“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"

  • Word
“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 606
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/06/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 80, 14/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 22/12/2006
სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.760
  • Word
606
13/06/2006
სსმ, 80, 14/06/2006
200.220.010.22.033.008.760
“სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.008.760

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №606

2006 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის                4 აპრილის №218 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №2-ის შევსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №218 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №41, მუხ. 442) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით:

,,1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი, ფიზიკური პირის კუთვნილი საქონლის დეკლარირება განხორციელდეს საბაჟო-გამშვებ პუნქტებსა და საბაჟო საგუშაგოებზე, აგრეთვე საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავ ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფ სამგზავრო მატარებელში ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის“ (დანართი №1) გამოყენებით ,,სატვირთო-საბაჟო დეკლარაცია ფორმა №2-ის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) შესაბამისად. მიუხედავად ამ პუნქტის პირველ წინადადებაში აღნიშნული დებულებებისა, საბაჟო-გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“, ,,სადახლო“, ,,გარდაბანი“ განხორციელდება მხოლოდ ექსპორტისა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უარის თქმის საბაჟო რეჟიმებში დეკლარირება, ხოლო ამავე პუნქტების გავლით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საბაჟო გაფორმების პროცედურების მატარებელში წარმართვა, საქონლის დეკლარირება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ საბაჟო გაფორმების ადგილზე“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი