96 თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 96
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
მიღების თარიღი 06/06/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 09/06/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(2).004.000272
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
96
06/06/2000
სსმ, 53, 09/06/2000
000000090.01(2).004.000272
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის ბრძანება №96 თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/06/2000 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.004.272

საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის

 ბრძანება 96

2000 წლის 6 ივნისი

. თბილისი

თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- მუხლისა და საქართველოში თამბაქოს ნაწარმის წარმოების, იმპორტის, საბითუმო და საცალო ვაჭრობის მოწესრიგების ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებსაქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 23 ივნისის 391 ბრძანებულების მოთხოვნათა შესრულების უზრუნველსაყოფად, თამბაქოს ნაწარმის საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, ქვეყნის ეკონომიკურ სივრცეში მის საბითუმო და საცალო მიწოდებაზე კონტროლის გაძლიერების, აღრიცხვის გაუმჯობესებისა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების დროულად და სრულად მობილიზაციის მიზნით ვრძანებ:

1. საბაჟო კოდექსის მე-16 და 77- მუხლების შესაბამისად საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოტანა განხორციელდეს ფოთის, ბათუმის, სარფის, გარდაბნის, თბილისის აეროპორტისა, წითელი ხიდის და სადახლოს საბაჟოებზე, ხოლო საბაჟო გაფორმება აჭარის რეგიონალურ, თბილისის რეგიონალურ და ფოთის საბაჟოებზე.

2. აქციზური მარკების სამსახურმა:

უზრუნველყოს აქციზური მარკების მიმღების განაცხადის საფუძველზე ამ მარკების მიწოდების ორგანიზება კონკრეტულ მწარმოებლამდე, აქციზური მარკების ნომრების დაფიქსირებით;

ერთი კვირის ვადაში ჩაატაროს აქციზური მარკების ინვენტარიზაცია გაცემის თარიღების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- მუხლის შესაბამისად ფიქსირებული გადასახადის გადიდების შედეგად წარმოშობილი საგადასახადო სხვაობის გადახდევინების გრაფიკის შედგენა და ამ თანხების გადახდევინება დაწესებული ვადებისათვის;

 გაცემული მარკების, საგადასახადო სხვაობის გადახდევინების გრაფიკისა და ამ სხვაობით გათვალისწინებული თანხების გადახდის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საბაჟო დეპარტამენტის შესაბამის სამსახურს.

3. საბაჟო დეპარტამენტმა:

აქციზური მარკებით ნიშანდებაზე, ამ მარკების ნომრების იდენტურობასა და სიყალბეზე კონტროლის დაწესების მიზნით უზრუნველყოს იმპორტული თამბაქოს ნაწარმის თითოეული სატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას თამბაქოს ნაწარმის ყუთების საერთო რაოდენობის, არანაკლებ ორი პროცენტის, ხოლო თითო ყუთიდან არანაკლებ ორი პროცენტის შერ-ჩევითი გადამოწმება, რის შესახებაც შეადგინოს სათანადო აქტი თანდართული ფორმის მიხედვით;

საბაჟო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი საბუთისა და აქციზური მარკების იდენტურობის შესახებ შედგენილი აქტის საფუძველზე გასცეს იმპორტიორის ბარათი და აქციზური ტვირთების გადაზიდვის ნებართვა, რაც წარმოადგენს სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის შევსებისა და საქონლის საბაჟო გაფორმების საფუძველს და დასაწყობების ადგილამდე თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების თანმხლებ დოკუმენტს;

გადასცეს ოპერატიულად საგადასახადო დეპარტამენტში ამ ბრძანების საფუძველზე შექმნილ საკოორდინაციო ჯგუფს საბაჟო ორგანოების მიერ დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტების ქსეროასლები და იმპორტიორის ბარათის ერთი პირი;

4. საგადასახადო დეპარტამენტმა:

უზრუნველყოს თამბაქოს ნაწარმის საწყობების აღრიცხვა და რეესტრში გატარება მათი ადგილმდებარეობის შესახებ იმპორტიორთა და მწარმოებელთა წინასწარი განაცხადების საფუძველზე;

განახორციელოს მეთვალყურეობა თამბაქოს ნაწარმის დასაწყობების პროცესზე;

დააწესოს კონტროლი საბითუმო ბაზებიდან თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისადმი და უზრუნველყოს მიწოდებული თამბაქოს ნაწარმის რაოდენობრივი აღრიცხვა.

5. საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს:

მეზობელი ქვეყნების საბაჟო სამსახურებთან ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც მოხდება თამბაქოს ნაწარმის ყოველი კონკრეტული პარტიის გადაცემა ამ ქვეყნების საბაჟო სივრცეში;

საზღვაო ტრანსპორტით თამბაქოს ნაწარმის გატანის შემთხვევაში გადამზიდველის მიერ საბაჟო ორგანოში იმ სატრანსპორტო დოკუმენტების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს საზღვაო-სატრანსპორტო საშუალების ბორტზე საქონლის მიღებას;

დასვას საკითხი საბაჟო კონტროლის ქვეშ საბაჟო საწყობებში განთავსებული არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის მფლობელის წინაშე მისი საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გატანის შესახებ.

6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე თამბაქოს ნაწარმის მიმღების შეცვლა ნებადართულია მხოლოდ გადამაადგილებლის მიერ ტვირთის მფლობელებისაგან მიღებული შესაბამისი დავალებისა და განაცხადის საფუძველზე.

7. აიკრძალოს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის ნაშთების გადაადგილება გარდა ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის რეჟიმში მოქცეული საქონლისა და დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევისა.

8. თამბაქოს ნაწარმის იმპორტისა და ტრანზიტის წესების დაცვისადმი კონტროლის გაძლიერების, საბაჟო კონტროლის ქვეშ აქციზური მარკით მარკირებული და არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის რაოდენობისა და სახეობების მიხედვით ინვენტარიზების და არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის გატანისადმი კონტროლის დაწესების მიზნით საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

. აბესაძე (დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ჯგუფის ხელმძღვანელი);

. ცაგურია (აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველოს უფროსი);

. გოგოლიძე (აქციზური საქონლის მონიტორინგის სამმართველოს განყოფილების უფროსი).

9. თამბაქოს ნაწარმის ქვეყნის ტერიტორიაზე მიმოქცევის, აქციზური მარკების გარეშე და საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 ივნისის 391 ბრძანებუ­ლების მოთხოვნათა დარღვევით მისი რეალიზაციის ფაქტების აღკვეთის მიზნით შეიქმნას საკოორ-დინაციო-ანალიტიკური ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

. დათიაშვილი (საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე);

. კოპალეიშვილი (ოპერატიული სამსახურის უფროსი);

. ფეიქრიშვილი (საგადასახადო დეპარტამენტის საგანგებო-სპეციალურ დავა­ლე­ბათა სამსახურის უფროსი).

10. არამარკირებული და მოქმედი წესების დარღვევით თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აღსაკვეთად საგადასახადო დეპარტამენტში 3 დღის ვადაში შეიქმნას სავაჭრო ქსელში ასეთი პროდუქციის გამოვლენის და საცალო და საბითუმო ქსელიდან მისი ამოღების და განადგურების ორი სპეციალიზებული ოპერატიული ჯგუფი, რომლებმაც უზრუნველყონ:

ყოველდღიური რეიდების ჩატარება იმ სავაჭრო ობიექტების გამოსავლენად, რომლებიც ვაჭრობენ არამარკირებული თამბაქოს ნაწარმით და მოქმედი წესების დარღვევით;

არამარკირებული თამბაქოს ნაწარმის გამოვლენისას იმავე დღეს, ამ საქონლის ქსელიდან ამოღება და მისი განადგურება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 134- მუხლისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 19 ნოემბრის 246/285/224 ბრძანების შესაბამისად;

საცალო სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმის შესყიდვის დამადასტურებელი საბუთისა და აღრიცხვის ბარათის გარეშე თამბაქოს ნაწარმის შესყიდვა განიხილონ როგორც შესყიდვის დამადასტურებელი საბუთის არარსებობა და გადამხდელს გადაახდევინონ ამ საქონლის ღირებულება საბაზრო ფასებით საგადასახადო კოდექსის 223- მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად.

11. დაევალოს საკოორდინაციო-ანალიტიკურ ჯგუფს (. დათიაშვილი):

ჩაატარონ თამბაქოს ნაწარმის იმპორტიორებთან არსებული სასაქონლო ნაშთების ინვენტარიზაცია ამ ნაწარმის სრული რაოდენობისა და სახეობების დადგენის მიზნით;

ჩაატარონ თამბაქოს აქციზური მარკების სრული ინვენტარიზაცია თამბაქოს იმპორტიორებსა და მწარმოებლებთან;

ტერიტორიული საგადასახადო ინსპექციების მეშვეობით ჩაატარონ მათ სამოქ­მედო უბნებში არსებულ სავაჭრო ობიექტებში არსებული თამბაქოს ნაწარმის ნაშთების ინვენტარიზაცია;

მოამზადონ და ერთი კვირის ვადაში წარმოადგინონ დასამტკიცებლად ამ ბრძანებით გათვალისწინებულ ღონისძიებებზე დასაქმებული მუშაკების წახალისების სისტემა;

მოამზადონ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების პროექტი თამბაქოს ნაწარმის აღრიცხვისა და დაბეგვრის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ.

. მაჭავარიანი