საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №218 „ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ

  • Word
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №218 „ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 218
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 04/04/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 41, 08/04/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200220010.22.033.007222
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
218
04/04/2005
სსმ, 41, 08/04/2005
200220010.22.033.007222
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №218 „ სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (08/04/2005 - 28/12/2005)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.007.222

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება 218

2005 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ

საბიუჯეტო თანხების მაქსიმალური მობილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით და საქართველოს საბაჟო კოდექსის 94-ე და 95-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტის მოთ­ხოვნათა შესაბამისად, ვბრძანებ:

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გატანილი ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის დეკლარირება გან­ხორციელდეს სასაზღვრო საბაჟო ორგანოში „სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2”-ის (დანართი №1) გამოყენებით „სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორ­მა №2-ის შევსების წესის შესახებ” ინსტრუქციის (და­ნარ­­თი №2) შესაბამისად.

2. საბაჟო დეპარტამენტმა (ზ. ანთელიძე) საქარ­თველოს ფინანსთა სამინისტროს ადმინისტრაციული დე­პარ­ტამენტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველოფის სამმართველოსთან შეთანხმებით უზრუნველყოს საბაჟო დეპარტამენტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუ­ჯე­ტით გათვალისწინებული ხარჯების ფარგლებში „სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2”-ის საჭირო რაოდენობით დამზადება.

3. კონტროლი ამ ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტა­მენტის თავმჯდომარეს ზ. ანთელიძეს.

4. ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მ­ინისტრის 2000 წლის 25 მაისის №87 ბრძანება „სატვირ­თო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შე­სა­ხებ”.

5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ვ. ჩეჩელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1


დანართი 2

ინსტრუქცია

„სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2”-ის შევსების წესის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1.

ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებით გათ­ვა­ლისწინებული სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორ­მა №2-ის (შემდგომში – დეკლარაცია) შევსების წესს.

    მუხლი 2.

პირველ პუნქტში მითითებული დეკლარაციით გაფორმებას ექვემდებარება თავისუფალ მიმოქცევაში და ექსპორტის რეჟიმებში გაცხადებული, 700 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების მქონე, ერთი სახეობის ტრანსპორ­ტით გადაადგილებული საქონელი (საქონლის ჯგუფი), გარდა:

ა) აქციზური საქონლისა;

ბ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 27, 28, 29, 30, 36, 71, 8701, 8702, 8703, 8704, 8075, 8709, 8710, 8711, 8712, 8713, 8716, 88, 89, 93, 97- ე ჯგუფებით გათვალისწინებული საქონლისა;

გ) ყველა იმ საქონლის იმპორტი, რომელიც საქარ­თველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გათა­ვისუფლებულია დამატებითი ღირებულების გადასა­ხადისაგან, გარდა ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველის პუნქტის „ფ” ქვეპუნქტში მითითებული საქონლისა;

დ) „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ” 1998 წლის 28 აპრილის სა­ქარ­თვე­ლოს კანონით განსაზღვრული ორმაგი დანიშნუ­ლების პროდუქციისა;

ე) „ფიზიკური პირის მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის დაბეგვრის წესისა და დაბეგვრისაგან გათა­ვი­სუფ­ლებული საქონლის ნუსხის შესახებ” საქართველოს პარ­ლამენტის 1996 წლის 13 ივნისის №273 დადგენი­ლებით გათვალისწინებული საქონლისა.

    მუხლი 3.

ერთ დეკლარაციაში შეიძლება გაცხადებული იყოს 10 დასახელების საქონელი.

    მუხლი 4.

დეკლარაციების კომპლექტი შედგება ორი სხვადასხვა (ყვითელი, მწვანე) ფერის ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) პირველი ფურცელი რჩება რეგიონალურ საბაჟო ორგანოს და ყოველკვირეულად შესაბამისი რეესტრით ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის სტატისტიკური აღრიცხვის სამმართვე­ლოს;

ბ) მეორე ფურცელი უბრუნდება საქონლის განმცხა­დებელ პირს.

    მუხლი 5.

დეკლარაციაში „№”-ის გასწვრივ საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ აღინიშნება დეკლარა­ციის ნომერი შემდეგი სქემით: 999999 (საბაჟო ორგანოს ექვსნიშნა ციფრული კოდი)/ 99999 (დეკლა­რა­ციის რიგითი ნომერი, გაფორმებული შესაბამის საბაჟო ორგანოში).

