დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 356 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 14/07/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 21/07/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/12/2005 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.11.117.005950 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/07/2003 - 15/12/2004)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.11.117.005.950
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №356
2003 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ
“სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმა თანახმად დანართისა (1 გვერდი).
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. გოგიაშვილი
ნებართვა №00-0/0000
(ნებართვის მფლობელის დასახელება)
(იურიდიული მისამართი)
(ობიექტის მისამართი)
სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები:
ნებართვით უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოაწყოს
1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეაჩეროს, განაახლოს, ცვლილება შეიტანოს და გააუქმოს ნებართვა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ნებართვაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.
4. მონაცემები ნებართვის შეჩერების ან გაუქმების შესახებ რეგისტრირდება უწყებრივ და სახელმწიფო სანებართვო რეესტრში:
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.
ნებართვის მოქმედების ვადა
· ნებართვა გაცემულია “სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;
· ნებართვა გაცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის… წლის… თვის № ბრძანების საფუძველზე;
· აკრძალულია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის;
· ნებართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დუბლიკატის გაცემის შესახებ წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;
· საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხს არ აგებს ნებართვის მფლობელის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის,
სათამაშო ბიზნესისა და ექსპერტიზა- ხელმოწერა
უტილიზაციის დეპარტამენტის უფროსი სახელი გვარი
ბეჭედი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები