დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და “საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 481 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/04/2004 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 75, 26/07/2004 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/12/2006 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200220010.11.117.006574 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/07/2004 - 17/03/2006)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.11.117.006.574
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №481
2004 წელი 13 ივლისი
ქ. თბილისი
სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციებისა და “საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის” დამტკიცების თაობაზე
,,საქართველოს საბაჟო კოდექსის” 84-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,ინსტრუქცია საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ”.
2. დამტკიცდეს ,,ინსტრუქცია ,,საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ”.
3. დამტკიცდეს ,,საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორი” თანდართული დანართებითურთ (დანართი №1-13).
4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 15 დღის შემდეგ.
ზ. ნოღაიდელი
ინსტრუქცია
საბაჟო მონაცემების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) საბაჟო რეჟიმების (გარდა ტრანზიტის საბაჟო რეჟიმისა) შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონლისა და სატრასპორტო საშუალებების (შემდგომში – საქონელი) საბაჟო გაფორმებისას სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაციის) შევსების, საბაჟო ორგანოში წარდგენისა და რეგისტრაციის წესს.
მუხლი 2
ინსტრუქციის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო კონვენციები, სატრანსპორტო წესდებები და კოდექსები, საქართველო საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 3
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ან საბაჟო ბროკერი;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების თანახმად მილსადენი ტრანსპორტით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების თანახმად ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი კვარტალის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატრანსპორტო ზედდებული, კონოსამანტი ან საქონლის თანმხლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მისი გადაზიდვა;
დ) მოვაჭრე ქვეყანა – სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც რეგისტრირებულია (ცხოვრობს) გამგზავნი (მიმღები), მიუხედავად მისი ეროვნული კუთვნილებისა.
ე) ბრუტო წონა – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;
ვ) ნეტო წონა – საქონლის წონა შესაფუთი მასალის (ტარის) გარეშე, გარდა იმ შესაფუთი მასალისა, რომელიც განუშორებელია საქონლისაგან მის მოხმარებამდე და რომელშიც იგი მიეწოდება საცალო ვაჭრობისათვის.
მუხლი 4
დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც წარმოებს საქონლის საბაჟო გაფორმება.
მუხლი 5
დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლის და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის დღიდან.
მუხლი 6
გაცხადებულ საბაჟო რეჟიმში საქონლის გაფორმებისათვის დეკლარაცია ივსება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ინსტრუქციით დადგენილი წესის მიხედვით.
მუხლი 7
1. დეკლარაციის წარდგენით დეკლარირდება საქონელი, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (ან განსაზღვრულია საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებლად), აგრეთვე საქონელი, რომლის საბაჟო რეჟიმიც იცვლება.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში (შემდგომში – სეს სნ) კლასიფიცირდება ერთი ცხრანიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი სეს სნ-ში კლასიფიცირდება ერთი ცხრანიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.
5. საქონლის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 99 დასახელების საქონელი.
იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 99-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ დეკლარაცია ივსება ყოველ 99 საქონელზე.
6. ცარიელი და მგზავრების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საბაჟო ორგანოებში იმ სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვეციებით, სატრანსპორტო წესდებებით და კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოშვებული წესებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.
7. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დაიბეჭდოს მე-9 თავში აღნიშნული ცისფერი ეგზემპლარი დამატებით სხვა ენაზეც.
8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
9. სსდ-ების კომპლექტი შედგება 5 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ყვითელი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი და ერთი თეთრი დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცლისაგან (ფურცლებისაგან) და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში;
ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან გატანის შემთხვევაში რჩება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო საქონლის შემოტანის შემთხვევაში ინახება გაფორმების საბაჟო ორგანოში;
გ) ყვითელი ფურცელი ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს;
დ) ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს;
ე) თეთრი, დელარანტის მიერ წარდგენილი, ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში.
10. დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
მუხლი 8
1. დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (მიმღები), ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს დეკლარანტისაგან დეკლარაციას და მისი რეგისტრაციისათვის ამოწმებს წარდგენილი დეკლარაციის ამ ინსტრუქციით დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას.
2. დეკლარაციასთან ერთად თანმხლები საბუთებისა და ცნობების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დეკლარაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. ამ ისტრუქციით დადგენილი დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის აშკარა დარღვევისას, საბაჟო ორგანო არ ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას, რაზეც კონკრეტული მიზეზების მითითებით წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 9
1. საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის (აგრეთვე საბაჟო სატვირთო დეკლარაციის თანდართული საბუთებისა და ცნობების) მიღება რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
2. დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ საბუთად.
მუხლი 10
1. დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები და ცნობები.
2. საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო დოკუმენტების წარუდგენლობა გახდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოების საფუძველი.
მუხლი 11
საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის შემოწმების დაწყების შემდეგ, ინსტრუქციით დადგენილი წესით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთები და/ან ცნობები იმ მონაცემების შემოწმებისათვის, რომელსაც დეკლარაცია შეიცავს.
თავი II
თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტი) რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 12
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15–ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 49, 50, 54, B.
2. გრაფა A
გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის (შემდგომში – კლასიფიკატორის) დანართი 2-ის შესაბამისად.
3. გრაფა 1. “დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – იმპორტი- ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,4”.
4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 3. ,,ფორმები”
გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით.
(მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).
6. გრაფა 5. ,,საქონლის რაოდენობა”
გრაფაში მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი .
7. გრაფა 6. ,,ადგილების რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში.
თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება ,,1”.
საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით (,,პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში როგორც სატვირთო ადგილი.
8. გრაფა 7. ,,საცნობარო ნომერი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.
9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები.
თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;
თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.
გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის მიმღების ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:
XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.
10. გრაფა 9. “ფინანსურ დარეგულირებაზე პასუხისმგებელი პირი”
გრაფაში აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის რეკვიზიტები.
თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია იურიდიული პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;
თუ ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელია ფიზიკური პირი, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.
გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება ფინანსურ ანგარიშსწორებაზე პასუხისმგებელი პირის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:
XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.
11. გრაფა 11. ,,მოვაჭრე ქვეყანა”
გრაფაში აღინიშნება მოვაჭრე ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
12. გრაფა 12. ,,დაწვრილებითი ღირებულება”
გრაფაში აღინიშნება თანხა ლარებში, რომლითაც კორექტირდება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ფაქტურული ღირებულება საბაჟო ღირებულებამდე.
13. გრაფა 13. ,,მოსაკრებლისაგან განთავისუფლება”
გრაფაში ,,0”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საბაჟო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავსუფლებას კლასიფიკატორის დანართი 4-ის მიხედვით.
14. გრაფა 14. ,,დეკლარანტი/წარმომადგენელი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი.
გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8”.
15. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა”
გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
16. გრაფა 15- ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
17. გრაფა 16. ,,წარმოშობის ქვეყანა”
გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
თუ შეუძლებელია საქონლის წარმოშობის ქვეყნის დადგენა, გრაფაში ჩაიწერება – ,,უცნობია”.
18. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება გაფორმების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, სარკინიგზო ვაგონის ნომერი, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები). გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად. გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
19. გრაფა 19. ,,კონტეინერი”
გრაფაში აღინიშნება:
თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
20. გრაფა 20. ,,მიწოდების პირობები”
გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება მიწოდების პირობების ასოითი კოდი კლასიფიკატორის დანართი 5-ის შესაბამისად. მეორე განყოფილებაში მიეთითება გეოგრაფიული პუნქტი.
21. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობა და მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და სხვა ამგვარი მონაცემები).
გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ოთხივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
(მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
22. გრაფა 22. ,,ვალუტა და საქონლის საერთო ფაქტურული ღირებულება”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება ხელშეკრულებაში (კონტრაქტში), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული ვალუტის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 6-ის შესაბამისად, ხოლო მარჯვენა განყოფილებაში ციფრებით აღინიშნება ამავე დოკუმენტებში მითითებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) საერთო ღირებულება შესაბამის ვალუტაში.
23. გრაფა 23. ,,ვალუტის კურსი”
გრაფაში აღინიშნება 22-ე გრაფის მარცხენა განყოფილებაში მითითებული უცხოური ვალუტის კურსი ეროვნული ვალუტის მიმართ, რომელიც დადგენილია ეროვნული ბანკის მიერ დეკლარაციის საბაჟო ორგანოში რეგისტრაციის დღისათვის.
24. გრაფა 24. ,,გარიგების სახე”
გრაფაში აღინიშნება გარიგების სახე კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად.
25. გრაფა 25. ,,ტსს კოდი”
გრაფაში ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატრანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად .
26. გრაფა 26. ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში”
გრაფაში აღინიშნება მე-18 გრაფაში მითითებული სატარანსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად.
27. გრაფა 28. ,,ფინანსური და საბანკო მონაცემები”
გრაფაში აღინიშნება მე-9 გრაფაში მითითებული პირის საბანკო რეკვიზიტები:
ა) ფინანსური და საბანკო მონაცემები, კოდი: მიეთითება ბანკის (ან მისი ფილიალის) კოდი, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში;
ბ) გადახდის პირობები: მიეთითება გადახდის პირობების აღნიშვნა კლასიფიკატორის დანართი 12-ის შესაბამისად;
გ) ბანკი (ფილიალი): მიეთითება ბანკის (ფილიალის) დასახელება, სადაც მე-9 გრაფაში მითითებულ პირს გახსნილი აქვს ანგარიში.
28. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე”
გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც შემოვიდა საქონელი საქართველოში, კლასიფიკატორის დანართი 2-ის მიხედვით.
29. გრაფა 30. ,,საქონლის ადგილმდებარეობა”
იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გაფორმება წარმოებს დროებითი შენახვის საწყობში, გრაფაში აღინიშნება დროებითი შენახვის საწყობის ნებართვის ნომერი.
იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების რეჟიმში გაფორმებამდე ინახებოდა საბაჟო საწყობში, გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის ნებართვის ნომერი.
სხვა შემთხვევაში აღნიშნული გრაფა არ ივსება.
30. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი სატვირთო ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები;
კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები (სტანდარტი, ხარისხი, მარკა, მოდელი, არტიკული, საფირმო დასახელება და ა. შ.), რომლებიც იძლევიან საქონელთა საბაჟო მიზნით იდენტიფიცირებისა და საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის შესაბამისად 9-ნიშნა ქვესუბპოზიციით კლასიფიცირების შესაძლებლობას. დაუშვებელია დეკლარირებული საქონლის მითითება სასაქონლო პოზიციის საერთო დასახელებით, რომელიც მოცემულია საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში.
31. გრაფა 32. ,,საქონელი №”
ამ გრაფაში მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი.
მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა. შ.
ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.
32. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის ცხრანიშნა კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით.
33. გრაფა 34. ,,წარმოშობის ქვეყნის კოდი”
გრაფაში ჩაიწერება საქონლის წარმოშობის ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
34. გრაფა 35. ,,ბრუტო (კგ)”
გრაფაში მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
35. გრაფა 36. ,,პრეფერენციები”
იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წარმოშობილია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ქვეყანაში, გრაფა არ ივსება.
სხვა ქვეყნებში წარმოშობილი საქონლის შემთხვევაში გრაფაში აღინიშნება კოდი 900.
იმ შემთხვევაში, თუ საქონელი წარმოშობილია ქვეყანაში, რომელთანაც დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს საბაჟო გადასახადისაგან გათავისუფლებას, გრაფაში აღინიშნება ამ ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
36. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,40”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
სამთანრიგიან კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
37. გრაფა 38. ,,ნეტო (კგ)”
ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
38. გრაფა 39. ,,კვოტა”
ივსება კვოტირებულ საქონელზე.
ამ გრაფაში აღინიშნება კვოტის ნაშთი მიღებული ნებართვით გათვალისწინებული რაოდენობიდან გამომდინარე.
მაგალითად: ნებართვის თანახმად გამოყოფილი კვოტა შეადგენს 1000000 ცალს.
საქონლის პირველ პარტიად დეკლარირებულია 400000 ცალი. დეკლარაციის 31-ე გრაფაში ჩაიწერება 400000 ცალი; 39-ე გრაფაში – 1000000.
საქონლის შემდგომი პარტიის დეკლარირებისას, რომელიც წარმოებს ამავე ნებართვით გამოყოფილი კვოტის ფარგლებში, 39-ე გრაფაში ჩაიწერება 600000.
39. გრაფა 40. ,,საერთო დეკლარაცია / წინმსწრები დოკუმენტი”
გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში, ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.
40. გრაფა 41. ,,დამატებითი ზომის ერთეული”
გრაფაში აღინიშნება საქონლის რაოდენობა იმ განზომილებაში, რომელიც სეს სნ-ში შეესაბამება საქონლის 9-ნიშნა კოდს.
(მაგალითად: საქონლის დასახელება – ,,წნეხ-ამკრეფები”, საქონლის კოდი – 8433 40 100, მისი ზომის დამატებითი ერთეული დსთ-ს სესსნ-ს მიხედვით – ცალი, რაოდენობა – 10. გრაფაში ჩაიწერება – 10.)
თუ საქონელს შეესაბამება ზომის მხოლოდ ძირითადი ერთეული (კგ), მაშინ გრაფა არ ივსება.
41. გრაფა 42. ,,საქონლის ღირებულება”
ამ გრაფაში აღინიშნება დეკლარაციის 31-ე გრაფაში მოცემული საქონლის ღირებულება ხელშეკრულების (კონტრაქტის), ან საქონლის საერთო ღირებულების დამადასტურებელ სხვა წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით 22-ე გრაფაში მითითებული ვალუტის შესაბამისად.
თუ ღირებულება გამოსახულია ათწილადებში, მაშინ იგი უნდა დამრგვალდეს მძიმის შემდეგ პირველ ორ ციფრამდე სიზუსტით.
42. გრაფა 43.
გრაფაში ჩაიწერება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მეთოდის ნომერი.
43. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”
გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.
44. გრაფა 45. ,,კორექტირება”
გრაფაში აღინიშნება საქონლის ღირებულების კორექტირების კოეფიციენტი.
45. გრაფა 46. ,,საბაჟო ღირებულება”
გრაფაში აღინიშნება 31-ე გრაფაში მითითებული საქონლის საბაჟო ღირებულება ლარებში.
გადაანგარიშება ხდება საბაჟო დეკლარაციის საბაჟო ორგანოში პასუხისმგებელი პირის მიერ რეგისტრირების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსით.
46. გრაფა 47. ,,გადასახდელების გამოთვლა”
საბაჟო გადასახდელების გამოანგარიშება წარმოებს საბაჟო გადასახდელების სახეობების მიხედვით დეკლარაციის ძირითად და დამატებით ფურცლებზე გაცხადებულ საქონელზე ცალ-ცალკე.
47-ე გრაფის პირველ სვეტში – ,,სახე” – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის კოდი კლასიფიკატორის დანართი 12-ის შესაბამისად.
გრაფის მეორე სვეტში – ,,დასაბეგრი ბაზა” – ჩაიწერება საბაჟო გადასახდელის გამოანგარიშების საფუძველი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გრაფის მესამე სვეტში – ,,განაკვეთი” – აღინიშნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახდელის განაკვეთი.
გრაფის მეოთხე სვეტში – ,,თანხა” – აღინიშნება გამოანგარიშებული გადასახდელების თანხა.
გრაფის ქვედა ნაწილში ,,ჯამი”-ის გასწვრივ აღინიშნება მეოთხე სვეტში – ,,თანხა” – გამოანგარიშებული გადასახდელების თანხების ჯამი.
47. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება”
გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებამდე საქონელი იმყოფებოდა საბაჟო საწყობის რეჟიმში ან დროებითი შენახვის საწყობში. გრაფაში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი.
48. გრაფა 50. ,,პრინციპალი”
50-ე გრაფაში, მე-8 გრაფაში აღნიშნული პირი (ან მისი წარმომადგენელი) ხელმოწერით და ბეჭდის დასმით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
49. გრაფა 54. ,,ადგილი და თარიღი”
გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი.
54-ე გრაფაში, მე-14 გრაფაში აღნიშნული პირი ბეჭდის დასმით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
50. გრაფა ,,B”. ,,დაწვრილებითი გამოანგარიშება”
გრაფაში აღინიშნება:
ა) ,,მოსაკრებელი სულ” – აღინიშნება დეკლარირებულ საქონლის პარტიაზე გადასახდელი მოსაკრებელი.
ბ) ,,გადახდილია სულ” – აღინიშნება დეკლარირებულ საქონლის პარტიაზე გადასახდელების ჯამი.
მუხლი 13
საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს შემდეგ გრაფებს: A, B, C.
1. გრაფა A.
გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის ნომერი და რეგისტრაციის თარიღი. ნომერი მოწმდება საბაჟო სტატისტიკის სამსახურის მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით.
2. გრაფა B.
გრაფაში აღინიშნება შეფასების ნომერი და გადახდის ქვითრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ნომერი და მათი მინიჭების თარიღები.
3. გრაფა ,,C” გამშვები საბაჟო”
გრაფაში უნდა დაისვას საბაჟო ორგანოს დამღა – ,,გაშვება ნებადართულია” ან ,,გაშვება აკრძალულია”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს.
საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით, როდესაც ის მიიღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვებაზე ან არ გაშვებაზე. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია.
ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პირადნომრიანი ბეჭედი.
თავი III
ექსპორტის რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 14
გრაფები 3, 5, 6, 7, 9, 11, 13, 16, 19, 20, 22, 23, 24, 25, 26, 28, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 15
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ექსპორტი – ,,ექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,1”.
2. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამგზავნის შესახებ მონაცემები.
თუ საქონლის გამგზავნი იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი;
თუ საქონლის გამგზავნი ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი.
გრაფის ზედა ნაწილში ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება საქონლის გამგზავნის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირზე საგადასახადო ინსპექციის მიერ არ არის გათვალისწინებული საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭება, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი შემდეგი სქემით:
XXYYYYYYY – სადაც XX არის მოქალაქის პირადობის მოწმობის სერიის შესაბამისი რიგითი ნომერი ქართულ ანბანში, ხოლო YYYYYYY – პირადობის მოწმობის შვიდნიშნა ნომერი. მაგ. თუ პირადობის მოწმობაში არის №გ0251194, მაშინ ,,№” ნიშნის შემდეგ აღინიშნება რიცხვი – 030251194.
3. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
4. გრაფა 14. ,,დეკლარანტი / წარმომადგენელი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული სახელწოდება და მისამართი.
გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 2”.
5. გრაფა 17. ,,დანიშნულების ქვეყანა”
გრაფაში მიეთითება იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა, რომელშიც მოიხმარება, გამოიყენება და/ან გადამუშავდება საქონელი.
6. გრაფა 17 ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი”.
გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
7. გრაფა 18. ,,სატრანსპორტო საშუალება გაგზავნის ადგილზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლებზეც საქონელი დაიტვირთება საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გამშვებ პუნქტზე) მისატანად.
გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
(მაგალითად: 01 ა/მ 33-09 ГГА. 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ქვეყნის კოდის მაგივრად ჩაიწერება ნულები ,,000”.
8. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება იმ სატარნსპორტო საშუალებათა რაოდენობა და შემდეგ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი ფაქტიურად გადაკვეთს საბაჟო საზღვარს (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, საგზაო ტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად. თუ საქონელი გადაიზიდება სხვადასხვა ქვეყნებში რეგისტრირებული რამდენიმე სატრანსპორტო საშუალებით, მაშინ ჩაიწერება ,,000”.
გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო – საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
9. გრაფა 29. ,,საბაჟო საგუშაგო საზღვარზე”
გრაფაში აღინიშნება საბაჟო ორგანოს კოდი და დასახელება, საიდანაც უნდა გავიდეს საქონელი საქართველოდან, კლასიფიკატორის დანართი 2-ის შესაბამისად.
10. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,10”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი IV
რეექსპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 16
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 17
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეექსპორტი – ,,რექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,1”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,11”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი V
რეიმპორტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 18.
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 19
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – რეიმპორტი – ,,რიმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,4”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,41”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად.
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი VI
საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 20
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 45, 46, 47, 48, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 21
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,სხვ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,7”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,74”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
3. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”
გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის აუცილებლობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ 37-ე გრაფაში მითითებულია ,,7474” მაშინ 44 მეოთხე გრაფაში მიეთითება იმ საწყობის საიდენტიფიკაციო კოდი, საიდანაც ხდება საქონლის გამოტანა;
4. გრაფა 49. ,,საწყობის დასახელება”
გრაფის პირველ ნაწილში აღინიშნება საბაჟო საწყობის საბაჟო-საიდენტიფიკაციო კოდი. გრაფის მეორე ნაწილში მიეთითება საქონლის საბაჟო საწყობში განთავსების ვადა დღეებში.
თავი VII
უბაჟო ვაჭრობის საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 22
გრაფები 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 23
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,72”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი IX
განადგურების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 24
გრაფები 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის საბაჟო საწყობში მოთავსების საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 25
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,76”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი X
დროებითი შემოტანის/გატანის რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 26
1. საქონლის დროებითი გატანისას გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
2. საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 27
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
ა) საქონლის დროებითი გატანისას გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,დრე”, მეორეში – ციფრული კოდი ,,3”.
ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,დრი”, მეორეში – ციფრული კოდი ,,3”.
2. გრაფა 24. “გარიგების სახე”
ა) საქონლის დროებითი გატანისას გრაფაში აღინიშნება გარიგების ხასიათის კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად. გრაფის პირველ ნაწილში უნდა ჩაიწეროს ციფრი ,,6”;
ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას გრაფაში აღინიშნება გარიგების ხასიათის კოდი კლასიფიკატორის დანართი 7-ის შესაბამისად. გრაფის პირველ ნაწილში უნდა ჩაიწეროს ციფრი ,,6”;
3. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ა) საქონლის დროებითი გატანისას ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრად ჩაიწერება – ,,31”. მეორე ორ ციფრად წინმსწრები საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
თუ ხდება დროებითი შემოტანის რეჟიმში გაცხადებული საქონლის დაბრუნება, მაშინ ამ გრაფაში ჩაიწერება 3134;
ბ) საქონლის დროებითი შემოტანისას ოთხთანრიგიანი კოდის პირველ ორ ციფრად ჩაიწერება – ,,34”. მეორე ორ ციფრად წინმსწრები საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
თუ ხდება დროებითი გატანის რეჟიმში გაცხადებული საქონლის დაბრუნება, მაშინ ამ გრაფაში ჩაიწერება 3431;
გ) სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი XI
საბაჟო ტერიტორიაზე გადამუშავების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 28
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 29
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,5”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,51”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”; გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის ექსპორტის შემთხვევაში პირველი ორი ციფრი ჩაიწერება ,,10”, ხოლო მეორე ორი ციფრი ,,51”. თუ აღნიშნული საქონელი გაცხადდება სხვა საბაჟო რეჟიმში, პირველ ორ ციფრად იწერება გაცხადებული საბაჟო რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ორ ციფრად – ,,51”; სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი XII
საბაჟო კონტროლის ქვეშ გადამუშავების საბაჟო რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 30
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 12, 13, 14, 15, 15ა, 16, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 42, 43, 44, 45, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის იმპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 31
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,იმ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,5”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი. ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,52”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”; გადამუშავების შედეგად მიღებული საქონლის სხვა საბაჟო რეჟიმში გაცხადებისას, პირველ ორ ციფრად იწერება გაცხადებული საბაჟო რეჟიმის კოდი კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად, ხოლო მეორე ორ ციფრად – ,,52”; სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი XIII
საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების რეჟიმში გაცხადებულ საქონელზე დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 32.
გრაფები 2, 3, 5, 6, 7, 8, 9, 11, 13, 14, 16, 17, 17ა, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30, 31, 32, 33, 34, 35, 36, 38, 39, 40, 41, 44, 46, 47, 48, 49, 54, A, B და C ივსება საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებისას სსდ-ს შევსების წესის შესაბამისად.
მუხლი 33
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება ოპერაციის დასახელება – ,,ექ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,6”.
2. გრაფა 37. ,,საბაჟო რეჟიმი (პროცედურა)”
გრაფაში აღინიშნება ოთხთანრიგიანი და სამთანრიგიანი კოდი.
ოთხთანრიგიანი კოდის პირველი ორი ციფრი აღნიშნავს ძირითად საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება – ,,61”. მეორე ორი ციფრი – წინმსწრებ საბაჟო რეჟიმს და ჩაიწერება ამ რეჟიმის კოდი, კლასიფიკატორის დანართი 1-ის შესაბამისად. თუ წინმსწრები საბაჟო რეჟიმი არ არსებობდა, მაშინ იწერება – ,,00”.
სამთანრიგიანი კოდში ,,000”-ისაგან განსხვავებული ციფრი აღნიშნავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საგადასახადო შეღავათს კლასიფიკატორის დანართი 10-ის შესაბამისად.
თავი XIV
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 34
1. დეკლარაციის შემოწმების დასრულების შემდეგ, დეკლარაციის მესამე ფურცელი საბაჟო ორგანოს მიღებულ გადაწყვეტილების აღნიშვნებით (გაცხადებული საბაჟო რეჟიმის შესაბამისად, საქონლის გაშვების (პირობითი გაშვების) ან საქონლის გაშვების აკრძალვის თაობაზე) გადაეცემა დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილ პირს.
2. მიღებულ გადაწყვეტილებაზე მონაცემები შეიტანება დეკლარაციის სარეგისტრაციო ჟურნალში.
3. გაფორმებული დეკლარაცია თანმხლები საბუთებითა და ცნობებით ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ინსტრუქცია
საბაჟო მონაცემთა ერთიან ელექტრონულ სისტემაში (ASYCUDA) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად გაცხადებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებებზე სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) ადგენს საქონლისა და სატრასპორტო საშუალებების (შემდგომში – საქონელი) ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის შესაბამისად საბაჟო გაფორმებისას სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (შემდგომში – დეკლარაციის) შევსების, საბაჟო ორგანოში წარდგენისა და რეგისტრაციის წესს.
მუხლი 2
ინსტრუქციის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საერთაშორისო კონვეცნიები, სატრანსპორტო წესდებები და კოდექსები, საქართველო საბაჟო და საგადასახადო კოდექსები, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები.
მუხლი 3
ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები:
ა) დეკლარანტი – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, ან საბაჟო ბროკერი;
ბ) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზვნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების თანახმად, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით);
ერთი ხელშეკრულების თანახმად მილსადენი ტრანსპორტით ერთი კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონელი;
ერთი ხელშეკრულების თანახმად ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი კვარტალის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე საბაჟო რეჟიმში მოქცეული ელექტროენერგია;
გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატრანსპორტო ზედდებული, კონოსამანტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და\ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მათი გადაზიდვა;
დ) ბრუტო წონა – საქონლის მთლიანი წონა შესაფუთი მასალის (ტარის), მათ შორის შესაფუთი კონტეინერების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფენ საქონლის დაცვას შენახვისა და ტრანსპორტირების დროს;
ე) ნეტო წონა – საქონლის წონა შესაფუთი მასალის (ტარის) გარეშე, გარდა იმ შესაფუთი მასალისა, რომელიც განუშორებელია საქონლისაგან მის მოხმარებამდე და რომელშიც იგი მიეწოდება საცალო ვაჭრობისათვის.
ვ) საქონლის კონტროლიდან მოხსნა – საბაჟო კონტროლის დამთავრება.
მუხლი 4
1. საქონლის დეკლარირება, როგორც წესი, ხდება საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას იმ საბაჟო ორგანოში, სადაც ხდება საქონლის საბაჟო გაფორმება.
2. საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას საქონლის დეკლარირება ხდება იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
მუხლი 5
ტრანზიტის საბაჟო რეჟიმში გაცხადებული საქონლის საბაჟო კონტროლიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (გასასვლელი საბაჟო ორგანო), ხოლო საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება საბაჟო რეჟიმის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.
მუხლი 6
დეკლარაციის წარდგენა ხდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. ეს ვადები არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს საქონლის და მისი გადამზიდი სატრანსპორტო საშუალებების გაფორმების საბაჟო ორგანოსათვის წარდგენის დღიდან.
მუხლი 7
1. დეკლარაციის წარდგენით დეკლარირდება საქონელი, რომელიც გადაკვეთს საქართველოს საბაჟო საზღვარს (ან განსაზღვრულია საბაჟო საზღვარზე გადასაადგილებლად), აგრეთვე საქონელი, რომლის საბაჟო რეჟიმიც იცვლება, ან საქონელი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო გადამისამართდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ან გადაიტვირთება სხვა სატრანსპორტო საშუალებაში.
2. ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ საქონლის ერთი პარტია.
3. დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელიც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურაში (შემდგომში – სეს სნ) კლასიფიცირდება ერთი ორნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი ცხრანიშნა კოდით).
4. დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი სეს სნ-ში კლასიფიცირდება ერთი ორნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი ცხრანიშნა კოდით).
5. საქონლის ერთ დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 99 დასახელების საქონელი; იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 99-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ დეკლარაცია ივსება ყოველ მომდევნო 99 საქონელზე;
6. ცარიელი და მგზავრების გადამყვანი სატრანსპორტო საშუალებების დეკლარირება ხდება საბაჟო ორგანოებში იმ სატრანსპორტო დოკუმენტების წარდგენით, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო კონვეციებით, სატრანსპორტო წესდებებით და კოდექსებით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მათ საფუძველზე გამოშვებული წესებით, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.
7. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით.
8. დასაშვებია დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის.
9. სსდ-ების კომპლექტი შედგება 5 სხვადასხვა ფერის (ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ორი თეთრი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ყვითელი, ულტრაიისფერი დაცვის მქონე გერბიანი ერთი ცისფერი და ერთი თეთრი (დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცლისაგან (ფურცლებისაგან) და ნაწილდება შემდეგნაირად:
ა) პირველი თეთრი გერბიანი ფურცელი და თეთრი (დეკლარანტის მიერ წარდგენილი) ფურცელი რჩება გაფორმების საბაჟო ორგანოში;
ბ) მეორე თეთრი გერბიანი ფურცელი ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს;
გ) ყვითელი და ცისფერი ფურცლები მიყვება საქონელს და ტრანზიტის საბაჟო რეჟიმის დამთავრების შემდეგ ყვითელი ფურცელი დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს, ხოლო ცისფერი ფურცელი უბრუნდება დეკლარანტს.
10. დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.
მუხლი 8
1. დეკლარაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირი (მიმღები), ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით იღებს დეკლარანტისაგან დეკლარაციას და მისი რეგისტრაციისათვის ამოწმებს წარდგენილი დეკლარაციის ამ ინსტრუქციით დადგენილ ფორმასთან შესაბამისობას.
2. დეკლარაციასთან ერთად თანმხლები საბუთებისა და ცნობების წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დეკლარაციის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის აშკარა დარღვევისას საბაჟო ორგანო არ ახდენს დეკლარაციის რეგისტაციას, რაზეც კონკრეტული მიზეზების მითითებით წერილობით ატყობინებს დეკლარანტს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადაში.
მუხლი 9
1. საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის (აგრეთვე საბაჟო სატვირთო დეკლარაციის თანდართულ საბუთებისა და ცნობების) მიღება რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში და ენიჭება სარეგისტრაციო ნომერი.
2. დეკლარაცია რეგისტრაციის მომენტიდან იქცევა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დამადასტურებელ 2 საბუთად.
მუხლი 10
1. დეკლარანტი ვალდებულია დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთები და ცნობები.
მუხლი 11
საბაჟო ორგანოს მიერ დეკლარაციის შემოწმების დაწყების შემდეგ, ინსტრუქციით დადგენილი წესით, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს დამატებითი საბუთები და/ან ცნობები იმ მონაცემების შემოწმებისათვის, რომელსაც დეკლარაცია შეიცავს.
თავი II
დეკლარაციის შევსების წესი
მუხლი 12
დეკლარანტის მიერ გრაფების შევსების წესი
1. დეკლარანტი დეკლარაციის შევსებისას ავსებს შემდეგ გრაფებს: A, 1, 2, 3, 5, 6, 7, 8, 14, 15, 15–ა, 17, 17–ა, 18, 19, 21, 25, 27, 31, 32, 33, 35, 38, 40, 44, 50, 52, 53, 55.
2. გრაფა A
გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 2-ის შესაბამისად, რომელიც აწარმოებს დეკლარაციის მიღებას.
3. გრაფა 1. ,,დეკლარაცია”
გრაფის პირველ განყოფილებაში ჩაიწერება რეჟიმის დასახელება – ტრანზიტი – ,,ტრ”, მეორეში – ციფრული კოდი ,,8”.
4. გრაფა 2. ,,ექსპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნის რეკვიზიტები: იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი) სახელწოდება და მისამართი.
5. გრაფა 3. ,,ფორმები”
გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – დეკლარაციის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით.
(მაგალითად, თუ გვაქვს ერთი დეკლარაცია ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-3 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ დამატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3).
6. გრაფა 5. ,,საქონლის რაოდენობა”
გრაფაში მიეთითება წარდგენილ დეკლარაციაში დეკლარირებული უკანასკნელი საქონლის რიგითი ნომერი.
7. გრაფა 6. ,,ადგილების რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის (სასაქონლო პარტიის) ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში.
თუ დეკლარირდება საქონელი მილსადენებით ან ელექტროგადამცემი ხაზებით, გრაფაში ჩაიწერება ,,1”.
საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით (,,პოდონი”) და ა. შ., მიეთითება რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში როგორც სატვირთო ადგილი.
8. გრაფა 7. ,,საცნობარო ნომერი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის მიერ დეკლარაციისათვის მინიჭებული უნიკალური ნომერი.
9. გრაფა 8. ,,იმპორტიორი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის მიმღების რეკვიზიტები.
თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სრული სახელწოდება და მისამართი;
თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი.
10. გრაფა 14. “დეკლარანტი / წარმომადგენელი”
გრაფაში აღინიშნება დეკლარანტის სრული დასახელება და მისამართი.
გრაფის ზედა ნაწილში № ნიშნის შემდეგ აღინიშნება დეკლარანტის ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი (კოდი), რომელიც მინიჭებული აქვს საგადასახადო ინსპექციის მიერ.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო ბროკერი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბროკერო საქმიანობის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტს წარმოადგენს საბაჟო გადამზიდველი, გრაფის ქვედა ნაწილში ნაჩვენები უნდა იყოს საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული საბაჟო გადამზიდველის ნებართვის ნომერი და გაცემის თარიღი.
იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტი არის საქონლის მფლობელი, მაშინ შესაძლებელია გრაფაში მიეთითოს ,,იხ. გრაფა 8”.
11. გრაფა 15. ,,გამომგზავნი ქვეყანა”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო საბაჟო რეჟიმის შეცვლის დროს საქონლის დეკლარირებისას, გამომგზავნ ქვეყნად მიიჩნევა წინმსწრები დეკლარაციის შესაბამის გრაფაში მითითებული ქვეყანა.
12. გრაფა 15- ა. ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
13. გრაფა 17. ,,დანიშნულების ქვეყანა”
გრაფაში მიეთითება დანიშნულების ქვეყნის მოკლე დასახელება, კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
14. გრაფა 17 ა. ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი”.
გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად. 15. გრაფა 18. ,,სატარნსპორტო საშუალება დანიშნულების ადგილზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და სხვა მსგავსი მონაცემები).
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში უნდა ჩაიწეროს სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
გრაფის სრულყოფილად შევსების შეუძლებლობის შემთხვევაში, კეთდება მითითება – ,,იხ. უკანა გვერდზე”. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ხუთივე ეგზემპლარის უკანა მხარეს აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებათა ნომრები.
(მაგალითად: 23 რკინიგზ. ვაგ. – იხ. უკანა გვერდზე)
16. გრაფა 19. ,,კონტეინერი”
გრაფაში აღინიშნება:
თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით – 1, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება დეკლარაციის 31-ე გრაფაში;
თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით – 0.
17. გრაფა 21. ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე”
გრაფის მარცხენა განყოფილებაში აღინიშნება სატრანსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწოდებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, და სხვა ამგვარი მონაცემები).
გრაფის მარჯვენა განყოფილებაში მიეთითება სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ქვეყნის კოდი კლასიფიკატორის დანართი 3-ის შესაბამისად.
18. გრაფა 25. ,,ტრანსპორტის სახე”
გრაფაში ჩაიწერება 21-ე გრაფაში მითითებული სატარნსპორტო საშუალების კოდი კლასიფიკატორის დანართი 8-ის შესაბამისად.
19. გრაფა 31. ,,საქონლის აღწერა და რაოდენობა”
გრაფაში აღინიშნება დეკლარირებული საქონლის ზუსტი მონაცემები, მათ შეფუთვასა და მარკირებაზე, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტიფიცირების შესაძლებლობას. თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით. გრაფაში აღინიშნება სატვირთო ადგილების, მათი შეფუთვისა და მარკირების შესახებ მონაცემები, აგრეთვე ერთი ადგილის შემცველ საქონელთა რაოდენობის, შეფუთვის, დაფასოების, მარკირების შესახებ მონაცემები; კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე მიეთითება კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ – მათი ნომრები. თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი”; აღინიშნება მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; აღინიშნება საქონლის ზუსტი აღწერილობა: დასახელება, მისი ტექნიკური და ძირითადი კომერციული მახასიათებლები.
20. გრაფა 32. ,,საქონელი №”
ამ გრაფაში მიეთითება 31-ე გრაფაში დეკლარირებული საქონლის რიგითი ნომერი.
მაგალითად: თუ დეკლარირდება რამდენიმე დასახელების საქონელი, მაშინ დეკლარაციის ძირითად ფურცელში ჩაიწერება – 1, პირველ დამატებით ფურცელზე – 2, 3, 4; მეორე დამატებით ფურცელზე – 5, 6, 7 და ა. შ.
ერთი დასახელების საქონლის დეკლარირებისას გრაფაში იწერება – 1.
21. გრაფა 33. ,,საქონლის კოდი”
გრაფაში აღინიშნება საქონლის კოდი საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ. აქციზური საქონლის დეელარირებისას – ცხრა ნიშნამდე სიზუსტით.
22. გრაფა 35. ,,ბრუტო (კგ)”
გრაფაში მთელი რიცხვის სახით აღინიშნება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ბრუტო წონა კილოგრამებში.
23. გრაფა 38. ,,ნეტო (კგ)”
ამ გრაფაში მთელი რიცხვის სახით ჩაიწერება 31-ე გრაფაში აღწერილი საქონლის ნეტო წონა კილოგრამებში.
იმ შემთხვევაში, თუ საქონლის წონა 1კგ-ზე ნაკლებია (მაგ. ძვირფასი ლითონები), 38-ე გრაფაში ჩაიწერება 1, ხოლო საქონლის ზუსტი წონა გრამებში აღინიშნება 31-ე გრაფაში.
24. გრაფა 40. ,,საერთო დეკლარაცია / წინმსწრები დოკუმენტი”
გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი იმყოფებოდა სხვა საბაჟო რეჟიმში, ან დროებითი შენახვის საწყობში, ან მოხდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ან მისი გადამისამართება. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები დეკლარაციის ნომერი და გაფორმების წელი.
25. გრაფა 44. ,,დამატებითი ინფორმაცია”
გრაფაში აღინიშნება დეკლარაციასთან ერთად წარდგენილი ნებართვის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დოკუმენტაციის ნომრები კლასიფიკატორის დანართი 11-ის შესაბამისად.
26. გრაფა 50. ,,გადამზიდველი №”
გრაფაში აღინიშნება საბაჟო გადამზიდველის რეკვიზიტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ,,წარმომადგენლის” გასწვრივ აღინიშნება გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის (მძღოლის) სახელი და გვარი და პასპორტის ნომერი (მხოლოდ ავტოსატრანსპორტით გადაზიდვის შემთხვევაში).
27. გრაფა 52. ,,სსსდ”
გრაფაში, სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში აღინიშნება მისი ნომერი.
28. გრაფა 53. ,,დანიშნულების საბაჟო”
გრაფაში აღინიშნება იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება კლასიფიკატორის დანართი 2-ის შესაბამისად, სადაც ხდება საქონლის კონტროლიდან მოხსნა ან იმ საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მოხდება საბაჟო რეჟიმის შეცვლა, საქონლის გადამისამართება ან სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა.
29. გრაფა 55. ,,ადგილი და თარიღი”
გრაფაში მიეთითება დეკლარაციის შევსების ადგილი და თარიღი. საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში ასახული ტექსტობრივი და ციფრული ინფორმაციის სისწორეს.
მუხლი 13
საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი
1. საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელე ავსებს შემდეგ გრაფებს: 54, B, C, D, E.
2. გრაფა 54.
,,მებაჟეს” გასწვრივ აღინიშნება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი;
,,ლუქის ნომრების” გასწვრივ აღინიშნება სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული აღინიშნება ,,0”.
,,გამოცხადების თარიღის” გასწვრივ აღინიშნება 53-ე გრაფაში აღნიშნულ საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი.
3. გრაფა ,,B”.
გრაფაში აღინიშნება რეგისტრაციის D ნომერი და რეგისტრაციის თარიღი.
4. გრაფა ,,C გამგზავნი საბაჟო”.
გრაფაში უნდა დაისვას დეკლარაციის მიმღები საბაჟო ორგანოს დამღა – ,,აყვანილია კონტროლზე”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს.
საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია.
ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით. სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.
5. გრაფა ,,D”
გრაფა ივსება 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში. გრაფაში აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი, რომელიც მოწმდება პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. დამატებითი ფურცლების აღნიშნულ გრაფაში ისმება მხოლოდ პასუხისმგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭედი.
6. გრაფა ,,E”
გრაფაში უნდა დაისვას 53-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღა – ,,მოხსნილია კონტროლიდან”. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა.
თავი III
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14
გაფორმებული დეკლარაცია თანმხლები საბუთები და ცნობები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით.





დანართი 1
საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო რეჟიმების კლასიფიკატორი
| № | საბაჟო რეჟიმების დასახელება | კოდი |
| 1. | ექსპორტი | 10 |
| 2. | რეექსპორტი | 11 |
| 3. | დროებითი გატანა | 31 |
| 4. | დროებითი შემოტანა | 34 |
| 5 | თავისუფალ მიმოქცევაში გაშვება (იმპორტი) | 40 |
| 5 | რეიმპორტი | 41 |
| 6 | გადამუშავება საბაჟო ტერიტორიაზე | 51 |
| 7 | გადამუშავება საბაჟო კონტროლის ქვეშ | 52 |
| 8 | გადამუშავება საბაჟო ტერიტორიის გარეთ | 61 |
| 9 | თავისუფალ საბაჟო ზონაში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება | 71 |
| 10 | უბაჟო ვაჭრობა | 72 |
| 11 | თავისუფალ საწყობში საქონლის განთავსება და/ან გამოყენება | 73 |
| 12 | საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა | 74 |
| 13 | უარის თქმა სახელმწიფოს სასარგებლოდ | 75 |
| 14 | განადგურება | 76 |
| 15 | ტრანზიტი | 80 |
დანართი 2
საბაჟო ორგანოების კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
69000 რეგიონალური საბაჟო “აღმოსავლეთი”
69001 გამშვები პუნქტი “თბილისის აეროპორტი”
69002 გამშვები პუნქტი “წითელი ხიდი”
69003 გამშვები პუნქტი “სადახლო”
69004 გამშვები პუნქტი “სადახლო რკინიგზა”
69005 გამშვები პუნქტი “გუგუთი”
69006 გამშვები პუნქტი “ახკერპი”
69007 გამშვები პუნქტი “სამთაწყარო”
69008 გამშვები პუნქტი “ვახტანგისი”
69009 გამშვები პუნქტი “გარდაბანი რკინიგზა”
69010 გამშვები პუნქტი “ლაგოდეხი”
69011 გამშვები პუნქტი “ერისიმედი”
69012 გამშვები პუნქტი “საგარეჯო”
69013 გამშვები პუნქტი “ჯანდარა”
69014 გაფორმების ჯგუფი “რუსთავი”
69015 გაფორმების ჯგუფი “რუსთავის რკინიგზა”
69016 რეგიონალური საბაჟო “რკინიგზა”
69019 გამშვები პუნქტი “უდაბნო”
69020 გამშვები პუნქტი ”ვაშლოვანი”
69021 გამშვები პუნქტი “მტკვარი”
69022 გამშვები პუნქტი “საბათლო”
69100 გაფორმების ჯგუფი “ყაზბეგი”
69101 გამშვები პუნქტი “ყაზბეგი”
69200 რეგიონალური საბაჟო “ჩრდილოეთი”
69201 გამშვები პუნქტი “გორი”
69202 გამშვები პუნქტი “ცხინვალი”
69300 რეგიონალური საბაჟო “სამხრეთი”
69301 გამშვები პუნქტი “ვალე”
69302 გამშვები პუნქტი “ნინოწმინდა”
69400 გაფორმების ჯგუფი “ქუთაისი”
69401 გამშვები პუნქტი “ქუთაისის აეროპორტი”
69402 გამშვები პუნქტი “მამისონი”
69416 გაფორმების ჯგუფი “ქუთაისის რკინიგზა”
69501 გამშვები პუნქტი “ფოთის პორტი”
69502 გამშვები პუნქტი “ფოთის აეროპორტი”
69503 გამშვები პუნქტი “მერიის აეროპორტი”
69504 გამშვები პუნქტი “სენაკის აეროპორტი”
69601 გამშვები პუნქტი “სარფი”
69602 გამშვები პუნქტი “ბათუმის პორტი”
69603 გამშვები პუნქტი ”ბათუმის აეროპორტი”
69700 აფხაზეთის ა/რ საბაჟო სამმართველო
69500 რეგიონალური საბაჟო “დასავლეთი”
დანართი 3
ქვეყნების კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება | კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
| 4 | ავღანეთი | 166 | ქოქოსის კ-ბი |
| 8 | ალბანეთი | 170 | კოლუმბია |
| 10 | ანტარქტიდა | 174 | კომორის კ-ბი |
| 12 | ალჟირი | 178 | კონგო |
| 16 | აღმოსავლეთ სამოა(აშშ) | 180 | ზაირი |
| 20 | ანდორა | 184 | კუკის კ-ბი |
| 24 | ანგოლა | 188 | კოსტა-რიკა |
| 28 | ანტიგუა და ბარბოდა | 191 | ხორვატია |
| 31 | აზერბაიჯანი | 192 | კუბა |
| 32 | არგენტინა | 196 | კვიპროსი |
| 36 | ავსტრალია | 203 | ჩეხეთი |
| 40 | ავსტრია | 204 | ბენინი |
| 44 | ბაჰამის კ-ბი | 208 | დანია |
| 48 | ბაჰრეინი | 212 | დომინიკა |
| 50 | ბანგლადეში | 214 | დომინიკის რესპ. |
| 51 | სომხეთი | 218 | ეკვადორი |
| 52 | ბარბადოსი | 222 | სალვადორი |
| 56 | ბელგია | 226 | ეკვატორული გვინეა |
| 60 | ბერმუდის კ-ბი | 230 | ეთიოპია |
| 64 | ბუტანი | 232 | ერიტრეა |
| 68 | ბოლივია | 233 | ესტონეთი |
| 70 | ბოსნია და ჰერცოგოვინა | 234 | ფარერის კ-ბი |
| 72 | ბოტსვანა | 238 | ფოლკლენდის კ-ბი |
| 74 | ბუვე | 242 | ფიჯი |
| 76 | ბრაზილია | 246 | ფინეთი |
| 84 | ბელიზი | 250 | საფრანგეთი |
| 86 | ბრიტ.ტერ.ინდ.ოკეანე | 254 | გვიანა |
| 90 | სოლომონის კ-ბი | 258 | საფრ.პოლინეზია |
| 92 | ვირჯინიის კ-ბი(ბრიტ.) | 260 | საფრ.სამხრ. ტერიტ. |
| 96 | ბრუნეი | 262 | ჯიბუტი |
| 100 | ბულგარეთი | 266 | გაბონი |
| 104 | მიანმა | 268 | საქართველო |
| 108 | ბურუნდი | 270 | გამბია |
| 112 | ბელორუსი | 274 | გაზას სექტორი |
| 116 | კამბოჯა | 276 | გერმანია |
| 120 | კამერუნი | 288 | განა |
| 124 | კანადა | 292 | გიბრალტარი |
| 132 | კაბო-ვერდე | 296 | კირიბატი |
| 136 | კაიმანი | 300 | საბერძნეთი |
| 140 | ცენტრალ.აფრიკ.რესპუბ. | 304 | გრენლანდია |
| 144 | შრი-ლანკა | 308 | გრენადა |
| 148 | ჩადი | 312 | გვადელუპა |
| 152 | ჩილე | 316 | გუამი |
| 156 | ჩინეთი | 320 | გვატემალა |
| 158 | ტაივანი | 324 | გვინეა |
| 162 | აღდგომის კ-ბი | 328 | გაიანა |
|
კოდი | დასახელება | კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
| 332 | ჰაიტი | 500 | მონტსერატი |
| 334 | ხერდი და მაკდონალდი | 504 | მაროკო |
| 336 | ვატიკანი | 508 | მოზამბიკი |
| 340 | ჰონდურასი | 512 | ომანი |
| 344 | სიანგანი(ჰონკონგი) | 516 | ნამიბია |
| 348 | უნგრეთი | 520 | ნაურუ |
| 352 | ისლანდია | 524 | ნეპალი |
| 356 | ინდოეთი | 528 | ნიდერლანდები |
| 360 | ინდონეზია | 530 | ანტილის კ-ბი (ნიდერლანდი) |
| 364 | ირანი | 533 | არუბა |
| 368 | ერაყი | 536 | გაყოფილი ზონა |
| 372 | ირლანდია | 540 | ახალი კალედონია |
| 376 | ისრაელი | 548 | ვანუატუ |
| 380 | იტალია | 554 | ახალი ზელანდია |
| 384 | კოტ-დივუარი | 558 | ნიკარაგუა |
| 388 | იამაიკა | 562 | ნიგერი |
| 392 | იაპონია | 566 | ნიგერია |
| 396 | ჯონსტონ ატოლი | 570 | ნიუე |
| 398 | ყაზახეთი | 574 | ნორფოლკი |
| 400 | იორდანია | 578 | ნორვეგია |
| 404 | კენია | 580 | მარიანის კ-ბი |
| 408 | კორეა (კსდრ) | 581 | წყნარი ოკ. მცირე კ-ბი (აშშ) |
| 410 | კორეიის რესპ. | 583 | მიკრონეზია |
| 414 | კუვეიტი | 584 | მარშალის კ-ბი |
| 417 | ყირგიზეთი | 585 | პალაუ |
| 418 | ლაოსი | 586 | პაკისტანი |
| 422 | ლიბანი | 591 | პანამა |
| 426 | ლესოთო | 598 | პაპუა-ახალი გვინეა |
| 428 | ლატვია | 600 | პარაგვაი |
| 430 | ლიბერია | 604 | პერუ |
| 434 | ლიბია | 608 | ფილიპინები |
| 438 | ლიხტენშტეინი | 612 | პიტკერნი |
| 440 | ლიტვა | 616 | პოლონეთი |
| 442 | ლუქსემბურგი | 620 | პორტუგალია |
| 446 | აომინი (მაკაო) | 624 | გვინეა-ბისაუ |
| 450 | მადაგასკარი | 626 | აღმოსავლეთი ტიმორი |
| 454 | მალავი | 630 | პუერტო-რიკო |
| 458 | მალაიზია | 634 | კატარი |
| 462 | მალდივი | 638 | რეიუნიონი |
| 466 | მალი | 642 | რუმინეთი |
| 470 | მალტა | 643 | რუსეთი |
| 474 | მარტინიკი | 646 | რუანდა |
| 478 | მავრიტანია | 654 | წმინდა ელენეს კ-ბი |
| 480 | მავრიკია | 659 | სენტ-კიტსი და ნევისი |
| 484 | მექსიკა | 660 | ანგილია |
| 488 | მიდუეის კ-ბი | 662 | სენტ-ლიუსია |
| 492 | მონაკო | 666 | სენ-პიერი და მიქელონი |
| 496 | მონღოლეთი | 670 | სენტ-ვინსენტ და გრენადინა |
| 498 | მოლდოვა | 674 | სან-მარინო |
|
კოდი | დასახელება | კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
| 678 | სან-ტომე და პრინსიპი | 876 | უოლისი და ფუტუნა |
| 682 | საუდის არაბეთი | 882 | დასავლეთი სამოა |
| 686 | სენეგალი | 887 | იემენი |
| 690 | სეიშელის კ-ბი | 890 | იუგოსლავია |
| 694 | სიერა-ლეონე | 894 | ზამბია |
| 702 | სინგაპური | 999 | სხვადასხვა |
| 703 | სლოვაკეთი | 000 | უცნობია |
| 704 | ვიეტნამი |
|
|
| 705 | სლოვენია |
|
|
| 706 | სომალი |
|
|
| 710 | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
|
|
| 716 | ზიმბაბვე |
|
|
| 724 | ესპანეთი |
|
|
| 732 | დასავლეთი საჰარა |
|
|
| 736 | სუდანი |
|
|
| 740 | სურინამი |
|
|
| 744 | შპიცბერგენი და იან-მაიენი |
|
|
| 748 | სვაზილენდი |
|
|
| 752 | შვეცია |
|
|
| 756 | შვეიცარია |
|
|
| 760 | სირია |
|
|
| 762 | ტაჯიკეთი |
|
|
| 764 | ტაილანდი |
|
|
| 768 | ტოგო |
|
|
| 772 | ტოკელაუ(იუნიონი) |
|
|
| 776 | ტონგა |
|
|
| 780 | ტრინიდადი და ტობაგო |
|
|
| 784 | არაბთა გაერთიანებული ემირატები |
| |
| 788 | ტუნისი |
|
|
| 792 | თურქეთი |
|
|
| 795 | თურქმენეთი |
|
|
| 796 | ტერქსი და კაიქოსი |
|
|
| 798 | ტუვალუ |
|
|
| 800 | უგანდა |
|
|
| 804 | უკრაინა |
|
|
| 807 | მაკედონია |
|
|
| 818 | ეგვიპტე |
|
|
| 826 | დიდი ბრიტანეთი |
|
|
| 830 | ნორმანდიის კ-ბი |
|
|
| 833 | მენის კ-ბი |
|
|
| 834 | ტანზანია |
|
|
| 840 | აშშ |
|
|
| 850 | ვირჯინიის კ-ბი(აშშ) |
|
|
| 854 | ბურკინა-ფასო |
|
|
| 858 | ურუგვაი |
|
|
| 860 | უზბეკეთი |
|
|
| 862 | ვენესუელა |
|
|
| 868 | საქართველო |
|
|
| 872 | უეიკის კ-ბი |
|
|
დანართი 4
საბაჟო მოსაკრებლის განთავისუფლების კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება |
| 2 | ჰუმანიტარული დახმარება |
| 3 | დიპლომატიური საქონლის იმპორტი |
| 4 | გრანტი |
| 0 | სხვა განსაკუთრებული შემთხვევები |
| 1 | ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობისათვის გათვალისწინებული საქონლის იმპორტზე გადასახდელი მოსაკრებელი |

დანართი 6
მსოფლიო ქვეყნების ვალუტის კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება | კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
| 0 | ევრო | 192 | კუბური პესო |
| 4 | ავღანი | 196 | კვიპროსული ფუნტი |
| 8 | ლეკი | 203 | ჩეხური კრონი |
| 12 | ალჟირული დინარი | 208 | დანიური კრონა |
| 20 | ესპანური პესეტა | 214 | დომინიკანური პესო |
| 24 | ახალი კვანზა | 218 | სუკრე |
| 31 | აზერბაიჯანული მანათი | 222 | სალვადორული კოლონი |
| 32 | არგენტინული პესო | 230 | ეთიოპური ბირი |
| 36 | ავსტრალიური დოლარი | 233 | კრონა |
| 40 | შილინგი | 238 | ფოლკლენდის კუნძ. მარკა |
| 44 | ბაჰამური დოლარი | 242 | ფიჯის დოლარი |
| 48 | ბაჰრეინული დინარი | 246 | მარკა |
| 50 | ტაკა | 250 | ფრანგული ფრანკი |
| 51 | სომხური დრამი | 262 | ჯიბუტის ფრანკი |
| 52 | ბარბადოსული დოლარი | 268 | ლარი |
| 56 | ბელგიური ფრანკი | 270 | დალასი |
| 60 | ბერმუდის დოლარი | 276 | გერმანული მარკა |
| 64 | ბუტანის ინგულტრუმი | 288 | სედი |
| 68 | ბოლივიანო | 292 | გიბრალტარული ფუნტი |
| 72 | პულა | 300 | დრახმა |
| 76 | ბრაზილიური კრუზეირო | 320 | პეტსალი |
| 84 | ბელიზური დოლარი | 324 | გვინეური ფრანკი |
| 90 | სოლომონის კუნძულების დოლარი | 328 | გაიანური დოლარი |
| 96 | ბრუნეის დოლარი | 332 | გურდი |
| 100 | ლევი | 340 | ლემპირა |
| 104 | კიატი | 344 | ჰონკონგური დოლარი |
| 108 | ბურუნდიული ფრანკი | 348 | ფორინტი |
| 112 | ბელორუსული რუბლი | 352 | ისლანდიური კრონა |
| 116 | რიელი | 356 | ინდური რუპია |
| 124 | კანადური დოლარი | 360 | რუპია |
| 132 | კაბო-ვერდეს ესკუდო | 364 | ირანული რიალი |
| 136 | კაიმანის კუნძულების დოლარი | 368 | ერაყული დინარი |
| 144 | შრი ლანკური რუპია | 372 | ირლანდიური ფუნტი |
| 152 | ჩილეს პესო | 376 | შეკელი |
| 156 | ჩინური იუანი | 380 | იტალიური ლირა |
| 170 | კოლუმბიური პესო | 388 | იამაიკური დოლარი |
| 174 | კომორის კუნძულების ფრანკი | 392 | იენა |
| 180 | ახალი ზაირი | 398 | ტენგე |
| 188 | კოსტარიკული კოლონი | 400 | იორდანული დინარი |
| 191 | კუნა | 404 | კენიური შილინგი |
|
კოდი | დასახელება | კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
| 408 | ჩრდილო კორეული ვონა | 620 | პორტუგალიური ესკუდო |
| 410 | ვონა | 624 | გვინეა-ბისაუს პესო |
| 414 | ქუვეიტური დინარი | 626 | ტიმორული ესკუდო |
| 417 | სომი | 634 | კატარის რიალი |
| 418 | კიპი | 642 | ლეი |
| 422 | ლიბანური ფუნტი | 643 | რუსული რუბლი |
| 426 | მალოტი | 646 | რუანდის ფრანკი |
| 428 | ლატვიური ლატი | 654 | წმინდა ელენეს კუნძულის ფუნტი |
| 430 | ლიბერიული დოლარი | 678 | დობრა |
| 434 | ლიბიური დინარი | 682 | საუდური რიალი |
| 440 | ლიტვური ლიტი | 690 | სეიშელური რუპია |
| 442 | ლუქსემბურგული ფრანკი | 694 | ლეონე |
| 446 | პატაკა | 702 | სინგაპურის დოლარი |
| 450 | მალაგასიური ფრანკი | 703 | სლოვაკური კრონა |
| 454 | კვაჩა (მალავიური) | 704 | დონგი |
| 458 | მალაიზური რინგიტი | 705 | ტოლარი |
| 462 | რუპია | 706 | სომალური შილინგი |
| 466 | მალიური ფრანკი | 710 | რენდი |
| 470 | მალტური ფუნტი | 716 | ზიმბაბვეს დოლარი |
| 478 | უგია | 724 | ესპანური პესეტა |
| 480 | მავრიკიული რუპია | 734 | AED დირხამი (აგს) |
| 484 | მექსიკური ახალი პესო | 736 | სუდანური ფუნტი |
| 496 | ტუგრიკი | 740 | სურინამის გულდენი |
| 498 | მოლდოვური ლეი | 748 | ლილანგენი |
| 504 | მაროკული დირხამი | 752 | შვედური კრონა |
| 508 | მეტიკალი | 756 | შვეიცარული ფრანკი |
| 512 | ომანური რიალი | 760 | სირიული ფუნტი |
| 516 | ნამიბიური რენდი | 762 | ტაჯიკური რუბლი |
| 524 | ნეპალის რუპია | 764 | ბატი |
| 528 | ნიდერლანდური გულდენი | 776 | პაანგა |
| 532 | ანტილიური გულდენი | 780 | ტრინიდადის და ტობაგოს დოლარი |
| 533 | არუბული გულდენი | 784 | არაბთა გაერთ. ემირატების დრახმა |
| 548 | ვატუ | 788 | ტუნისური დინარი |
| 554 | ახალზელანდიური დოლარი | 792 | თურქული ლირა |
| 558 | კორდობა | 795 | თურქმენული მანათი |
| 566 | ნაირა | 800 | უგანდური შილინგი |
| 578 | ნორვეგიული კრონა | 804 | უკრაინული დრახმა |
| 586 | პაკისტანური რუპია | 807 | დენარი |
| 591 | ბალბოა | 818 | ეგვიპტური ფუნტი |
| 598 | კინა | 826 | ფუნტი სტერლინგი |
| 600 | გუარანი | 834 | ტანზანიური შილინგი |
| 604 | ახალი სოლი | 840 | აშშ დოლარი |
| 608 | ფილიპინური პესო | 858 | ურუგვაული პესო |
| 616 | ზლოტი | 860 | უზბეკური სუმი |
|
კოდი | დასახელება |
|
|
|
|
|
|
|
| 862 | ბოლივარი |
|
|
| 882 | ტალა |
|
|
| 886 | იემენის რიალი |
|
|
| 887 | იემენური დინარი |
|
|
| 894 | კვაჩა (ზამბიური) |
|
|
| 901 | ახალი ტაივანური დოლარი |
|
|
| 950 | ფრანკი კფა ვეას* |
|
|
| 951 | აღმოსავლეთ კარიბული დოლარი |
|
|
| 952 | ფრანკი კფა ვსეაო** |
|
|
| 953 | ფრანკი კფპ |
|
|
| 954 | ეკიუ (ევროპული ვალუტის ერთეული) |
|
|
| 980 | გრივნა |
|
|
| 986 | ბრაზილიური რეალი |
|
|
დანართი 7
გარიგების სახის კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება |
| 0.1 | საქონლის გადაადგილება საქართველოს ვალუტაში ანგარიშწორებით |
| 1.1 | იურიდიული პირების მიერ საქონლის შემოტანა/გატანა |
| 1.2 | ფიზიკური პირების მიერ საქონლის შემოტანა/გატანა |
| 2.1 | საქონლის მიწოდება თავისუფლად კონვენტირებად ვალუტაზე ანგარიშწორებით (გარდა სახელმწიფო კრედიტის დასაფარავად) |
| 2.3 | საქონლის გადაადგილება სახელმწიფო კრედიტით |
| 2.6 | საქონლის გადაადგილება სახელმწიფო კრედიტის დასაფარავად |
| 3.1 | საქონლის მიწოდება კლირინგულ ვალუტაზე ანგარიშწორებით |
| 3.2 | საქონლის მიწოდება სამტავრობათშორისო ხელშეკრულების თანახმად |
| 3.3 | საქონლის მიწოდება კლირინგულ ვალუტაში სახელწიფო კრედიტით |
| 3.6 | საქონლის მიწოდება კლირინგულ ვალუტაში სახელწიფო კრედიტის დასაფარავად |
| 4.1 | საქონლის მიწოდება ჩაკეტილ ვალუტაზე ანგარიშწორებით |
| 4.3 | საქონლის მიწოდება ჩაკეტილ ვალუტაში სახელწიფო კრედიტით |
| 5.1 | საქონლის მიწოდება საქონლის პირდაპირი გაცვლის წესით (ბარტერი) |
| 5.2 | საქონლის მიწოდება წარმოდგენილი სამუშაოებისა და მომსახურების ანგარიშზე |
| 5.4 | გაზის მიწოდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის |
| 6.1 | დროებითი გატანა იურიდიული პირების მიერ |
| 6.2 | დროებითი გატანა ფიზიკური პირების მიერ |
| 6.3 | დროებითი გატანა/შემოტანა სამუზეუმო ექსპონატების |
| 6.4 | დროებითი შემოტანა |
| 7.1 | საქონლის მიწოდება საკომპესაციო ვალდებულების ანგარიშზე კლირინგულ ვალუტაზე ანგარიშწორებით |
| 7.2 | საქონლის მიწოდება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნების ვალდებულებების ანგარიშზე |
| 7.5 | საქონლის მიწოდება დსთ ქვეყნებს შორის წარმოებების და ობიექტების მშენებლობისათვის თანამშრომლობის ვალდებულებების ანგარიშზე |
| 7.8 | საქონლის მისოდება საკომპენსაციო ვალდებულებების ანგარიშზე ტავისუფლად კონვერტირებად ვალუტაზე ანგარიშწორებით |
| 8.0 | სხვა სახის მიწოდებები |
დანართი 8
ტრანსპორტის სახეობის კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
10 საზღვაო ტრანსპორტი
12 რკინიგზის ვაგონი საზღვაო ხომალდზე (ბორანი)
თვითმავალი საგზაო საშუალება საზღვაო ხომალდზე
(რო-რო-ს ტიპის ხომალდი)
20 რკინიგზის ტრანსპორტი
30 საავტომობილო ტრანსპორტი
40 საჰაერო ტრანსპორტი
50 ფოსტა
70 სტაციონარული სატრანსპორტო საშუალებები
90 თვითმოთრავი საშუალებები
92 მაგისტრალური მილსადენი ტრანსპორტი
94 მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები
დანართი 9
გადასახადის სახეობის კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
10 საბაჟო მოსაკრებელი
20 საბაჟო გადასახადი
27 აქციზი
28 დღგ
32 ფიქსირებული გადასახადი თამბაქოს ნაწარმის იმპორტზე
33 ფიქსირებული გადასახადი ნავთობპროდუქტების იმპორტზე
34 ფიქსირებული გადასახადი მსუბუქ ავტომანქანებზე
დანართი 10
საგადასახადო შეღავათების კლასიფიკატორი
| კოდი | დასახელება |
|
|
|
| 000 | დამატებითი კოდი არაა განსაზღვრული |
| 101 | ბავშვთა კვების და დიაბეტური პროდუქტები - განთავისუფლებული საბაჟო გადასახადისაგან |
| 102 | საქონელი განთავისუფლებული საბაჟო გადასახადისაგან სახელმწიფო დადგენილებებით |
| 201 | ეროვნული და უცხოური ვალუტის, ბანკნოტების, ფასიანი ქაღალდების იმპორტი |
| 202 | სამედიცინო, საპროტეზო-ორტოპედიული ნაკეთობები და ტექნიკა |
| 203 | სამეცნიერო ლიტერატურა, დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოები და |
|
| საბავშვო ლიტერატურა |
| 204 | საფოსტო და აქციზური მარკების იმპორტი (გარდა საკოლექციო) |
| 205 | ოქროს იმპორტი ეროვნული ბანკისათვის |
| 207 | საჯიშე საქონელი, თესლი, ქიმიკატები, მცენარეულობის დაცვის საშუალებები |
| 208 | ბუნერივი გაზისა და ელექტროენერგიის იმპორტი |
| 209 | საქონელი, განთავისუფლებული დღგ-ს და აქციზის გადასახადისაგან სახელმწიფო |
|
| დადგენილებებით |
| 210 | ბავშვთა ჰიგიენის საშუალებები |
| 301 | მიწოდება გრანტით |
| 302 | უცხოური ინვესტიცია |
| 303 | სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციისათვის განკუთვნილი საქონელი |
| 304 | უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ გამოცემული დაბეჭდილი პროდუქცია |
| 305 | სამოქალაქო ავიაციისათვის განკუთვნილი ავიასაწვავი, საპოხი მასალა და სხვა |
|
| ტქენიკური საშუალებები |
| 306 | 16 დასახელების მედიკამენტები |
| 309 | კონფისკირებული, უპატრონო და საზელმწიფოსათვის გადაცემული ფასეულობანი |
| 310 | ბავშვთა კვების და დიაბეტური პროდუქტები, ტესტ სისტემები, რენტგენის ფირები, |
|
| ინსულინის შპრიცები - განთავისუფლებული ყველა სახის გადასახდელებისაგან |
| 311 | მაზუთის იმპორტი |
| 312 | საქონელი განთავისუფლებული გადასახადებისაგან სახელმწიფო დადგენილებებით |
| 313 | სააქციზო და სპეციალური ქართული მარკების იმპორტი |
| 402 | რეექსპორტისათვის |
| 501 | ჰუმანიტარული დახმარება სტიქიური უბედურებების დროს |
| 502 | დიპლომატიური საქონელი და დიპლომატებისა და წარმომადგენლებისათვის პირადი |
|
| მოხმარების საქონელი |
| 503 | საქონელი განთავისუფლებული გადასახადებისაგან სახელმწიფო დადგენილებებით |
| 504 | უცხოური ინვესტიცია - განთავისუფლებული ყველა სახის გადასახადებისაგან |
| 505 | გადასახდელებისაგან განთავისუფლება გრანტით |
| 604 | განთავისუფლება ბაჟისა და დღგ-საგან |
| 605 | ჰუმანიტარული საქონელი |
| 606 | განთავისუფლება გრანტით, გარდა აქციზისა |
| 607 | განთავისუფლება გრანტით, გარდა მოსაკრებლისა და აქციზისა |
| 608 | საქონელი განთავისუფლებული ბაჟისა და დღგ-საგან სახელმწიფო დადგენილებებით |
| 610 | ნავთობის გადამამუშავებელი კომპანიები |
| 615 | თამბაქოს ნედლეულის იმპორტი |
| 700 | ბორტზე მიწოდება |
დანართი 11
თანმხლები დოკუმენტების კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
001 შიდა საბაჟო ტრანზიტი
002 კონტრაქტი, ხელშეკრულება
003 საბაჟო საწყობის სსდ
004 კონასამენტი
005 სატრანსპორტო ზედდებული
006 განაცხადი რეექსპორტზე
007 შესაბამისობის სერტიფიკატი
008 ხარისხის სერტიფიკატი
009 საქონლის უსაფრთხოების სერტიფიკატი
010 სპეციფიკაცია
011 ანგარიშ-ფაქტურა
012 საბანკო გარანტია
013 საბაჟო საწყობის ლიცენზია ან ნებართვა
014 თამბაქოს ნაწ. იმპორტის ლიცენზია ან ნებართვა
015 ვეტერინარული სერტიფიკატი
016 იმპორტის ლიცენზია ან ნებართვა
017 ექსპორტის ლიცენზია ან ნებართვა
018 განცხადება
019 წერილი
020 იმპორტის სსდ
021 დროებითი შემოტანის სსდ
022 დროებითი გატანის სსდ
023 ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი
024 მანიფესტი
025 საგზაო ჩეკი
026 ტექნიკური პასპორტი
027 აქტი
028 სასამართლოს დადგენილება
029 სატყეო დეპარტამენტის ნებართვა
030 კლასიფიკატორი
031 ეკოლოგიური ცნობა
032 მინდობილობა
034 იმპ. გადასახდელების გადახდის მოწმ.
036 სან-კარანტინული ზედამხედველობა
037 სპეც. სს დეკლარაცია ნავთობპროდუქტებზე
038 აქციზური საქ. გადაზიდვის ნებართვა
039 თიღ-კარნეტი
040 გადამზიდველის სააღრიცხო ფურცელი
097 ფინ. სამ. წერილი ჰუმანიტარულის შეს.
098 ფინ. სამ. წერილი გრანტის შესახებ
099 ინვესტირების ლიცენზია
110 საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი
120 ზონის შეცვლის წერილი
121 საიმპ. პროდუქციის გატანის ნებართვა
141 შეფუთვის ფურცელი
051 საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ლიცენზია ან ნებართვა
052 საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლის გადამუშავების ლიცენზია ან ნებართვა
053 საბაჟო ტერიტორიის გარეთ გადამუშავების სსდ
072 უბაჟო ვაჭრობის ლიცენზია ან ნებართვა
დანართი 12
გადახდის პირობის კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
00 საავანსო გადასახადი ან შემხვედრი მიწოდება უკვე განხორციელებულია
01 30 დღის განმავლობაში
02 60 დღის განმავლობაში
03 90 დღის განმავლობაში
04 120 დღის განმავლობაში
05 150 დღის განმავლობაში
06 180 დღის განმავლობაში
09 9 თვის განმავლობაში
12 12 თვის განმავლობაში
18 18 თვის განმავლობაში
22 2 წლის განმავლობაში
23 3 წლის განმავლობაში
24 4 წლის განმავლობაში
25 5 წლის განმავლობაში
26 6 წლის განმავლობაში
27 7 წლის განმავლობაში
28 8 წლის განმავლობაში
29 9 წლის განმავლობაში
30 10 წლის განმავლობაში
დანართი 13
შეფუთვის კლასიფიკატორი
კოდი დასახელება
01 ნაყარი
02 ნაყარი გრანულირებული
03 ჩასხმით
04 შეუფუთავი
05 აეროზოლი
06 ტომარა
07 შეკვრა
08 ჩარჩოები
09 რულონი
10 შესაფუთი
11 ცილინდრი
12 პაკეტი
13 კასრი
14 ამანათი
15 მუყაოს ყუთი
16 ყუთი
17 სხვა
18 პოდონი
19 ბალონი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები