საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში" ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში" ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 30/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 38(45), 05/08/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 20/06/2000
სარეგისტრაციო კოდი 000000090.00(9).003.000714
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
24
30/07/1999
სსმ, 38(45), 05/08/1999
000000090.00(9).003.000714
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში" ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (05/08/1999 - 09/06/2000)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი               090.009.003.714

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №24

1999 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებული "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში" ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

1. შეტანილ იქნეს ცვლილებები 1998 წლის 27 ნოემბრის №15 დადგენილებით დამტკიცებულ "მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშების და გადახდის წესში" და მის პირველ მუხლს, მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-5 პუნქტი, შემდეგი რედაქციით:

"დასაშვებია სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე განთავსებული თანხის გამოყენება სახაზინო ვალდებულებების შესაძენად, ამასთან, სავალდებულო რეზერვების ანგარიშიდან აღნიშნული მიზნით გამოსაყენებელი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის მიერ მოზიდული სახსრების 2%-ს".

2. მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დეკადურად გამოანგარიშებისა და გადახდის წესის პირველი მუხლის მე-5 პუნქტი გადაკეთდეს მე-6 პუნქტად.

3. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"საანგარიშგებო დეკადაში მოზიდული სახსრების ოდენობის წინა დეკადასთან შედარებით ზრდის შემთხვევაში, კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან დეკადის გასვლიდან ხუთი დღის განმავლობაში სათანადო გაანგარიშებისა და ბუღალტრული გატარებების საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვების ანგარიშზე გადარიცხონ დამატებით შესატანი თანხა შემცირებული №194 საბალანსო ანგარიშზე "დაბანდებები სახელმწიფო სავალო ვალდებულებებში" რიცხული (მაგრამ არა უმეტეს მოზიდული სახსრების 2%) თანხით.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარე                                            ი.მანაგაძე