ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ

  • Word
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/01/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 30/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 17/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 040020020.11.117.004615
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
12
23/01/2001
სსმ, 9, 30/01/2001
040020020.11.117.004615
ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/01/2001 - 13/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.020.020.11.117.004.615

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №12

2001 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული და ფიზიკური პირების წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. განესაზღვროთ ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმატივები საგადასახადო წლის განმავლობაში ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლების შესაბამისად არა უმეტეს 0,05 პროცენტისა, დღგ-ის გარეშე.

2. დაწესდეს, რომ წარმომადგენლობითი ხარჯების ხარჯთა ნუსხებს ამტკიცებენ საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ამ მიზნით გაწეული ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი აპარატების მუშაკთა შესანახი ხარჯთა ნუსხების ფარგლებში.

3. ძალადაკარგულად ჩაითვალოს “აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ორგანიზაციებში და სახაზინო საწარმოებში წარმომადგენლობითი ხარჯების ნორმების შესახებ” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1996 წლის 16 მაისის №7/4 დადგენილება.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ნოღაიდელი