ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 835
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 15/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 147, 15/12/2004
ძალის დაკარგვის თარიღი 21/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.920
  • Word
835
15/12/2004
სსმ, 147, 15/12/2004
190.040.000.22.033.006.920
ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.006.920

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №835

2004 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის  №356 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ლატარიის, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების, სამორინეების მოწყობის ნებართვის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2003 წლის №356 (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, 2003 წ., №73, მუხლი 666) ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

ნებართვა №00-0/0000

___________________________________________________________________________________

(ნებართვის მფლობელის დასახელება)

___________________________________________________________________________________

(იურიდიული მისამართი)

___________________________________________________________________________________

(ობიექტის მისამართი)

 

სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები:

___________________________________________________________________________

ნებართვით უფლება ეძლევა კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით მოაწყოს

 

1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას სანებართვო პირობები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია შეაჩეროს, განაახლოს, ცვლილება შეიტანოს და გააუქმოს ნებართვა.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია ნებართვაში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად.

4. მონაცემები ნებართვის შეჩერების ან გაუქმების შესახებ რეგისტრირდება უწყებრივ და სახელმწიფო სანებართვო რეესტრში.

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს კონტროლს ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებაზე.

 

ნებართვის მოქმედების ვადა

ნებართვა გაცემულია „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად;

ნებართვა გაცემულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის .... წლის ... თვის N ბრძანების საფუძველზე;

აკრძალულია ნებართვის გადაცემა სხვა პირისათვის;

ნებართვის მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის მფლობელი ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით დუბლიკატის გაცემის შესახებ წერილობით მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს;

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო პასუხს არ აგებს ნებართვის მფლობელის ფინანსური საქმიანობის შედეგებზე.

 

ფინანსური პოლიტიკის                                                   ხელმოწერა

დეპარტამენტის უფროსი                                                სახელი, გვარი

                                  

                                                         ბეჭედი

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი