"საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის" დამტკიცების თაობაზე

  • Word
"საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის" დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 82
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/07/1999
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გამოუქვეყნებელი, 0, 13/07/1999
ძალის დაკარგვის თარიღი 14/11/2006
სარეგისტრაციო კოდი 000000300.01(2).003.000672
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
82
02/07/1999
გამოუქვეყნებელი, 0, 13/07/1999
000000300.01(2).003.000672
"საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის" დამტკიცების თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (13/07/1999 - 10/11/2006)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                 300.012.003.672

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის

მინისტრის ბრძანება №82

1999 წლის 2 ივლისი

ქ.თბილისი

"საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის" დამტკიცების თაობაზე

"საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს შექმნის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 28 იანვრის №64 ბრძანებულების მე-2 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

I. დამტკიცდეს თანდართული " საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტი";

II. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნორმატიული აქტების სახელმწიფო რესტრში შეტანიდან მე-20 დღეს;

III. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად ეს ბრძანება გამოქვეყნდეს მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანიდან 7 დღეში.

IV. გაუქმებულად ჩაითვალოს სამინისტროს 1997 წლის 18 მარტის №29 ბრძანება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან მცენარეული რესურსებით ( მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტის შესახებ.

მინისტრის პირველი მოადგილე                                                                       ზ. თავართქილაძე

 

საქართველოში მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭოს მუშაობის რეგლამენტი

 

1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული მცენარეული რესურსებით (მათ შორის ხე-ტყით) სარგებლობის სალიცენზიო საუწყებათაშორისო საექსპერტო საბჭო (შემდგომში საექსპერტო საბჭო) წარმოადგენს მცენარეული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე, შეწყვეტაზე, შეჩერებაზე, შეზღუდვაზე და ლიცენზიის პირობების შეცვლაზე გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს.

2. საბჭოს ფუნქციაა ლიცენზიის მისაღებად ან გასაუქმებლად წარმოდგენილი განცხადებების, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის და მასალების განხილვა, შეფასება და გადაწყვეტილების მიღება, რაც ფორმბდება სხდომის ოქმით.

3. საბჭოზე განსახილველ მასალებს ამზადებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტი.

 

2. საექსპერტო საბჭო

1. საექსპერტო საბჭო შედგება  მუდმივი და მოწვეული წევრებისაგან.

2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი (მინისტრი) ამტკიცებს საექსპერტო საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას, საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარეს, მოადგილეს და პასუხისმგებელ მდივანს.

3. საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

4. საბჭოს მოწვეულ წევრებად, სათათბირო ხმის უფლებით, განსახილველი საკითხების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება მოწვეული იყვნენ სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტები. მათ კონკრეტულ რაოდენობასა და პერსონალურ შემადგენლობას დღის წესრიგთან ერთად ამტკიცებს საბჭო.

 

3. საექსპერტო საბჭოს უფლება-ვალდებულებანი

საექსპერტო საბჭოს უფლება-ვალდებულებებს წარმოადგენს:

1. განიხილოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად სალიცენზიო მცენარეული რესურსების ეკოლოგიურად მისაღები მოსაპოვებელი რაოდენობა (კვოტა) მათი სახეობებისა და ადგილმდებარეობის მიხედვით.

2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მცენარეული რესურსით სარგებლობის ღირებულების განსაზღვრა.

3. შეიმუშაოს და წარუდგინოს სამინისტროს დასამტკიცებლად მცენარეული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის ფორმა.

4. გამოაცხადოს კონკურსი ამა თუ იმ მცენარეული რესურსით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად.

5. გამოიტანოს გადაწყვეტილება მცენარეული რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემაზე, შეწყვეტაზე, შეჩერებაზე, შეზღუდვაზე და ლიცენზიის პირობების შეცვლაზე.

6. არანაკლებ ერთი თვით ადრე პრესის და მასობრივი ინფორმაციის სახელმწიფო ორგანოების სხვა საშუალებებით გამოაქვეყნოს განცხადება ამა თუ იმ მცენარეული რესურსით სარგებლობაზე კონკურსის ჩატარების შესახებ.

7. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშაოს და დაამტკიცოს კონკურსში მონაწილეობის წესი.

3. სალიცენზიო მცენარეული რესურსების ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა და ხელმისაწვდომობა დაინტერესებული სუბიექტებისათვის.

4. კონკურსის ჩატარება წინასწარ დადგენილ (გამოცხადებულ) ვადებში.

5. გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამარჯვებული პრეტენდენტებისათვის ლიცენზიის გაცემა.

6. ლიცენზიის მფლობელთა პრეტენზიების მიღება და განხილვა, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საექსპერტო შესწავლის ჩატარება.

 

4. საექსპერტო საბჭოს სხდომის ჩატარების წესი

1. საექსპერტო საბჭოს სხდომა ტარდება დამტკიცებული დღის წესრიგის მიხედვით.

2. საექსპერტო საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე ან მოადგილე, თავმჯდომარის დავალებით.

3. სხდომაზე განსახილველი საკითხები და შესაბამისი მასალები ერთი კვირით ადრე უნდა ეცნობოს საბჭოს ყველა მუდმივ წევრს, მოწვეულ სპეციალისტებს და სხვა დაინტერესებულ სუბიექტებს.

4. საბჭო უფლებამოსილია სხდომა დაიწყოს, თუ მას ესწრება მუდმივ წევრთა ორი მესამედი.

5. საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე მუდმივ წევრთა უბრალო უმრავლესობამ. თანადროულად ოქმში უნდა დაფიქსირდეს ნებისმიერი მუდმივი წევრის გადაწყვეტილებაზე თავშეკავების, უარის თქმის მიზეზი ან განსხვავებული აზრი.

6. სხდომის თავმჯდომარე პასუხისმგებელ მდივანთან ერთად ხელს აწერს სხდომის ოქმს და პასუხისმგებელია ოქმში დაფიქსირებულ შინაარსის სისწორეზე.

7. სხდომის პასუხისმგებელი მდივანი აწარმოებს საკითხების განხილვაზე დახარჯული დროის აღრიცხვას და აფიქსირებს სხდომის ოქმში.

8. საბჭოს სხდომები ღიაა. გადაწყვეტილების მიღებისას სხდომა ცხადდება დახურულად.

9. საექსპერტო საბჭოს სხდომაზე განაცხადების განხილვის დროს ლიცენზიის მიღების პრეტენდენტები არგამოცხადების შემთხვევაში იხსნებიან კონკურსიდან.

10. საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება მოცემულ სხდომაზე კენჭისყრის წესის შესახებ (ღია ან ფარული).

11. საბჭოს გადაწყვეტილების მიღება ხდება დახურულ სხდომაზე კენჭისყრის არჩეული წესის მიხედვით.

12. ხმათა თანაფარდობის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარე სარგებლობს გადამწყვეტი ხმის უფლებით.

 

5. ლიცენზიების გაცემის შესახებ

1. მცენარეული რესურსებით სარგებლობისათვის ლიცენზიები გაიცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების დაცვის დეპარტამენტის მიერ საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

6. საექსპერტო საბჭოს სახსრები

1. საექსპერტო საბჭოს სახსრები განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.