    მუხლი 6.

კალენდარული წლის დამთავრების შემდეგ დეკ­ლა­რაციების ნუმერაცია იწყება თავიდან.

    მუხლი 7.

დეკლარაციის რიგითი ნომერი, რიგითი ნომრის მინიჭება დასტურდება პირადნომრიანი ბეჭდით.

    მუხლი 8.

დეკლარაციაში არ უნდა იყოს წაშლილი და გადას­წორებული ადგილები. ყოველი შესწორების შეტანა უნდა მოხდეს არასწორი მონაცემების გადახაზვით და თუ საჭიროა შესაბამისი მონაცემების იმავე ფურცელზე ჩამატებით. ყოველი შესწორება მოწმდება საბაჟო ო­რ­­განოს პასუხიმგებელი პირის ხელმოწერით და პი­რად­ნომრიანი ბეჭდის დასმით.

    მუხლი 9.

დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაციები საბაჟო ორგანოების მიერ არ მიიღება.

    მუხლი 10.

დასაშვებია დეკლარაციის ფურცლის უკანა მხარის გამოყენება საბაჟოს მიერ სხვადასხვა აღნიშვნებისათვის.

    თავი II. დეკლარაციის შევსების წესი

    მუხლი 11.

ფიზიკური პირის (შემდგომში – პირი) მიერ ივსება დეკლარაციის 1-12 გრაფები, ხოლო საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირების მიერ ივსება დეკლარაციის 13-19 გრაფები.

ა) პირველ გრაფაში – „გვარი” – იწერება პირის გვარი პასპორტის შესაბამისად;

ბ) მეორე გრაფაში – „სახელი”– პირის სახელი პასპორტის შესაბამისად;

გ) მესამე გრაფაში – „პასპორტის ნომერი” – იწერება პირის პასპორტის ნომერი;

დ) მეოთხე გრაფაში – „საიდენტიფიკაციო ნომე­რი” – უნდა აღინიშნოს პირის საიდენტიფიკაციო ნომერი;

ე) მეხუთე გრაფაში – „პასპორტის გამცემი ქვეყა­ნა” – იწერება იმ ქვეყნის დასახელება, ვის მიერაც გაცემული იქნა პასპორტი დეკლარაციის შემვსებ ფიზი­კურ პირზე;

ვ) მეექვსე გრაფაში – „გასვლის ქვეყანა” – იწერე­ბა იმ ქვეყნის დასახელება, საიდანაც პირი ჩამოვიდა საქართველოში;

ზ) მეშვიდე გრაფაში – „შესვლის ქვეყანა” – იწე­რე­ბა იმ ქვეყნის დასახელება, სადაც პირი მიემგზავრება საქართველოს ტერიტორიიდან;

თ) მერვე გრაფაში – „საქონლის აღწერილობა” – მოცემულია რამდენიმე გრაფა:

თ.ა) გრაფაში – „საქონლის სახელწოდება” – მიეთი­თება პირის მიერ საბაჟო საზღვარზე გადასატანად განკუთ­ვნილი საქონლის დასახელება;

თ.ბ.) გრაფაში – „რაოდენობა წონა კგ.” – საბაჟო საზ­ღვარზე გადასატანად განკუთვნილი საქონლის რაო­დენობა კილოგრამებში;

თ.გ.) გრაფაში „საქონლის რაოდენობა სესსნ-ს შესაბამისად” – საბაჟო საზღვარზე გადასატანად გან­კუთვნილი საქონლის შესაბამისი კოდი საგარეო ეკონო­მიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შე­საბამისად.

ი) მეცხრე გრაფაში – „ჯამი” – იწერება „რაოდე­ნობა წონა კგ.” სვეტში მითითებული საქონლის საერთო რაოდენობა კილოგრამებში;

კ) მეათე გრაფაში – „შევსების თარიღი” – პირის მიერ იწერება დეკლარაციის შევსების თარიღი;

ლ) მეთერთმეტე გრაფაში – „ხელმოწერა” – პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებუ­ლი მონაცემების სისწორეს;

მ) მეთორმეტე გრაფაში – „შენიშვნა” – პირს შეუძ­ლია დამატებითი ინფორმაციის მითითება აღნიშ­ნულ გრაფაში დეკლარაციაში გაცხადებული საქონლის შესახებ;

ნ) მეცამეტე გრაფაში – „რეჟიმი” – მითითებულია ორი საბაჟო რეჟიმის კოდი „10” და „40”. საქონლის ექსპორტის შემთხვევაში გაიხაზება კოდი „10”, ხოლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – „40”;

ო) მეთოთხმეტე გრაფაში – „საბაჟო გამშვები პუნქტი” – გრაფის 1 განყოფილებაში „დასახელება:” მიე­თი­თება საბაჟო გამშვები პუნქტის დასახელება, ხო­ლო მე-2 განყოფილებაში „კოდი” – მიეთითება საბაჟო გამშვები პუნქტის შესაბამისი კოდი;

პ) მეთხუთმეტე გრაფაში – „ავტოსატრანსპორტო საშუალება” – 1 განყოფილებაში „მარკა” – იწერება იმ სატრანსპორტო საშუალების მარკა, რომლითაც დეკლარაციაში გაცხადებული საქონელი გადაადგილდება საბაჟო საზღვარზე. მე-2 განყოფილებაში „სახ №” უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების სახელ­მწიფო ნომერი;

ჟ) მეთექვსმეტე გრაფაში – „საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება” – არსებობს ორი განყოფილება:

ჟ.ა.) პირველ განყოფილებაში – „ვალუტა 000” – მიეთი­თება ეროვნული ვალუტის კოდი;

ჟ.ბ.) პირველი განყოფილების სვეტში – „საქონლის ღი­რე­ბულება” – მიეთითება საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის მარცხენა ნაწილში გაცხადებული შესაბა­მისი საქონლის ღირებულება.

ჟ.გ.) პირველი განყოფილების მეორე სვეტში – „საბაჟო ღირებულება” – მიეთითება საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებული შესაბამისი საქონლის საბაჟო ღირებულება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ჟ.დ.) მეორე განყოფილებაში – „დარიცხვა” – არ­სე­ბობს ოთხი სვეტი:

 პირველ სვეტში „საბაჟო მოსაკრებელი” – იწერება შესაბამისი საქონლის პოზიციაზე საბაჟო ორგანოს მიერ გაანგარიშებული საბაჟო მოსაკრებელის ოდენობა;

 მეორე სვეტში „საბაჟო გადასახადი” – იწერება შესაბამისი საქონლის პოზიციაზე საბაჟო ორგანოს მიერ დარიცხული საბაჟო გადასახადის ოდენობა.

 მესამე სვეტში „დღგ” – იწერება შესაბამისი საქონლის პოზიციაზე საბაჟო ორგანოს მიერ დარიცხუ­ლი დამატებითი ღირებულების ოდენობა.

მეოთხე სვეტში „სულ” – იწერება საბაჟო ორგანოების მიერ დეკლარაციაში დარიცხული მო­საკრებ­ლის, საბაჟო გადასახადისა და დღგ-ს საერთო თანხა საქონლის როგორც თითოეულ, ასევე ყველა პო­­ზი­­ციაზე ერთად მე-16 გრაფის ბოლო მარჯვენა უჯრედში.

რ) მეჩვიდმეტე გრაფაში – „გადახდის დამადასტუ­რებელი დოკუმენტის ნომერი” – იწერება ამ მუხლის „ჟ” ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი;

ს) მეთვრამეტე გრაფა – „განსაკუთრებული აღნიშვნები” – ივსება საბაჟო ორგანოს მიერ საქონლის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მითითების შემთხვევაში;

ტ) მეცხრამეტე გრაფაში – „საბაჟო აღნიშვნები” – საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის მიერ, პირად­ნომრიანი ბეჭდით და შესაბამისი შტამპით („გაშვება ნებადართულია”) დასტურდება დეკლარაციაში გაცხადე­ბული საქონლის საბაჟო გაფორმების დასრულე­ბა გაფორმების თარიღის მითითებით. ბეჭდის დასმა დამ­ღის შიგნით დაუშვებელია. სრულყოფილად უნდა იკით­ხე­ბოდეს ბეჭდისა და შტამპის ნომრები და წარწერა.